ავტორი:

რას მოგვიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

რას მოგვიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი 7 მარტს მერწყულიდან თევზების ზოდიაქოში გადადის, სადაც დარჩება 2026 წლის 15 თებერვლამდე. სატურნი სოციალური პლანეტაა და მისი ტრანზიტი სოციალურ საკითხებზეც ახდენს გავლენას. სატურნი არის ძალაუფლება და კონკრეტულ ნიშანში გადასვლის შემდეგ უზღუდავს მას უფლებებს. სატურნი გვიწესებს ჩარჩოებს, რათა არ მოგვივიდეს ზედმეტი, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანები, გამოვავლინოთ დისციპლინირებულობა, ვისწავლოთ რეჟიმი და გრაფიკში ცხოვრება.

სატურნი არ გაგიშვებთ შეცდომების დაშვებას, უნდა იყოთ გააზრებული და დაკვირვებული, ხანდახან შეიძლება რაღაცაზე (გართობა, სიამოვნება) უარის თქმამ მოგიწიოთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ მიზანს. თუმცა, სატურნის გაკვეთილების გავლის შემდეგ მიიღებთ დაფასებას, აღიარებას, გამოცდილებას, გახდებით მეტად დაფასებული. ერთი სიტყვით, სატურნი გამოგწვრთნით, მაგრამ იოლ და მარტივ შედეგებს და ნუ ელოდებით. უნდა იყოთ გააზრებული, უნდა აწარმოოთ დღიური, დღის გეგმა და არ გადაუხვიოთ წესებიდან. აკურატული უნდა იყოთ ფულის ხარჯვის დროსაც, სატურნი ფულის ფლანგვას არ გაპატიებთ, თითოული თეთრი გაანგარიშებული უნდა გქონდეთ. სხვათა შორის, ეს მარტო საქმეებს არ ეხება, ჯანსაღი ცხოვრების წესიც უნდა აკონტროლოთ. კარგი იქნება, მავნე ჩვევებთან დამშვიდობება, ზომიერება კვებაში, ვარჯიში, ძილის რეჟიმის დაცვა და სუფთა ჰაერზე ყოფნა.

სატურნი მკაცრია და არ გეპატიებათ დროის ფლანგვა. მომართული უნდა იყოთ კონკრეტული საქმეების შესრულებაზე. უნდა გაიზარდოთ, დასერიოზულდეთ. არ გირჩევთ გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებას. შრომა, შრომა და კვლავ შრომა მოგიტანთ შედეგს, რა სფეროშიც არ უნდა გყავდეთ სატურნი. თევზები არის ემოციური ნიშანი და გაფრთხილდით, რომ არ გადავარდეთ დეპრესიაში, არ გირჩევთ ფანტაზიებში გადავარდნას. სასურველია, ფსიქიკა მშვიდად გქონდეთ. თევზები ცოტა ზარმაცი ნიშანია, თუ შეიძლება, გაექცევიან პასუხისმგებლობას, ვალდებულებებს და აი, სწორედ ეს თვისებები უნდა დარეგულირდეს, მთავარია, არ შეგეშინდეთ. არ თქვათ უარი გამოწვევებზე. ყოველთვის, როცა კი მიაღწევთ წარმატებას, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავის შექება.

სატურნის თევზებში ყოფნის დროს, მაქსიმალურად შემცირდება ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ უარის თქმა, ან შეიძლება კანონი გამკაცრდეს. თევზები არის ყველაზე ქველმოქმედი ნიშანი და არაა გამორიცხული, გამოჩნდნენ ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციები. თევზების სახლი არის ვირუსების სიმბოლოც და შეიძლება მეცნიერებმა გამოიგონონ ახალი ან იძულების წესით მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია. გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს სამედიცინო დაზღვევის სისტემა, სოციალური დახმარების ფორმა. თევზები არის თავისუფლების ნიშანი, მას არ უყვარს შეზღუდვა, სატურნის კი არის ხელმძღვანელობა და არაა გამორიცხული, ადამიანებმა უპირატესობა მიანიჭონ მართვის იმ ფორმას, სადაც არ იქნებათ შეზღუდულები, არ გააკონტროლებენ და დაეხმარებიან განვითარებაში. სატურნის თევზებში ყოფნის დროს, შეიძლება გაიგოთ ის, რასაც აქამდე გიმალავდნენ, გამოვლინდეს ფარული მასალები. უნდა მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე, გავუსწოროთ მზერა რეალობას და ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანები საკუთარი თავის, გარშემო მყოფების და სიტუაციების მიმართ.

სატურნი 29,5 წელიწადში ერთხელ ბრუნდება თქვენს ნიშანში. ამიტომ 30 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. საშუალოდ 27-29 წლის ასაკში ადამიანი ქმნის ოჯახს, უჩნდება შვილი, იწყებს მუშაობას ანუ იღებს პასუხისმგებლობას. მეორედ სატურნი ბრუნდება თქვენს ნიშანში 58-60 წლის ასაკში. ეს არის ცხოვრების გადახედვის, შეცდომების გამოსწორების დროს. გარდა ამისა, სატურნი 7-8 წელიწადში ერთხელ იჭრება ჩვენს ცხოვრებასა და რეჟიმში, წესრიგში, სისტემაში გვაქცევს. პირველად ეს ხდება 7-8 წლის ასაკში, როცა ბავშვი შედის სკოლაში, ხდება სოციუმის წევრი, შემდეგ - 14-15, 21-22 წლის ასაკში და ასე შემდეგ...

ასტროისტორიას თუ გადავხედავთ, სატურნის თევზებში იყო 1935-1938 წლებში, გეცოდინებათ, რომ ეს იყო რეპრესიების, ერთ-ერთი ყველაზე რთული, მკაცრი და საშიში წლები. 1993-1996 წლებში პლანეტა ისევ თევზებს სტუმრობდა და ალბათ გახსოვთ ეს მტკივნეული, კრიმინალური და კრიზისული პერიოდი.

სატურნის თევზებში ყოფნას ყველაზე მეტად იგრძნობენ, რა თქმა უნდა, თევზები. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც, ვიღაც გზღუდავთ, უნდა გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა. აგრეთვე ქალწულები - მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რადგან ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც თქვენს გსურთ. ტყუპი და მშვილდოსანი უნდა გაფრთხილდეთ, რომ არ შეგექმნათ უსიამოვნება ხელმძღვანელობასთან, კანონთან. ასაკით უფროს ადამიანებთან. შედარებით პოზიტიურად იგრძნობენ თავს მორიელები და კირჩხიბები. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, რაც მოგიტანთ წარმატებას, კარიერულ წინსვლას. ან განახორციელებთ პროექტს, რაც პოპულარობას, საკუთარი თავის საზოგადოებაში დამკვიდრებას მოგიტანთ. გამორიცხული არაა, შექმნათ ოჯახი, გააჩინოთ შვილი და ამით გამოხატოთ მეტი პასუხისმგებლობა.