ავტორი:

რას მოგვიტანს მარსი პლუტონის შეერთება

რას მოგვიტანს მარსი პლუტონის შეერთება

მარსი პლუტონის შეერთება იწყება. პიკი იქნება 14 თებერვალს, მაგრამ ასპექტი უკვე დღესაც აქტიურია.

რას მოგვიტანს ეს ჩვენ, ადამიანებს, როგორც ინდივიდებს და ზოგადად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?.. მოდი, განვიხილოთ ორივე მხარე - დადებითიც და უარყოფითიც.

მინუსი ის არის, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი მიზნის მისაღწევად სხვები გაწირონ. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება, შეუძლიათ დაიწყონ მისი ბოროტად გამოყენება.

აგრესია გაიზრდება. გირჩევთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები, ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ ადგილას.

დადებითი მხარე ის არის, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ენერგია შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო წარმატების მისაღწევად. ძალიან კარგია ამ პერიოდში გეგმების განხორციელება, ზოგადად სირთულეების გადალახვა.

ამ პერიოდში შეგვიძლია ვიყოთ უფრო გაბედულები, გამოვავლინოთ უფრო ძლიერი ნებისყოფა. მივმართოთ ჩვენი ძალა და ენერგია რაღაც რთულის გადასაჭრელად ან ხელახლა გასაკეთებლად.

13-ში გამთენიისას მარსი გადავა მერწყულის ნიშანში, პლუტონი უკვე იქაა და მერწყულის ნიშანში მოხდება მათი შეერთება. მერწყული არის კოლექტივის, სოციალური ქსელების, მეგობრებისა და თანამოაზრეების; აგრეთვე, თაანამედროვე ტექნოლოგიების, ელექტროენერგიის, ავიაციის, სამეცნიერო სფეროს სიმბოლო.

თუ განვიხილავთ გლობალურ დონეზე, მაშინ ნებისმიერი ქმედება შეიძლება გახდეს აგრესიული, ბევრს მოუნდება საკუთარი თავის დამტკიცება აგრესიითა და ძალადობით.

მარსი ცეცხლია, პლუტონი - ტრანსფორმაცია. შეიძლება გაჩნდეს ხანძრის, აფეთქების, მეწყრისა და მიწისძვრის საშიშროება. არაა გამორიცხული სამხედრო კონფლიქტების გამწვავება. ამიტომ, იყავით უფრო ფრთხილად. განსაკუთრებით, თუ შეხება გაქვთ მჭრელ, ფეთქებად და აალებად ნივთებთან. აგრეთვე, ფრთხილად ელექტროენერგიასთან.

14 თებერვალს უმეტესობა აღნიშნავს ვალენტინობას და გირჩევთ, აგრესიის ნაცვლად სიყვარული და მზრუნველობა გამოავლინოთ.