ავტორი:

რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ლილიტი ქალწულში 4 ოქტომბერს გადავა და დარჩება მომდევნო 9 თვის განმავლობაში. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაითვალისწინეთ და გაფრთხილდით:

ვერძი : ფრთხილად სილამაზის პროცედურების ჩატარებისას; შედეგით უკმაყოფილო იქნებით. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, მეზობლებთან არ გირჩევთ მასთთვის ჭკუის სწავლებას. შინაურებს კრისტალური სისუფთავის გამო. მოერიდეთ ზედმეტობას ფიზიკური დატვირთვის, დიეტის დროს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შვილები უმადურები არიან და მხოლოდ ფული უნდათ თქვენგან.

კურო : გაგიჩნდებათ ფიქრები, რომ არ გაფასებენ არც შვილები და არც საყვარელი ადამიანი. თქვენი შემოქმედება დაუფასებელია. ფრთხილად სასიყვარულო თავგადასავლებთან, აკონტროლეთ ემოციები. იფიქრეთ იმაზე, რა სარგებელს მიიღებთ ამ კავშირისგან. მოგინდებათ იმ იდეების განხორციელება, რაც ფულს მოგიტანთ. არ გირჩევთ აზარტულ თამაშებში ჩართვას, განსაკუთრებით ფულზე, თუმცა, ლატარიის ბილეთის ყიდვა არ გეკრძალებათ.

ტყუპი : ეჭვები გაგიჩნდებათ, რომ ნათესავები გიყენებენ, ბოროტად სარგებლობენ თქვენი მათდამი კეთილგანწყობით. შეიძლება სირთულეები შეგექმნათ ოჯახის წევრებთან, უძრავ ქონებასთან; განსაკუთრებით თუ აქირავებთ. შინ ნუ მიიტანთ უსიამოვნებებს. არ გირჩევთ დაუფიქრებლად ემიგრაციაში წასვლას. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. ილოცეთ გარდაცვლილი ნათესავებისადმი.

კირჩხიბი : ფრთხილად მგზავრობისას, გადაადგილებისას, ავტომობილის შეძენისას. ჩაეწერეთ მხოლოდ იმ სასწავლო კურსებზე, რაც სარგებელს მოგიტანთ. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. თუ სკოლის მოსწავლე ხართ, უსიამოვნება შეიძლება გქონდეთ სკოლაში, სწავლასთან, მასწავლებელთან. მოერიდეთ ჭორების, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ცუდი სიტყვების თქმას. მოგეჩვენებათ, რომ ახლობლები გავიწროებენ, ბოროტად გიყენებენ. იყავით დაკვირვებული საბუთების შედგებისას, არ დაკარგოთ დოკუმენტები.

ლომი : იყავით დაკვირვებული ფულთან მიმართებაში: გადარიცხვისას. აწარმოეთ ხარჯთაღრიცხვა. დროულად გადაიხადეთ გადასახადები. ნუ იყიდით უსარგებლო ნივთებს. დააბანდეთ ფული მხოლოდ საიმედო საქმიანობაში. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ფულის გამომუშავებს გპირდებიან. არ გირჩევთ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორებთან ფულის გამო კამათს. შეიძლება ვერ მიიღოთ დაპირებული ფული, პრემია. მოგინდებათ დამატებითი შემოსავლის მოძიება და ეს უნდა იყოს პატიოსანი გზით. არ დაკარგოთ ძვირფასი ნივთები.

ქალწული : ლილიტის ტრანზიტი განსაკუთებით მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან ის მომდევნო 9 თვის განმავლობაში თქვენს ნიშანში იქნება. გირჩევთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილი, გააზრებული და დაკვირვებული. მიეცით საკუთარ თავს დაფიქრების საშუალება და ეს დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ მოვლენები და მიიღთ სწორი გადაწყვეტილებები. ანდაზა: შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი თქვენს დევიზად უნდა გადაიქცეს. მოერიდეთ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებას და ნურც იმას იფიქრებთ, რომ არაფერს წარმოადგენთ და არაფერი შეგიძლიათ. იყავით ობიექტური საკუთარი თავის შეფასებისას. არ გირჩევთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას, გარეგნობის კარდინალურ ცვლილებას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები თქვენი განვითარებისა და წინსვლისთვის. ეს შეიძლება იყოს ბიზნესსაქმიანობაც, მაგრამ იყავით გააზრებული.

სასწორი: მოერიდეთ წარსულზე ფიქრს და წარსულით ცხოვრებას. წარსული მხოლოდ უნდა გამოიყენოთ გაკვეთილისთვის, რათა მომავალში აღარ ჩაიდინოთ მსგავსი. ეს განსაკუთრებით ეხება მიღწევებს. პირიქით, იყავით მომართული გამარჯვებაზე. უფრო მეტიც, მოგეცემათ კიდეც შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოთ იქ, სადაც ადრე წააგეთ. მოიმატებს ფარული რომანებისა და შემოსავლების რაოდენობა. მაგრამ თუ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებით, ფარული კავშირის გაბმას არ გირჩევთ. აგრეთვე, ფრთხილად ემიგრაციასთან. ნუ გგონიათ, რომ სხვაგან უკეთესია, იფიქრეთ მინუსებზეც. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, დამოკიდებულებისგან. კარგია შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ყველას, ვინც გაწყენინათ, პატიება, ამით, თავად გათავისუფლდებით. და რასაც უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: არ გათქვათ სხვისი საიდუმლოებები და არც საკუთარი.

