ახალმთვარეობას ველოდებით 16 აგვისტოს, 13:39-ზე ლომის 24-ე გრადუსში. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
ვერძი
შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალი ნიჭი. გაგიჩნდებათ საკუთარი თავის გამოხატვის სურვილი სხვადასხვა მიმართულებით. ენერგია მიმართეთ იმ საქმეებისა და პროექტებისკენ, რომლებიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად დასვენებისთვის.
კურო
მოგინდებათ დასვენება; დროის პასიურად გატარება. ზოგიერთი შეზღუდავთ პირად კონტაქტებსაც კი. თუ რაიმე კომპლექსი ან ურთიერთობა ხელს გიშლით ნორმალურად ცხოვრებასა და მუშაობაში, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ სიტუაცია. თქვენ წინაშე იხსნება შესაძლებლობების ზღვა სულიერი წონასწორობის მისაღწევად და ისარგებლეთ.
ტყუპი
დაჩქარებული ტემპით მოგიწევთ ცხოვრებისეული გეგმების გადაწერა. მოხდება რაღაც, რაც გაუთვალისწინებელ ცვლილებებს გამოიწვევს. შესანიშნავი პერიოდი სწავლისა და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად; აგრეთვე, სტატიების, წიგნების დასაწერად, რედაქტირებისთვის. ზოგიერთს მოგიწევთ ახალი და რთული პასუხისმგებლობების აღება.
კირჩხიბი
უნდა იმუშაოთ ფულის მოზიდვაზე. ზოგიერთი გადაწყვეტს ძვირად ღირებული ნივთის შეძენას. ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ მაშინ დასტაბილურდება, როცა დაზოგვას დაიწყებთ. უმჯობესია დააფიქსიროთ თქვენი ხარჯები ბლოკნოტში.
ლომი
კარგი დროა იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების, პროექტების დაგეგმვისთვის. იზრუნეთ გარეგნობაზე, საკუთარ თავზე. საჭიროა დაიწყოთ ბრძოლა ცუდი ჩვევების წინააღმდეგ. გარშემო მყოფებს დაანახვეთ თქვენი დადებითი თვისებები, გახდით უფრო თავდაჯერებული. მოვლენები, ადამიანები, შთაბეჭდილებები და გამოცდილება – ყველაფერი, რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ქალწული
მთელი სხეულითა და გონებით იგრძნობთ, რომ ენერგია ამოწურულია. ასე რომ, დროა დაისვენოთ! შესაძლოა ვინმესთან ან რაღაცასთან მოგიწიოთ დაშორებამ. ამავდროულად, ეს პერიოდი შესაფერისია საყვარელი ადამიანების დასახმარებლად და მოვლისთვის.
სასწორი
გახშირდება კომუნიკაცია, გაიჩენთ ახალ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს; მოგინდებათ გახდეთ ჯგუფის წევრი ან დაიწყოთ ახალი პროექტი. უსიამოვნებების მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან. აქტიური და შემოქმედებითი პერიოდია და უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი მაქსიმალურად. დაისახეთ რეალური და მაღალი მიზნები. გექნებათ ჯანსაღი ამბიციები, იქნება წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის მიღების შანსები.
მორიელი
კარგი დროა იმ ადამიანების სიმპათიის მოსაპოვებლად, ვინც მოგწონთ. თქვენ გაქვთ ძალაუფლება მოახდინოთ გავლენა გარშემო მყოფებზე. უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები და დასახოთ ახალი მიზნები. შეეცადეთ შეიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და საზოგადოებაში მაღალი პოზიციების მოპოვებაში.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი პერიოდი მოგზაურობისთვის. შესაძლებელია უცხოელებთან შეხვედრა. ზოგიერთი მოემზადეთ ახალი მეგობრის მოსანახულებლად! თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ცოდნა, დარეგისტრირდით კურსებზე. ტრენინგები საუკეთესო გავლენას მოახდენენ თქვენს კარიერაზე.
თხის რქა
ყველაფერი გამოგივათ, თუ მოინდომებთ. მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება. ბევრს ელის ცვლილება, კომპლექსებისა და ბავშვობის ტრავმებისგან თავის დაღწევა. ინტუიცია დაგეხმარებათ დაინახოთ ყველაფერი ის, რაც დამალულია. ზოგიერთი გადაწყვეტთ ვალის აღებას, შეაგროვებთ დოკუმენტებს იპოთეკური სესხისთვის.
მერწყული
მოაწესრიგეთ ადამიანებთან ურთიერთობა და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის საქმიანი პარტნიორი, რჩეული თუ მტერი. სიფხიზლე გმართებთ კონკურენტებთან ურთიერთობაში. ამ დროს მათი ქმედებები უფრო აგრესიული გახდება. კარგი იქნება ახლობლებთან კიდევ მეტად დაახლოება. მარტოხელებს გელოდებათ ნაცნობობა, რომელიც გადაიქცევა ჯერ სიყვარულში და შემდგომ _ ქორწინებაში. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ შეეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი გრძნობები. ბიზნესში შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეყრდნოთ ერთგული პარტნიორების მხარდაჭერას.
თევზები
გადაწყვეტთ დიეტას, მკურნალობის დაწყებას, ვიღაც გაივლის კურსს სპორტული ცხოვრების წესის შესახებ. მთავარია, საკუთარ თავს ზიანი კი არ მიაყენოთ. თუ სპორტდარბაზში დადიხართ, არ გამოტოვოთ ვარჯიშები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევთ, მხოლოდ დროს დაკარგავთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ შინაური ცხოველის შეძენას.