ავტორი:

რას მივაქციოთ ყურადღება მზის დაბნელების დროს: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მივაქციოთ ყურადღება მზის დაბნელების დროს: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

14 ოქტომბერს, სასწორის ნიშანში მზის დაბნელებას და ახალმთვარეობას ველოდებით. ამავე დღეს გაიხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 28 ოქტომბერს კუროში სავსემთვარეობითა და მთვარის დაბნელებით დასრულდება. დაბნელებების ამ ორკვირიან დერეფანში არ გირჩევთ მნიშვნელოვანი, კარდინალური გადაწყვეტილების მიღებას, გეგმიური ოპერაციების ჩატარებას. ახალმტავრეობაზე სურვილებისა და სამომავლო გეგმების ჩამოწერა კი კარგია, მაგრამ თუ რამეში ეჭვი გეპარებათ ან სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ გავქთ, ნუ გარისკავთ. უმჯობესია დრო დაუთმოთ სასიამოვო საქმიანობას, ლოცვას, წმინდა ადგილების მონახულებას. იყავით მადლიერი იმ ადამიანების მიმართ, ვინც გეხმარებათ.

ვერძი

კარგია პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება. ყველაფერი, რაც ახლო კონტაქტებთან არის დაკავშირებული, პირველ ადგილს დაიკავებს. მნიშვნელოვანია, მეუღლესთან ან რჩეულთან ერთად მოაგვაროთ პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ყოველდღიურ და ინტიმურ დონეზე. არც კი იფიქროთ პარტნიორის გაკიცხვაზე ისეთი რამის გამო, რაც თქვენ თვითონ არაერთხელ შეგეშალათ. გახსოვდეთ, თუ თავად კარგად მოიქცევით, პარტნიორიც უკეთ განეწყობა თქვენ მიმართ.

კურო

შეძლებთ დაუბრუნდეთ იმ საკითხებს, რომლებიც ვერ დაასრულეთ. ზოგიერთს მოგიწევთ ისწავლოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტური გზები. ვიღაც დიეტაზე დაჯდება ან სპორტდარბაზში წავა. ახალი მთვარე შესაფერისია ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. მაგალითად, თუ დიდი ხანია გინდოდათ კატის ან ძაღლის ყოლა, მაშინ ეს პერიოდი შესაფერისია ცხოველის სახლში მოსაყვანად. თუმცა, ზოგიერთს პრობლემები შეექმნება შინაურ ცხოველთან. უმეტესობა გადაწყვეტთ მუშაობის დაწყებას, სამსახურის შეცვლას.

ტყუპი

შესანიშნავი დროა დასვენებისა და მოგზაურობისთვის. სხეულს და ტვინს სასწრაფოდ სჭირდება დასვენება. თუ უფროსი არ გაგიშვებთ შვებულებაში, მაშინ რამდენიმე დღით მაინც გაემგზვარეთ ქალაქგარეთ. ყურადღება მიაქციეთ ჰობის თუ შემოქმედებით პროექტებს. მშვენიერი პერიოდია საზოგადოებაში ხშირად ყოფნისთვის, საზოგადოებაში გამობრწყინვისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის. ზოგს მოუნდება მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომა, ზოგს ექსტრემალურ ატრაქციონებზე გართობა. ბევრს მოუწევს ფიქრი სწავლაზე ან შვილებისთვის სამუშაოს პოვნაზე. მეტი დრო უნდა დაუთმოთ პატარა ბავშვებს, მათთან ერთად თამაშს, სირბილს, გართობას და ხატვას.

კირჩხიბი

მოვლენებისა და სიტუაციების უმეტესობა დაკავშირებული იქნება ნათესავებთან, საყოფაცხოვრებო და ოჯახურ საკითხებთან. არ არის გამორიცხული, რაიმეს შეკეთება ან ბინის ინტერიერის მთლიანად შეცვლა მოგინდეთ. ვიღაც გადაწყვეტს მისამართის შეცვლას ან აგარაკის აშენებას. შოპინგი წარმატებულია, შეიძენთ თანამედროვე ნივთებს ან ავეჯს საკუთარი სახლისთვის. დროის უმეტესი ნაწილი საყვარელ ადამიანებს დაეთმობა. არ არის გამორიცხული, მშვიდობა დაამყაროთ ან კიდევ უფრო დაუახლოვდეთ შორეული ნათესავებს.

ლომი

გახშირდება კომუნიკაცია, გადაადგილება და სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტი. ხშირი საუბარი ტელეფონზე, აქტიური ცხოვრება სოციალურ ქსელებში და მუდმივი მოგზაურობა დიდ დროს წაგართმევს. ამავდროულად, ბევრად უფრო ადვილი გახდება საჭირო ინფორმაციის მოძიება ან ათვისება. შეიქმნება სიტუაციები, რომლებიც საჭიროებს თქვენს უშუალო ჩარევას. ამას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგიის დონე ახლა საკმაოდ მაღალია.