მორიელი: ლილიტი დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილი, ცდუნებები ბევრი იქნება. ნუ ენდობით საეჭვო შემოთავაზებებს, ადამიანებს, გადაუმოწმებელ ინფორმაციას; განსაკუთრებით, თუ სოციალურად აქტიური ადამიანი ხართ, ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იყავით მიზანმიმართული და პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ. მეტ ავტორიტეტს მიაღწევთ სოციუმშიც და კოლექტივშიც. მოგინდებათ განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და ეს ყველაფერი ინტერნეტით. კარგი იქნება ახალი საქმიანობის დაწყება ინტერნეტით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გახშირდება აფერისტების შემოტევა. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს საყვარელი ადამიანისგანაც. ამასთან, იყავით ფრთხილი ინტერნეტნაცნობებთანაც.

მშვილდოსანი: სიფრთხილე გმართებთ კარიერულ საკითხებში, არ უნდა შეირცხვინოთ რეპუტაცია, ეცადეთ, დაიცავთ წესები, სამსახურშიც და ზოგადად, საზოგადოებაში მიღებული. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამსახურში მტრები გყავთ, თქვენი მოცილება სურთ. ეცადეთ, არ იჩხუბოთ და დიპლომატიურად, მშვიდად მოაგვაროთ უსიამოვნებები. მეორე მხრივ, დაწინაურების გამო მოგინდებათ შემოვლითი გზებით სიარული, სხვების დაზარალება. საკუთარი სტატუსისთვის შეიძლება მოგინდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა და გაფრთხილდით, ცდუნებას აყოლილი, ვალებში არ გადავარდეთ. იყავით სამართლიანი და არაამბიციური, ნუ მოგინდებათ რომ ყველამ პატივი გცეთ, გაგამეფონ.

თხის რქაც: დუნება შეიძლება მოდიოდეს უცხოეთიდან, მოგინდებათ გამგზავრება, იქ საქმიანობის, ბიზნესის აწყობა, უცხო ენის შესწავლა. ფრთხილად უცხოეთში გასამგზავრებელი საბუთების მოგვარებისას, ბილეთების შეძენისას. ეცადეთ, მოერიდოთ ფილოსოფიურ საუბრებს და ყველასთვის ჭკუის სწავლებას, რჩევების გაცემას. აგრეთვე, ნუ ენდობით ცრუ გურუებს. მაქსიმალური დაკვირვებულობით უნდა მოაგვაროთ იურიდიული და საგამომცემლო საკითხები. მოგეცემათ სურვილების ასრულების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, როცა თქვენს მზესთან ლილიტი ასპექტს შექმნის, მაგრამ იყავით ფრთხილი, რომ არ დაზარალდეთ, ვერ შეამჩნიოთ ის საფრთხე, რაც სასურველის მიღების შემდეგ შეიძლება შეგემთხვეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლის ნათესავებთან.

მერწყული: უსიამოვნება შეიძლება მოდიოდეს საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან. შეიძლება ის სარგებლოს თქვენი ფინანსებით და მადლიერიც კი არაა თქვენი, არ ცდილობს ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს. დაკვირვებით მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ეცადეთ, ნათესავებთან შეთანხმებულად იმოქმედოთ, რომ არც თავად დაზარალდეთ და სხვები დააზარალოთ. დროულად გადაიხადეთ გადასახადები, ვალები, ალიმენტი. არაა გამორიცხული, რომ ადამიანმა არ დაგიბრუნოთ ნასესხები ფული. მოერიდეთ კრიზისულ და ექსტრემალურ საქმიანობას. არ გირჩევთ მაგიურ ქმედებებს. საბედისწერო ნაცნობობა შეიძლება დამანგრეველი, დამაზიანებელი გამოდგეს თქვენთვის.

თევზები: ლილიტი ურთიერთობებში მოგიტანთ უსიამოვნებებს. გახსოვდეთ, რომ ყველას არ უნდა გაუღიმოთ, არ გააბათ საქმიანი თუ სასიყვარულო ურთიერთობა საეჭვო ადამიანებთან. არაა გამორიცხული საყვარელი ადამიანი გაიხადოთ მტრად. შეიძლება მოგეჩვენთ, რომ პარტნიორი სათანადოდ არ გაფასებთ. ან თქვენ გახდებით ზედმეტად კრიტიკული მის მიმართ. ზოგადად, ფრთხილად იყავით, რომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში არ დარჩეთ მარტო. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ და თავადაც კარგად გაერკვიეთ პარტნიორების მოთხოვნებში. გაურკვევლობამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. დააკვირდით, რა გაღიზიანებთ გარშემო მყოფებში. არაა გამორიცხული, ჩამოშორდეთ ზოგიერთ მეგობარს, საქმიან პარტნიორს, მეგობარს. ნუ გგონიათ, რომ პარტნიორი ნერვებს გიშლით, ეს ლილიტის გავლენაა. მარტოხელებს სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ენდეთ, არ გააკრიტიკოთ, მაგრამ ყველა გადაამოწმეთ სანდოობაზე.