რას გვიმზადებენ ვარსკვლავები: 30 ოქტომბრის-5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვიმზადებენ ვარსკვლავები: 30 ოქტომბრის-5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს კვირა შესაფერისია სხვადასხვა საქმიან პარტნიორთან მეგობრული კავშირების დასამყარებლად და რთული ურთიერთობის მოსაგვარებლად. თუ საყვარელი ადამიანები დახმარებას გთხოვენ, შეეცადეთ დაეხმაროთ, თუ ეს შესაძლებელია. სამსახურში მიზანდასახულობა და მონდომება საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს. შაბათ-კვირას განდევნეთ მელანქოლიური და სევდიანი ფიქრები და წადით კინოში ან მუზეუმში, გაისეირნეთ ბუნებაში.

კურო

ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ადამიანებთან ურთიერთობის უნარზე. შუა კვირაში შეეცადეთ შეწყვიტოთ კამათი, თუ გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ სწრაფად დაარწმუნოთ თანამოსაუბრე, რომ მართალი არ ხართ. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა არავითარ შემთხვევაში არ არის თქვენი ძლიერი მხარე ამ ეტაპზე. პარასკევს მიზანშეწონილია მინიმუმამდე დაიყვანოთ სამუშაო დატვირთვა, ან კიდევ უკეთესია, ადრე წახვიდეთ შინ და მოაწყოთ პაემანი საყვარელ ადამიანთან ან - შეხვედრა მეგობრებთან.

ტყუპი

გაივსებით ოპტიმიზმითა და სიცოცხლისუნარიანობით, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და მიაღწიოთ წარმატებას და თქვენს მიზნებს. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ იპოვოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. იპოვით ბრწყინვალე გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან.

კირჩხიბი

სამუშაო იქნება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კვირაში. სამშაბათს მოგზაურობები და მივლინებები წარმატებული იქნება. ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ, თუ არ დანებდებით. ეს კვირა მრავალფეროვან სამუშაოს გპირდებათ და კარგად შესრულებულ ვალდებულებაში კარგადაც გადაგიხდიან. პარასკევი და შაბათი კარგი დღეები იქნება ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის, ოჯახურ გარემოში დასვენებისთვის.

ლომი

შეეცადეთ დააგროვოთ ძალა, შეიარაღდეთ ცოდნითა და სიბრძნით, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. თქვენი მოულოდნელი წინსვლა მიგიყვანთ გამარჯვებამდე. დაალაგეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ნუ გადადებთ პროექტების დასრულებას. შაბათ-კვირას შეიძლება მოულოდნელად სამსახურში გამოგიძახონ, არ ინერვიულოთ, ამაში კარგად გადაგიხდიან. უბრალოდ, შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს.

ქალწული

ამ კვირაში სიფრთხილე და სიბრძნე თქვენი მთავარი მოკავშირეებია. შესაძლებელია ლიდერობის გამო კონფლიქტი წარმოიშვას, ნუ მისცემთ თავს უფლებას ვინმემ უსიამოვნო სიტუაციაში ჩაგითრიოთ, მაგრამ ნურც თავს დააჩაგვრინებთ. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ისწავლოთ რაიმე საინტერესო. პარასკევს დაგროვილი დაღლილობა გაღიზიანებას გამოიწვებს. შეეცადეთ თავი შეიკავოთ სხვების კრიტიკისგან. შაბათ-კვირა ინტელექტუალურ დასვენებას დაუთმეთ, წადით თეატრში, წაიკითხეთ წიგნი.

სასწორი

მთელი კვირის განმავლობაში ოპტიმიზმს გამოასხივებთ და ამით სხვებსაც მიიზიდავთ. სასურველია უარი თქვათ სარისკო ან ავანტიურულ წინადადებებზე. უმჯობესია თავი შეიკავოთ ინოვაციური იდეების განხორციელებაზე. კვირის მეორე ნახევარი დაუთმეთ სახლს და დასვენებას. ნუ დაივიწყებთ ნათესავებს, ერთად მიირთვით ოჯახური ვახშამი ან მოიწვიეთ მეგობრები.

მორიელი

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და ამაში ამ კვირაში დარწმუნდებით. კარგი ამბავიც გვაქვს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. გათავისუფლდებით არაფრისმომცემი კავშირებისგან და დაუკავშირდებით მათ, ვინც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია. მიიღებთ მომგებიან ბიზნესშეთავაზებას და საგრძნობლად გაზრდით შემოსავალს. ეცადეთ არ გადააჭარბოთ ემოციური გამოხდომები.

მშვილდოსანი

ამ კვირაში აუცილებლად მოგიწევთ შრომა. რაც არ უნდა გააკეთოთ, ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ერთგულებას. ოთხშაბათს და ხუთშაბათს კარიერაში წარმატებას მიაღწევთ. მაგრამ სამსახურის გამო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით. გარდა ამისა, ახლა უარი არ უნდა თქვათ ვიზიტზე, მოწვევზე, დროს გაატარებთ არა მხოლოდ მხიარულად, არამედ სასარგებლოდაც. კვირას ხალხმრავალი და ხმაურიანი ღონისძიები გელოდებათ.

თხის რქა

ამ კვირაში უნდა გამოავლინოთ ალტრუიზმი ზომიერად კეთილი და თავგანწირული ქმედებით. ეს, მინიმუმ, თავს გაგრძნობინებთ მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად. სამშაბათს არ არის მიზანშეწონილი რაიმე სერიოზული შეხვედრების ან მნიშვნელოვანი მოვლენების მოსაწყობად. განდევნეთ თქვენი თავიდან მომაბეზრებელი აზრები და ცხოვრებიდან - გამაღიზიანებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გიბიძგოთ თქვენთვის არასასურველი ქმედებებისკენ. პარასკევს შეიძლება აღმოჩნდეთ მოვლენების ეპიცენტრში, იყავით კონცენტრირებული და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მერწყული

ამ კვირაში შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სანამ არ გახდება ნათელი, რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა მოიქცეთ. ყველაფერი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, იყავით დაკვირვებული. სამსახურში განსაკუთრებული მიღწევები არ არის მოსალოდნელი, რუტინას წააწყდებით. კვირას შეძლებთ გადაჭრათ თქვენი საშინაო პრობლემების უმეტესი ნაწილი.

თევზები

ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა, ერთი უმნიშვნელო ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, რასაც სიზარმაცე ჰქვია. თუ ამას გადალახავთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები გელით. შესთავაზეთ თქვენი იდეები, გეგმები და პროექტები გავლენიან ადამიანებს, ისინი რეალისტურია, რაც ნიშნავს, რომ მალე განხორციელდებიან. უქმეებზე ახალი აღმოჩენები ელით, საინტერესო ადამიანების გაცნობა და მხიარულება.