ვერძი
როგორც ჩანს, ეს კვირა ძალიან დატვირთული იქნება. ამიტომ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანის მარტო შესრულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში კოლეგებთან, მოძებნეთ კომპრომისი. დაფიქრდით, საჭიროა თუ არა პრინციპების ჯიურად დაცვა ან ღირს თუ არა ხანდახან წესებიდან გადახვევა და გამონაკლისის დაშვება. თქვენ არ დაკარგავთ იმდენს, რამდენსაც მოიგებთ ამით. გაიღიმეთ და იხუმრეთ უფრო მეტად, ეს არა მხოლოდ ამაღლებს თქვენს განწყობას, არამედ გარშემო მყოფთა განწყობასაც.
კურო
თუ გსურთ წარმატების მიღწევა, თქვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაო საკითხებზე ფოკუსირება. მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოების შენახვა ადვილი არ არის, თუ გათქვამთ, თქვენ და თქვენს ნდობას შეიძლება პრობლემები შეექმნას. სამშაბათს უმჯობესია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მიზანშეწონილია ყველაფერზე დაფიქრდეთ და ვინმესთან გაიაროთ კონსულტაცია. ხუთშაბათს არ არის მიზანშეწონილი მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი გარიგებების დადება. შაბათ-კვირას სტუმრები შეიძლება შორიდან გესტუმრონ.
ტყუპი
სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი და საბედნიეროდ, უკეთესობისკენ. ხელფასს გაგიზრდიან და თქვენთვის ოპტიმალურ გრაფიკს შემოგთავაზებენ. შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით. ნებისმიერი მოლაპარაკების წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ თქვენი არგუმენტაციის სიცხადეზე. მოგზაურობაშიც გაგიმართლებთ. სასიყვარულო სფეროში ველით სასიხარულო ამბებს.
კირჩხიბი
ამ კვირაში არ უნდა დანებდეთ პროვოკაციებს. თუნდაც მცირე ხნით, ნუ მისცემთ თავს ნეგატიური ემოციებისგან დაზარალების უფლებას. კვირა შეიძლება კარგი იყოს სამუშაოს მხრივ, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ჯობია გუნდურად იმუშაოთ. შაბათ-კვირა კარგი დროა ძველის დასანგრევად და ახლის შესაქმნელად.
ლომი
ამ კვირაში პირად ცხოვრებაში ჩხუბი და იმედგაცრუება გემუქრებათ. შესაძლოა მოგიწიოთ ახალი ურთიერთობების დამყარებამ. ეცადეთ, მოერიდოთ დიქტატორულ ჩვევებს და მშვიდად გაითვალისწინოთ სხვების რჩევა. იმისთვის, რომ ენერგია და ნერვები უფრო ეკონომიურად დახარჯოთ, რეკომენდებულია კონცენტრირება ერთ ყველაზე გადაუდებელ საქმეზე. კვირის მეორე ნახევარი დაუთმეთ მუშაობას და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.
ქალწული
ეს კვირა გადამწყვეტი მოქმედებების დროა. თქვენ ასხივებთ ენერგიას და მხიარულებას, ასე რომ მშვიდად და გადამწყვეტად გაუმკლავდებით სირთულეებსა და პრობლემებს. შესაძლოა საინტერესო და პერსპექტიული სამუშაო შემოგთავაზონ. სამშაბათი და ოთხშაბათი კარგი დღეა საქმიანი პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა დამტკიცება და დოკუმენტების ოფიციალური ხელმოწერა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდება. ოთხშაბათს შეიძლება ბევრი სამუშაო გქონდეთ გასაკეთებელი, მაგრამ საინტერესო და ამაღელვებელი იქნება. შაბათ-კვირას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ჰარმონიული იქნება და თქვენი შვილები გაგახარებთ მიღწევებით.
სასწორი
იმისთვის, რომ კვირას დადებითი შედეგი ჰქონდეს, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ორშაბათს და ოთხშაბათს უნდა დაიგეგმოს. ხუთშაბათს გარშემო მყოფები დაგეხმარებიან და მხარს დაუჭერენ თქვენს ნებისმიერ წამოწყებას. შაბათი კარგი დღეა სახლში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ იმისათვის, რომ რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, შეეცადეთ დაიცვათ ფილოსოფიური შეხედულებები იმის შესახებ, რაც ხდება და არ გაიფუჭოთ განწყობა.
მორიელი
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შეუძლებელიც კი, თუ უბრალოდ მოინდომებთ. ამ კვირაში, გამარჯვება გელოდებათ კარიერაში. წარმატებით განახორციელებთ ახალ პროექტებს, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება. ვნებიანი პაემანი გელით. იყავით მეტად მზრუნველი საყავრელი ადამიანების მიმართ.
მშვილდოსანი
გილოცავთ, 23-დან მზე თქვენს ნიშანში იქნება და მოგემატებათ ენერგია, აქტიურობის სურვილი. მანამდე მოიცილეთ ყველა ვალი და ვალდებულება. არ დაიდოთ მხრებზე იმაზე მეტი, ვიდრე შეძლებთ თრევას. სამშაბათი კარგია ხანგრძლივი მოგზაურობისა და ახალი ნაცნობებისთვის. პარასკევს ფრთხილად იყავით სიტყვებში, კარგად დაფიქრდით რას ამბობთ, რადგან შეუძლებელი დაპირებების გაცემა დელიკატურ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. შაბათ-კვირას იბრძოლეთ ჰარმონიის, ბალანსისა და სიმშვიდისთვის.
თხის რქა
სამშაბათს თქვენი საყვარელი ადამიანები დააფასებენ თქვენს მიღწევებს. როგორც ჩანს, საკმაოდ ცხელი კვირა გელოდებათ. დაგროვილ პრობლემებთან გამკლავება აქტიურად მოგიწევთ. ეცადეთ, არ დააშორდეთ სწორ ადამიანებს. სასურველია კვირის პირველ ნახევარში დაგეგმოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, პრობლემების გადაწყვეტა. ოთხშაბათს ღირს პასუხისმგებლობისა და ინიციატივის გამოვლენა. პარასკევს ფრთხილად იყავით ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას. შაბათს შესაძლებელია რომანტიკული პაემანი.
მერწყული
თქვენი გრანდიოზული გეგმების რეალიზაციის რეალური შანსი გექნებათ. ერთადერთი მტერი, რომელიც ხელს შეგიშლის, იქნება თქვენი ქაოსი. შეგიძლიათ გააცნობიეროთ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი გადამწყვეტი მოქმედებითა და ლოგიკისა და თანმიმდევრულობის გამოვლენით. კვირის ბოლოს დატვირთვა გაიზრდება, მაგრამ საკმარისზე მეტი ენერგია და ძალა გექნებათ. მიზანშეწონილია გადადოთ გრძელი მოგზაურობები და არასაჭირო შეხვედრები.
თევზები
ამ კვირაში თქვენ უნდა გაიუმჯობესოთ თვითშეფასება. შესაძლოა მოულოდნელი ცვლილება მოხდეს საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე. სამშაბათი კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, რაღაცის სწავლის დასაწყებად და ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებისთვის. ოთხშაბათს თქვენი მხრიდან აქტიურობა და ინიციატივა სასარგებლოა. თქვენი ემოციური დაუცველობა ხუთშაბათს გამოჩნდება. შაბათ-კვირა კარგია ძველის დასაშლელად და ახლის დასაწყებად, არჩევანის დიდი საშუალება გექნებათ.