ვერძი
ხელსაყრელი დროა ყველა სახის წამოწყებისთვის. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაიხსნას, ისარგებლეთ ამ შანსით. კვირა ხელსაყრელია ახალი კონტაქტებისა და საჭირო კავშირების დასამყარებლად, მაგრამ ახალ ნაცნობებთან ზედმეტად გულწრფელი არ უნდა იყოთ. ოთხშაბათს, თუ აქტიურობასა და კეთილსინდისიერებას გამოიჩენთ, სავარაუდოდ ახალ თანამდებობაზე დაგნიშნავენ. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება საგონებელში ჩავარდეთ ოჯახურმა პრობლემების გამო, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ აურზაურს შექმნით, მით მეტი დრო გექნებათ საყვარელი ადამიანებისა და დასვენებისთვის.
კურო
ეცადეთ, დაძლიოთ თავგადასავალში ჩართვის ძლიერი სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენთვის კარგად არ დასრულდება. მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, ისინი დაგეხმარებიან თუნდაც ერთი შეხედვით ჩიხური საკითხების მოგვარებაში. არ გამოტოვოთ შანსი, გამოიყენეთ ხელსაყრელი დრო სტრატეგიული მოკავშირეების შესაძენად. მაგრამ შეეცადეთ არ დაიწყოთ სათავგადასავლო პროექტები, რადგან მათ შეიძლება ძალიან ბევრი ფული დასჭირდეთ და არანაირი შედეგი არ მოგიტანოთ.
ტყუპი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, დაასრულოთ დაწყებული საქმე. ჩამოწერეთ სურვილები და თუ ის გულწრფელია, აუცილებლად ახდება. შესაძლებელია პირად ცხოვრებაში ხელსაყრელი ცვლილებები. შემოქმედებითი აქტივობა დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. თუ სამუშაო ადგილი აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ უფრო პერსპექტიულზე. მიიღებთ სარფიან შეთავაზებას. პროფესიულ სფეროში მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრწყინვალე გამარჯვება თქვენს ყველა არაკეთილსინდისიერზე.
კირჩხიბი
ამ კვირაში ყველა მოვლენა საკმაოდ ჰარმონიული იქნება და მხოლოდ უმნიშვნელო ემოციურ გამოხდომებს გამოიწვევს. იქნება ბევრი და მრავალფეროვანი სამუშაო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ მოძებნოთ დამატებითი დატვირთვა. კვირის ბოლოს ჯობია ოჯახურ საკითხებს მიხედოთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, კარგი იქნება ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ და რჩევა ჰკითხოთ ახლობლებს. მეგობრებთან ურთიერთობა ახალი იდეებითა და კარგი პერსპექტივით გაგახარებთ.
ლომი
სამსახურში და საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში შეეცადეთ უფრო თავშეკავებულად მოიქცეთ, არ გჭირდებათ ემოციები, ისაუბრეთ მშვიდად და გააზრებულად. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ არის საჭირო, უმჯობესია თქვენი ენერგია ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად მიმართოთ. პარასკევს თქვენი უფროსები შენიშნავენ თქვენს მიზანდასახულობას და თქვენს დაჯილდოებაზე დაფიქრდებიან. მშვიდობა და კეთილდღეობა გელით სახლში, თქვენს ოჯახში. შაბათს გაატარეთ დღე შემოქმედებითად და განახორციელეთ თქვენი დიდი ხნის გეგმები.
ქალწული
წარმატება შესაძლებელია, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება. მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ, არ იყოთ ჯიუტი, არამედ ჯანსაღ კომპრომისზე წახვიდეთ ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან. სჯობს არა მუშაობის ტემპი გაზარდოთ, არამედ პირიქით, შეანელოთ, ასე უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის. თუ დიდი ხანია არ გქონიათ შვებულება, ახლა კარგი დროა შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ან უცხოეთში წასასვლელად.
სასწორი
თქვენი ოპტიმიზმითა და ენერგიით სამართლიანად მოიპოვებთ სხვების ყურადღებას და კეთილგანწყობას. სამშაბათი უიღბლოა პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ ხელსაყრელია შემოქმედებითი მუშაობისთვის. ოთხშაბათს შეიძლება მიიღოთ კარგი ამბავი ან ბონუსი. პარასკევს უარი თქვით პირად ამბიციებზე, ეს დაზოგავს დროს, ენერგიას და ნერვებს. უქმეები ჯობია სახლში გაატაროთ, შეგიძლიათ მეგობრები სადილზე მოიწვიოთ.
მორიელი
კვირა ხელსაყრელია სამუშაოდ და დასვენებისთვის. უბრალოდ მოგიწევთ ძალების მობილიზება გადამწყვეტი გარღვევისთვის, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება. ეცადეთ, სამუშაო გრაფიკი თავისუფალი იყოს, ეს დადებითად აისახება შედეგზე. მოაწყვეთ პატარა, მაგრამ სანახაობრივი ზეიმი თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და შეკრიბეთ თქვენი მეგობრები.
მშვილდოსანი
კვირა სავსეა მოვლენებით, დაძაბული და არაპროგნოზირებადით. მიზანშეწონილია სერიოზული საქმეები მომავალ კვირამდე გადადოთ, შემოქმედებითად ჩაერთოთ და პირადი პრობლემები მოაგვაროთ. უარს ნუ იტყვით მეგობრების დახმარებაზე, ეცადეთ არ ჩაერთოთ ჩხუბში. ძალიან ბევრს ნუ ლაპარაკობთ სამომავლო გეგმებზე. ახლა უმჯობესია თავი შეიკაოთ ზედმეტად მაცდური პროექტებისგან; შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებული, ვიდრე მოელით.
თხის რქა
უნდა ჩაიხედოთ საკუთარ თავში და დაფიქრდეთ რა მოხდა, რატომ ხართ უკმაყოფილო საკუთარი თავით? არჩევანი ყოველთვის რთულია, ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ იმოქმედებთ. სამსახურში მიიღებთ აღიარებას, პატივისცემას და გაგებას, მაგრამ შრომა მოგიწევთ. კოლეგები მოგმართავენ რჩევის ან დახმარებისთვის. დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად, მაგრამ ნუ აიღებთ საკუთარ თავზე აუტანელ ტვირთს. ახლობელ ადამიანებსაც სჭირდებათ მოვლა და ზრუნვა.
მერწყული
ამ კვირაში მოსალოდნელია განწყობის უეცარი ცვლილება, თუმცა ამას განსაკუთრებული მიზეზები არ აქვს. სამშაბათს ზედმეტად ნუ ენდობით კეთილისმყოფელთა რჩევებს, უფრო მეტად დაეყრდნოთ საკუთარ თავს. ხუთშაბათს არ უნდა წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში ან მივლინებაში. პარასკევს განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყვნენ ისინი, ვინც რაღაცის შეცვლას და სამუშაოსა თუ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს.
თევზები
ჯობია ახლა გაჩუმდეთ, ეს გიხსნით დაპირისპირებისგან და არაკეთილსინდისიერებს არ მისცემს შანსს ჩაერიონ მოვლენების მსვლელობაში. სამშაბათს შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პრობლემები, ნუ მიიღებთ ამას დამარცხებად; მშვიდად მოაგვარეთ საქმეები, იყავი მომთმენი. შაბათ-კვირას დაისვენეთ ოჯახთან ერთად. ეს დრო მშვენივრად გამოგადგებათ ენერგიის აღსადგენად.