ქალწული

იგრძნობთ კომფორტისა და პირადი უსაფრთხოების გაზრდის მოთხოვნილებას. ფინანსური საკითხები, ბიუჯეტის დაგეგმვა და მარტივი, ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვა მოგების გაზრდის ან შენარჩუნებისთვის პირველ ადგილზეა. შეიძლება იყოს ახალი, მოულოდნელი შესაძლებლობები დამატებითი შემოსავლისთვის. ასევე სასარგებლოა თქვენი სახლის გაუმჯობესება, დეკორაციისთვის ნივთების ყიდვა და კოსმეტიკური რემონტის გაკეთება.

სასწორი

შეგიძლიათ მიიღოთ ბევრი ახალი რამ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეცვალეთ იმიჯი ან იყიდეთ რაიმე მოდური სამოსი. არ არის გამორიცხული, იზრუნოთ თქვენს სულიერ სამყაროზე. კიდევ ერთხელ ჩაიხედავთ საკუთარ თავში, გააანალიზებთ ბევრ რამეს. საუკეთესო პერიოდია ცვლილებებისთვის. დაადგინეთ თქვენი პრიორიტეტები, შეგიძლიათ აისრულოთ ზოგიერთი სურვილი.

მორიელი

გექნებათ ძალა და შესაძლებლობა, საბოლოოდ დაასრულოთ პროექტები და შეაჯამოთ რამდენიმე მასშტაბური მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ზოგი გავა პენსიაზე, დახურავს პირად ბიზნესს ან გაემგზავრება შორეულ ადგილას სამუშაოდ. გირჩევთ, წვრილმანამდე დაფიქრდეთ ყველაფერზე, რაც მოხდა და ხდება. თქვენ უნდა დაისვენოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად და ინტელექტუალურადაც. წინ ბევრი ახალი და რთული საქმე გელით, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიულად უნდა მოემზადოთ. ზოგიერთ შემთხვევაში საყვარელი ადამიანების ინტერესებს თქვენს საქმეებზე წინ დააყენებთ.

მშვილდოსანი

შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრა გქონდეთ მეგობართან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. არ არის გამორიცხული, მხიარულ კომპანიაში აღმოჩნდეთ, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ თუ საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდოს. ზოგიერთ დიდი ხნის მეგობართან თქვენი გზები გაიყრება. მიხვდებით, რომ ურთიერთობა აღარ არის ის, რაც ადრე იყო. არის შანსი, რომ აღმოჩნდეთ ახალ ორგანიზაციაში ან სოციალურ ჯგუფში, სადაც მნიშვნელოვან როლს დაიკავებთ. ბევრი ჩაერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში და დაიწყებს გაჭირვებულთა დახმარებას.

თხის რქა

კარგი დროა საზოგადოებაში თქვენი ნიჭისა და გამოცდილების გამოსაჩენად. გირჩევთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ მიზნებს. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი აღარ არის აქტუალური. ან შეგიძლიათ ახალი დაამატოთ სიაში. უნდა გადამზადდეთ ან ისწავლეთ რაიმე ახალი. მოგიწევთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება.

მერწყული

მოგზაურობა გელით. სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებაც შესაძლებელია, მაგრამ არა ვიზუალურად გაცნობა, არამედ ინტერნეტში მიმოწერით. მოსალოდნელია ენერგიისა და შთაგონების მოზღვავება. რაღაც ახლის შექმნა, განხორციელება მოგინდებათ. მაგრამ ჩვეული შეხედულებები უნდა შეიცვალოს, ქცევის სტილი გულდასმით უნდა გადაიხედოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგვიწევთ ჩამოყალიბებული ტრადიციებისგან თავის დაღწევა. შეიძლება პრობლემები შეგექმნათ დოკუმენტებთან დაკავშირებით და დაგჭირდეთ ადვოკატის დახმარება. მოგიწევთ აქტიურად ჩაერთოთ მთავარ პროექტებსა და საკითხებში თქვენი რჩეულის ნათესავებთან.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ფულსა და ინვესტიციას უკავშირდება. ეს შეიძლება მოიცავდეს გადასახადებს, პენსიას და დაზღვევას. თუ გაქვთ იპოთეკა, არ გადადოთ გადახდა. არ არის გამორიცხული, სასურველი სესხის მიღების პირობები შეიცვალოს. სამწუხაროდ, ყველა ცვლილება არ იმოქმედებს დადებითად თქვენს განწყობაზე. მაგრამ საბოლოოდ შედეგი გაგახარებთ. მოგიწევთ კონცენტრირება სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე.