ავტორი:

რას მოგვიტანს და ვისზე იმოქმედებს ფინანსური დაბნელება

რას მოგვიტანს და ვისზე იმოქმედებს ფინანსური დაბნელება

29 ოქტომბერს მთვარის დაბნელებას და სავსემთვარეობას ველოდებით კუროს მეექვსე გრადუსში, 00:14-ზე. დედამიწელი დამკვირვებლისთვის მთვარე არ სრულად არამედ, ნაწილობრივ დაიფარება. ამ დღე მზე მორიელშია, ხოლო მთვარე კუროში, ემოციურად დაძაბული დღეა და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. კურო-მორიელის ღერძზე ეს ბოლო დაბნელებაა. ეს არის ფინანსური ღერძი და საინტერესოა, როგორ განკარგავთ ფინანსებს, დროულად იხდით თუ არა ვალს, გადასახადს, გაქვთ თუ არა შემოსავლის დამატებითი წყარო, ისწავლეთ თუ არა მათი დაგროვება, გონივრულად ხარჯვა, რა არის თქვენთვის ღირებული, ისწავლეთ თუ არა საკუთარი თავის, ნიჭისა და შესაძლებლობენის დაფასება და თუ შეძელით ამ უკანასკნელის მონეტიზირება?.. მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში დაბნელებები ვერძი-სასწორის ღერძზე იქნება.

ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით, ახლა არის კორექტივების შეტანის დრო საქმეებში, ურთიერთობებში, მაგრამ არა ახლის დაწყების დრო, ამისთვის ნოემბრის ახალმთვარეობა უფრო გამოდგება. ახლა უნდა გათავისუფლდეთ მავნე დამოკიდებულებებისგან, შიშებისა და ფობიებისგან, შინაგანი ბლოკებისა და სულიერი ტკივილისგან. კუროს მმართველი ვენერა ახლა ქალწულის ნიშანშია (8 ნოემბერს გადავა თავისი მეორე მმართველობის ნიშანში - სასწორში), ამიტომ, საუკეთესო დროა წესრიგის დასამყარებლად: როგორც პირად ურთიერთობებაში, ასევე საქმეებსა და პროექტებში. მთვარის დაბნელების შემდეგ მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო: საქმეებშიც და ურთიერთობებშიც, გადაყარეთ ყველა დაზიანებული და გამოუსადეგარი ნივთი.

29 ოქტომბერს მორიელის ნიშანში მზის გარდა არის მერკურიც და მარსიც. მთვარე კუროშია და მის გვერდითაა ურანიც და იუპიტერიც. ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი საკუთარ და პარტნიორის ფინანსებს შორის. არაა გამორიცხული მოულოდნელი გლობარი ცვლილებები მოხდეს მსოფლოში, საბანკო სისტემებში. შეიძლება თავადაც შეგეცვალოთ დამოკიდებულება ფინანსებისადმი. ამ პერიოდში მოერიდეთ კრედიტის, ვალის აღებას; ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საგადასახადო სისტემასთან; იურიდიული საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ. მორიელში მერკური მარსის შეერთებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ თუ ვინმემ რამე ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა, ძირისძირობამდე ჩაეძიება. აგრეთვე, არაა გამორიცხული შელაპარაკების გამო ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა; უსიამოვნება კი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ფრთხილად იყავით ბასრ, ცივ და ცეცხლსასროლ იარაღთან. ნუ გარისკავთ, იყავით ფრთხილი და რაციონალური. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იყავით დკავირვებული დეტალებისადმი. შეიძლება შეგეცვალოთ ღირებულებები. დაფიქრდებით, აქამდე რაში აბანდებდით და ახლა რაში უნდა დააბანდოთ თქვენი დრო, ენერგია და რესურსები.

მთვარის დაბნელების და სავსემთვარეობის წინა დღეს გველოდება მარსისა და იუპიტერის დაპირისპირება (ასპექტი აქტიური იქნება 3 დღე). მოერიდეთ არაგონივრულ ქმედებებს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, აზარტულ თამაშებს. გადაჭარბებული ამბიციები ხელს შეუშლის საქმიანობას, შეიძლება გართულდეს საქმიანი ურთიერთობებში საგარეო მისიებთან და წარმოიშვას იურიდიული პრობლემები. არ არის შესაფერისი დრო ინვესტიციებისთვის, იურიდიული დოკუმენტების ხელმოწერისთვის. თუმცა, დაფიქრდით დამატებითი შემოსავლის გამონახვაზე. საინტერესო ისაა, რომ მარსი-იუპიტერის ციკლი 2024 წლის 14 აგვისტს დასრულდება (დაიწყო 2022 წლის 29 მაისს). მარსი არის ენერგია, ბრძოლა და ომი, ხოლო იუპიტერი - ამბიციურობა, გაფართოება, იურიდიული და საგარეო მისიები. ამ თარიღამდე, პერიოდულად იქნება ეს საკითხები აქტუალური,

ვისზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად: რა თქმა უნდა, კუროსა (განსაკუთრებით, თუ იუბილეს აღნიშნავთ 21 აპრილიდან პირველ მაისამდე) და მორიელზე (განსაკუთრებით, 24 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე დაბადებულებზე). აგრეთვე, ქალწულსა და თხის რქაზე. თქვენთვის საინტერესო მსუბუქი მოვლენები მოხდება. ლომები და მერწყულები იყავით დაკვირვებული და იმოქმედეთ გააზრებულად. და ყველაზე, ვისაც ამ ნიშნებში (განსაკუთრებით 3-9 გრადუსში) გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები და პლანეტები.

ბედნიერ და მშვიდობიან მთვარის დაბნელებას და სავსემთვარეობას გისურვებთ!