ავტორი:

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა და რომელ ზოდიაქოს ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა და რომელ ზოდიაქოს ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

19 მაისს ახალმთვარეობა გველოდება კუროს ნიშანში. გირჩევთ, ამ დღეს იყოთ კარგ, პოზიტიურ განწყობაზე. რადგან როგორც შეხვდებით ახალმთვარეობას ისეთი გექნებათ მთელი თვე. ახალთვარეობამდე დრო ცოტა რთულია, შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი, უგუნებობა. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად.

ახალმთვარეობამდე არ დაიწყოთ ახალი საქმეები. უფრო მეტიც, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ 23 მაისამდე. უმჯობესია, ეს დრო დაუთმოთ განვლილი მთვარის თვის გაანალიზებას, დაწყებული საქმეების დასრულებას და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებას. ნუ მიიღებთ მათრობელა საშუალებებს. ნუ გადატვირთავთ კუჭს მძიმე და მავნე საკვებით.

დაბნელებების დერეფანი უკვე გავიარეთ, მომდევნო 14 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბრამდე გასტანს. მერკური რეტროგრადული სვლიდანადაც გამოვიდა. ამიტომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, ხელშეკრულებების გაფორმება, მიზნების განხორციელება. ეცადეთ, ყველა სიახლე დაგეგმოთ და განახორციელოთ 4 ივნისამდე. ამ დღეს სავსემთვარეობა გველოდება და მერე უკვე საქმეების, პროექტების დასრულებაზე უნდა იზრუნოთ. 20 მაისამდე შეგიძლიათ დაგეგმოთ ახალი საქმეები, შეადგინოთ ვალდებულებების სია და უკვე განხორციელება და აქტიური მოქმედება გმართებთ 22-23 მაისიდან. ამ დროიდან კარგია ვარჯიშის დაწყება, ქოთნის მცენარეების დარგვა და გადარგვა, თუ ეს სფერო თქვენთვის მნიშვნელოვანია.

19 მაისს, 19:53-ზე ახალმთვარეობაზე მზეც და მთვარეც კუროს ნიშანშია. ეს არის ახალი ენერგიის დაბადების პერიოდი. შედარებით მშვიდი და პროდუქტიული თვე გველოდება, მაგრამ უშრომველად ვერაფერს მიიღებთ და სასურველისთვის გარჯა მოგიწევთ. ამასთან, 21 მაისს გველოდება მარსი-პლუტონის დაძაბული ასპექტი (ასპექტი აქტიურია 24 მაისს ჩათვლით) რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნებები და დაძაბულობა სამყაროში, ავარიები, მიწისძვრა და სხვა სტიქიური უბედურებები. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მჭრელ, ბასრ და აალებად საგნებთან შეხებისას, ცივ და ცეცხლსასროლ იარაღებთან.

ახალმთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან ერთად კუროში არიან მერკური, ურანი და იუპიტერი (დიდი ბედნიერების პლანეტა 17 მაისის გადავიდა კუროში, სადაც დარჩენა 1 წლის განმავლობაში. ვრცელ სტატიას ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ და ასტროლოგიურ პროგნოზს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ). იყავით დაკვირვებული, გააზრებული, სტაბილური; მომართული ცხოვრების გაუმჯობესებაზე. დაიწყეთ ვარჯიში, იკვეთ სწორად. დაიწყეთ მუშაობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ხშირად გაანებივრეთ ისინი მზრუნველობითა და გემრიელობებით. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ სწავლას, შეისწავლით იმ პროფესიას, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ.

ვისზე იმოქმედებს მაისს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა კუროებზე. და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 16-22 მაისის შუალედში. კარგი შესაძლებლობები გეძლევათ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესების და უნდა გააქტიურდეთ. მეტი გარჯა და სიბეჯითე მოგეთხოვებათ მათ, ვინც დაიბადეთ 14-20 თებერვლის, 18-24 აგვისტოსა და 17-23 ნოემბრის შუალედში. უნდა გათვალოთ თითოეული ნაბიჯი, იყავით დაკვირვებული და გააზრებული. ჰარმონიული ცვლილებები გელოდებათ ყველა მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ: 15-21 იანვრის, 16-22 მარტის, 18-24 ივლისისა და 18-24 სექტემბრის შუალედში. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, სად ხვდება კუროს 29-ე გრადუსი, ცვლილებები სწორედ ამ სფეროებში გელოდებათ.

თითოეული ახალმთვარეობა ახალ მიზნებსა და ვალდებულებებს გვისახავს და თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მთვარის ამ თვეში, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ახალმთვარეობის ასტროპროგნოზიდან შეიტყობთ.