ავტორი:

რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

16 თებერვალს, 20:58-ზე სავსემთვარეობას ველოდებით ლომის ზოდიაქოში; ამ დღეს მზე იქნება მერწყულში, ხოლო მთვარე - ლომში. ეს არის დიდი შესაძლებლობების პერიოდი. სასიხარულო ისაა, რომ სავსემთვარეობა კარგ პერიოდში დგება. ყველა პირადი პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. კარგი პერიოდი 26 აპრილამდე გაგარძელდება და ეცადეთ, ამ პერიოდებში დაიწყოთ და განახორციელოთ ახალი საქმეები. თუმცა, გაითვალისწინეთ სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის და აგრეთვე, უკურსო მთვარის დღეები, როცა არანაირ საქმეს, შეხვედრას (უმჯობესია, არაფერი მნიშვნელოვანი არ შეიძინოთ) არ მოაქვს შედეგი და ამ ასეთ პერიოდებში უმჯობესია დასვენება.

სავსემთვარეობაზე მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, გადაღლას (ემოციურს და ფიზიკურს). არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უმჯობესია, თუ 14-17 თებერვლის შუალედში იქნებით ფრთხილად და გაუფრთხილდებით საკუთარ თავს. ლომის ნიშანი მართავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. მოერიდეთ ალკოჰოლს, ცხელ წყალში ბანაობასაც კი, კამათს გარშემო მყოფებთან. იყავით დაკვირვებულები მძღოლებიც და ფეხით მოსიარულეებიც.

სავსემთვარეობა არის დრო, როცა შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან, უსიამოვნებისგან. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, წარმოიდგინეთ ისინი პატარა ბავშვებად, აპატიეთ და გაუგზავნეთ მათ თქვენი სიყვარული. თუმცა, ნუ დაივიწყებთ იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რაც ამ ადამიანებისგან მიიღეთ, გადაუხადეთ სამყაროს მადლობა, რომ მიგახვედრად შეცდომებზე.

სავსემთვარეობის დღეს მთვარე არის ლომში, რაც მოიტანს პოზიტიურ ენერგიას. მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ კეთილგანწყობილები, დავივიწყოთ აგრესია, უმადურობა. მეტად უნდა მოვუსმინოთ ახლობლებს, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები. ლომი არის შემოქმედებითი ნიშანი და ძალიან ბევრ ადამიანი გამოვა "სცენაზე"; თითოეული შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. ლომი აკეთებს იმას, რაც უყვარს, რაც სიამოვნებას ანიჭებს, ლომი არის ლიდერი, კონკურენცია, გვირგვინის დადგმის სურვილი, ჰობი, შოუ. ლომი მართავს მეხუთე სახლს - სიყვარულს, შვილიერებას. თითოეულს მოუნდება გამარჯვება, ლიდერის თვისებების გამოვლენა. ამასთან, მოიმატებს ჭირვეულობა, სიამაყე. გამორიცხული არაა, დაპირისპირება მოხდეს პიროვნებასა, მის სურვილებს (ლომი) და საზოგადოებას, კოლექტივს შორის (მერწყული).

სავსემთვარეობაზე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რით შემიძლია ვიამაყო? ვარ თუ არა კრეატიული? ვიღებ სიამოვნებას, ვტკბები ჩემი სიცოცხლით? რით შემიძლია გავერთო, მივიღო სიამოვნება? როგორი დამოკიდებულება მაქვს საყვარელ ადამიანთან, შვილთან?

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად?

სავსემთვარეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ მერწყულები და განსაკუთრებით ისინი, ვინც დაიბადეთ 14-18 თებერვლის შუალედში.

სასიამოვნო ცვლილებებისთვის მოემზადეთ, ამოქმედდით, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ასევე იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა 18-22 აგვისტოს შუალედში. უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, თუ გსურთ სასურველის მიღება.

დაიწყეთ აქტიური ქმედება და გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მხართეძოზე წამოწოლის დრო უნდა დაასრულოთ, თუ გსურთ ცხოვრებს გაუმჯობესება კუროებს (16-20 მაისის შუალედში დაბადებულები) და მორიელებს (17-21 ნოემბერს დაბადებულები).

თუ ნატალური რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ რომელ სახლებში ხვდება ლომისა და მერწყულის 28-ე გრადუსი. ცვლილებები ამ სფეროებში გელოდებათ. ცვლილებები გელით მათაც, თუ ლომის, მორიელის, მერწყულისა და კუროს 26-30 გრადუსებში გყავთ განლაგებული პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!