ავტორი:

რას გვაიძულებს ქალწულში გადასული მარსი

რას გვაიძულებს ქალწულში გადასული მარსი

მარსმა დატოვა ლომის ზოდიაქო და გადავიდა ქალწულში, სადაც დარჩება 27 აგვისტომდე. შაბათ-კვირას სამომავლო მიზნებზე უნდა დაფიქრდეთ და უკვე სამშაბათიდან აქტიურ ქმედებაში ჩაერთოთ. თანაც, 17-ში ახალმთვარეობა გველოდება. მარსის ქალწულში გადასვლა მიანიშნებს, რომ უსაქმურობის დრო დამთავრდა და უნდა გააქტიურდეთ - სამსახურშიც და სახლშიც.

ბაღ-ბოსტანში მუშაობა, სამსახურებრივი მოვალეობები, საოჯახო ვალდებულებები, ბავშვების აღზრდა, შინაური ცხოველების მოვლა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ეს ყველაფერი გველოდებათ, 27 აგვისტომდე.

საუკეთესო დროა იდეალური წესრიგის დასამყარებლად სამსახურშიც და სახლშიც. ხარვეზების აღმოფხვრელად, დეტალებზე მუშაობისა და თაროების სისტემატიზაციისთვის.

დროა გაიღრმაოთ ცოდნა, გაიუმჯობესოთ კვალიფიკაცია, გაიაროთ გადამზადება, დაესწროთ სემინარებსა და ტრენინგებს. ნებისმიერი სამეცნიერო და სამწერლო საქმიანობა წარმატებულია.

კარგი დროა განკურნებისკენ მიმართული ჯანსაღი ჩვევების გასავითარებლად: დიეტა, სპორტი. გაიარეთ ტესტირება, შეიძინეთ სამედიცინო დაზღვევა. ივლის-აგვისტოში სანატორიუმში დასვენება შესანიშნავი საჩუქარია ჯანმრთელობისთვის.

როცა მარსი ქალწულში გადადის, ჩვენ ყველანი უფრო პრეტენზიულები და სკრუპულოზურები ვხდებით, ვიწყებთ დეტალების და ნაკლოვანებების უკეთ დანახვას და ვპოულობთ გზებს მათი აღმოსაფხვრელად. გამოიყენეთ ეს დრო სრულყოფილების მისაღწევად ჯანმრთელობის საკითხებში და საქმეებში.