ავტორი:

რას მოგვიტანს ამბიციური სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს ამბიციური სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

25 იანვარს სავსემთვარეობას ველოდებით ლომის მე-6 გრადუსში, 21:53-ზე. ეს წლის პირველი სავსემთვარეობა. მნათობები ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში არიან: მზე მერწყულში, ხოლო მთვარე - ლომში . ემოციური და საინტერესო დღეა და მის გავლენას კიდევ რამდენიმე დღე ვიგრძნობთ. სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი განვიხილოთ სავსემთვარეობის ტენდენციები.

19 თებერვლამდე მზე მერწყულის ნიშანშია . ესაა ყველაზე მეგობრული ნიშანი, მისი სიმბოლოა კოლექტივი, ჯგუფი და თანამოაზრეები; მომავლის იმედი, მიზნები და სურვილები და სოციალური ქსელები. მთვარე კი ამბიციურ და ამაყ მეფურ ლომშია. ლომი განაგებს სიყვარულის, ფლირტის, თავგადასავლების, ბავშვების თემას. აგრეთვე შემოქმედებას, საჩუქრებს, თვითრეალიზებას, შოუს, ლიდერულ თვისებებს.

25 იანვარს პოზიტიური ასპექტებიც გველოდება და ნეგატიურიც, თუმცა, ნუ შეშინდებით, ყველაფრის დარეგულირება შეიძლება. განვიხილოთ ყველა თანმიმდევრულად. მზესთან ერთად მერწყულში გადავიდა პლუტონიც, რომელიც ამ ნიშანში 20 წელიწადს გაატარებს. პლუტონის მერწყულში ყოფნაზე სტატია და ასტროლოგიური პროგნოზი უკვე მოგიმზადეთ და შეგიძლიათ გაეცნოთ. შეგახსენებთ, რომ სავსემთვარეობის მოვლენებს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ახალმთვარეობამდე აქვთ გავლენა და გაითვალისწინეთ, რომ უნდა გააკონტროლოთ მედიდურობა, ძალაუფლების სურვილი და ამბიციურობა. იყავით მეტად მეგობრული, მომართული თანამოაზრეებთან ერთად მუშაობაზე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გახშირდება ბრძოლა ძალაუფლებისთვის; ადამიანებს მოუნდებათ თავიანთი სიძლიერის დამტკიცება, ძალაუფლებების ბოროტად გამოყენება. მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებთან კონტაქტს, ნურავის გაეჯიბრებით, იყავით თავშეკავებული გამონათქვამებში. არა მარტო არასწორად ნათქვამმა სიტყვამ, ვინმესთვის არასასურველმა მზერამაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება. არ გირჩევთ ურთიერთობის გართულებას ხელისუფლების და ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებთან. ნუ შეილახავთ რეპუტაციას, დროულად გადაიხადეთ გადასახადები, იყავით თავშეკავებული დაძაბულ სიტუაციებში. საქმეების მოგვარებისას ნუ ეცდებით იოლი გზების გამონახვას. უნდა იმოქმედოთ გაბედულად, მაგრამ დაკვირვებულად. ამასთან, საუკეთესო დროა სასურველის მისაღებად. სურვილების ასასრულებლად. იყავით ჰარმონიული გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. გადახედეთ თქვენს ქმედებას, გარემოცვას საქმეებს და ეცადეთ, მხოლოდ კეთილზე გაამახვილოთ ყურადღება, იყავით პოზიტიური და დიპლომატიური. ეცადეთ, რომ საკუთარი ამბიციების გამო არ დაგერღვეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და პირიქით, კოლექტივის გამო თავი არ დაიჩაგროთ. თუ მოინდომებთ და გამოავლენთ ორიგინალურობას, შეძლებთ იოლად გამოხვიდეთ ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. იყავით შემოქმედებითი და მომართული ინოვაციების, გაჯეტების გამოყენებაზე; აგრეთვე, კომპიუტერული პროგრამების ათვისებაზე.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ლომში ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებზე: ვერძი , ლომი , მშვილდოსანი და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 27 ივლისიდან პირველ აგვისტომდე, 23-29 მარტის შუალედში და 25 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. მომდევნო ორი კვირა მნიშვნელოვანია თქვენთვის, მიხვდებით როგორ უნდა იმოქმედოთ. გამოჩნდება საშუალებები, რითაც შეძლებთ საუკეთესოდ მოაგვაროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სავსემთვარეობა აგრეთვე იმოქმედებს კუროს , მორიელისა და მერწყულის ნიშნებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 23-29 იანვრის, 23-30 აპრილისა და 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის შუალედში. იყავით დაკვირვებული, არაა გამორიცხული, რომ შეგექმნათ გართულებები ან გაგიჭირდეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მოერიდეთ კონფლიქტურობას და ურთიერთობის დაძაბავთ უფროსობასთან, ძალაუფლების მქონე ადამიანებთან და მამაკაც ახლობლებთან. აგრეთვე მათთან, ვისთანაც თანამშრომლობთ. ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ნუ გამოხვალთ ჯგუფის ან კოლექტივის წინააღმდეგ. და სავსემთვარეობა აგრეთვე იმოქმედებს მათზე, ვისაც ამ ნიშნებში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები ან პლანეტები. განსაკუთრებით 3-9 გრადუსებში.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!