ავტორი:

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებით?

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა მშვილდოსანში და ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებით?

24 ნოემბერს, 2:57 საათზე, ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსნის მეორე გრადუსში. ეს არის დღე, რომ მზე და მთვარე ერთ ზოდიაქოს ნიშანში ხვდება ერთმანეთს. ახალმთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2 დღე) არ გირჩევთ კუჭის გადატვირთვას, ალკოჰოლის მიღებას. იყავით მშვიდი და გააზრებული. მოერიდეთ დაპირისპირებას, კამათს გარშემო მყოფებთან. ახალმთვარეობამდე დაალაგეთ პირადი ნივთები, მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო და დაზიანებული, ნეგატიური, რათა ახალმთვარეობის შემდეგ. თქვენ გარშემო თავისუფალი და სუფთა ენერგია შეუზღუდავად ტრიალებდეს.

ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გაერთიანდნენ. მშვილდოსანი არის პოზიტიური, თავისუფლების მოყვარე ნიშანი, მას არ უყვარს შეზღუდვები და აკრძალვები. მას უყვარს საზღვრების გაფართოება. ადამიანებში მოიმატებს პოზიტიურობა, იმედი. უმეტესობა გადაწყვეტს უცხოეთში გამგზავრებას სწავლის ან მუშაობის გამო. მოგინდებათ უცხო ენის შესწავლა ან/და გაღრმავება. მშვილდოსნის მმართველი იუპიტერი 24 ნოემბრიდან გამოვა რეტროგრადული სვლიდან და გააგრძელებს სვლას თევზების ზოდიაქოში, 20 დეკემბრამდე (ამ დღეს კი იუპიტერი გადავა ვერძში). ამ პერიოდამდე სასურველია, მეტი მზრუნველობა და თანაგრძნობა გამოვხატოთ გარშემო მყოფების მიმართ. ვიყოთ კეთილგონიერები, მიმტევებლები, ქველმოქმედები.

ახალმთვარეობა მშვილდოსანში მოგვიწოდებს, რომ ყველაფერს სხვანაირად შევხედოთ, მეტად პოზიტიურად, იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცლება. ეს ეხება კარიერასაც, ურთიერთობებსაც, გარემოცვასაც. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, რაღაც გააფართოოთ, რაღაც შეძინოთ. გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები. დაიწყეთ ახლის შესწავლა, იმის, რაც მომავალში მოგიტანთ მატერიალურ წარმატებას, პოპულარობას. გაიჩინეთ სიცოცხლის ახალი მიზანი. მშვილდოსანი მოგვიწოდებს, რომ მეტად მრავალფეროვანი, პოზიტიური და ხალისიანი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლეგებთან, ჯგუფთან ერთად მოქმედება. იყავით მომართული, რომ დასასრულებისკენ წაიყვანოთ საქმეები. ყველა სფეროში გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა, დისციპლინა.

კონკრეტულად ახალმთვარეობაზე არ დაგეგმოთ რთული საქმეების შესრულება, უმჯობესია, ეს დღე დასვენებას, სამომავლო მიზნების ჩამოწერას დაუთმოთ, რასაც მომდევნო ახალმთვარეობამდე (მომდევნო ახალმთვარეობა გველოდება 23 დეკემბერს, თხის რქის ზოდიაქოში) განახორციელებთ. ახლა ენერგიის პლანეტა მარსი რეტროგრადულია და უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას ან იმ საქმეების დაწყებას, რასაც დიდი ხანი გეგმავდით, რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდით. ცოტა შეამცირეთ აქტიურობა და გადახედეთ ძველ მიზნებს. განსაკუთრებით 8 დეკემბერს (პლუს/მინუს 2 დღე). ამ დღეს გველოდება სავსემთვარეობა ტყუპში, სადაც მდებარეობს თავად რეტროგრადული მარს. მშვილდოსანში მდებარეობს მერკურიც და ვენერაც, დაგებადებათ ახალი იდეები. უმეტესობას კი საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავლები გელოდებათ. სასიყვარულო მიმოწერა, რომანის დაწყება უცხოელთან ან სულაც საზღვარგარეთ ყოფნის დროს მომავალ პარტნიორთან შეხვედრა.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მშვილდოსნებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 22-26 ნოემბრის შუალედში. მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად: თევზები (და განსაკუთრებით ისინი, ვინც დაიბადეთ 19-23 თებერვლის შუალედში), ტყუპი (21-25 მაისს დაბადებულები) და ქალწული (23-27 აგვიტოს იუბილარები). ახალმთავრეობა ჰარმონიულ ცვლილებებს მოგიტანთ მერწყულებს (20-24 იანვარს დაბადებულებს), ვერძებს (21-25 მარტს დაბადებულებს), ლომებს 23-27 ივლისს დაბადებულებს) და სასწორებს (23-27 სექტემბერს დაბადებულებს). დააკვირდით მინიშნებებს, ისინი განვითარების სწორ მიმართულებას დაგანახვებენ. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ რომელ სახლში ხვდება მშვილდოსნის მეორე გრადუსი, ცვლილებები მთვარის ამ თვეში სწორედ ამ სფეროში გელოდებათ. აუცილებლად გაეცანით ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა უკეთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება მთვარის ამ თვეში.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!