ავტორი:

რას მოგიტანთ სელენას კუროში გადასვლა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მოგიტანთ სელენას კუროში გადასვლა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ სტატია სელენას (თეთრი მთვარე) კუროში ტრანზიტი შესახებ და შეგიძლიათ გაეცნოთ. სელენა კუროში 13 ნოემბერს გადავა და ამ ნიშანში მომდევნო 7 თვეს გაატარებს და სასურველია გავიგოთ, სად გველოდება დაცვა, სად დაგვიცავს ჩვენი მფარველი ანგელოზი. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

ფინანსურ სფეროში გელოდებათ დაცულობაც და წარმატებაც. მომდევნო 7 თვის განმავლობაში ფული თქვენთან იოლად მოვა. ყოველთვის მიიღებთ სასურველ თანხას, თუნდაც საჩუქრის, პრემიის სახით. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მოგინდებათ საკუთარი ცოდნის მონეტიზირება. საუკეთესო პერიოდია ფულის დასაბანდებლადაც, პროდუქტებშიც კი. კარგი იქნება უძრავი ქონების შეძენა, სწავლის დაწყება. თუ აქამდე უმუშევარი იყავით, დაიწყებთ მუშაობას. დაიწყეთ იმუნიტეტის გაძლიერება, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ჩვევების დანერგვას.

კურო

გილოცვათ, თეთრი მთვარე თქვენს ნიშანშია. ყველა წამოწყებაში გელოდებათ წარმატება. მთავარია, კეთილ საქმეებზე იყოთ მომართული საკუთარი თავისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის განვითარებას, შემოქმედებითი და პროფესიული თვალსაზრისით. გამოგიჩნდებათ განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა. საუკეთესო პერიოდია რომანტიკული ურთიერთობისთვის. ახალგაცნობილი ადამიანი შეიძლება თქვენი მფარველი ანგელოზი გახდეს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ თავადაც მფარველი ანგელოზი გახდეთ სხვისთვის. ეცადეთ მოუსმინოთ და დაეხმაროთ საქმითაც და მატერიალურადაც ყველას, ვინც ამას საჭიროებს; თუნდაც კეთილი სიტყვით. დააკვირდით ინტუიციას, მინიშნებებს.

ტყუპი

უმეტესობამ შეიძლება ემიგრაციაში გამგზავრება გადაწყვიტოთ ან საკუთარი ძალები სრულიად განსხვავებულ სფეროში მოსინჯოთ. თუ რამე ქრონიკული დაავადება გაწუხებდათ, სელენას ტრანზიტის დროს გამოჯანმრთელდებით. იოლად გაიმარჯვებთ ფარულ მტრებზე. ყველა ადამიანი, ვისაც თქვენთვის ზიანის მოყენება სურს, თავად ჩამოგცილდებათ. შესაძლოა, სამუშაო იშოვოთ სახლიდან შორს ან გადაწყვიტოთ ონლაინ საქმიანობა, განმარტოება. ზოგიერთი დახურულ ორგანიზაციაში დაიწყებთ მუშაობას. საუკეთესო დროა ქველმოქმედებისთვის. განსაკუთრებულ ძალას შეიძენს თქვენი ლოცვა, მედიტაცია, სიტყვაც და ეცადეთ, დაუფიქრებლად არაფერი თქვათ.

კირჩხიბი

სოციალურად აქტიური გახდებით, მოიმატებს თქვენი პოპულარობა; გარშემო მყოფები მეტად დაინტერესდებიან თქვენით. ჩაერთვებით ახალ პროექტებში. შეიძლება გაერთიანდეთ ახალ ჯგუფში და პარტნიორებთან ან თანამოაზრეებთან ერთად დაიწყოთ მუშაობა. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერნეტსაქმიანობა, ინტერნეტმაღაზიის გახსნა ან ბლოგერობა. კარგი იქნება სასწავლო კურსების გავლა, საქმიანობის შეცვლა ან საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. არაა გამორიცხული, რომ სხვისი შვილებისთვის გახდეთ მფარველი ანგელოზი, მონათლოთ ბავშვი ან დაქორწინდეთ შვილიან ადამიანზე. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება სასიყვარულო პარტნიორი გაიცნოთ მეგობრების წრეში, ინტერნეტით. არც დაქორწინებულების ცხოვრებაშია გამორიცხული სასიყვარულო გატაცებები.

ლომი

მოიმატებს თქვენი სტატუსი, მოგეცემათ საშუალება, რომ დაწინაურდეთ. ან დაქორწინდეთ ცნობილ, თქვენზე სოციალურად მაღალ დონეზე მყოფ ადამიანზე. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ან სულაც პირადი ბიზნესის დაწყებას. მეტი დრო უნდა გაატაროთ სოციალური სტატუსით ან ასაკიან ადამიანებთან. მათგან ბევრს ისწავლით. წარმატება გელით სახელმწიფო უწყებებში საქმეების მოგვარებისას. ზოგიერთი შეიძენთ ძვირად ღირებულ ან პრესტიჟულ ბინას, ავტომობილს; დააბანდეთ ფული ძვირად ღირებულ ნივთებში. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე.

ქალწული

საუკეთესო დროა უცხოეთში გასამგზავრებლად სწავლის, მუშაობის ან ემიგრაციის მიზნით. რომანტიკული ნაცნობობა გელით უცხოელთან ან ზოგიერთი შეიძლება უცხოეთში ყოფნის დროს შეხვდეთ თქვენს რჩეულს. ადამიანი შეიძლება იყოს უცხო ენის, კულტურის ან რელიგიის მქონე. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთი დაიწყებთ მუშაობას უცხოელებთან. თუ სასამართლო საქმე გქონდათ აღძრული, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ზოგიერთს შეიძლება შვილიშვილი გეყოლოთ და ის გახდება თქვენი მფარველი ანგელოზი. თუ ბიზნესის მფლობელი ხართ, მის გასაფართოებლად, გამონახეთ უცხოელი პარტნიორები ან საზღვარგარეთ დაიწყეთ საქმიანობა.

გაგრძელება იქნება...