ავტორი:

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა თევზებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა თევზებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სელენა, ჩვენი მფარველი ანგელოზი, თევზების ნიშანში გადავიდა, სადაც დარჩება 2023 წლის 13 აპრილამდე. სელენა არის ფიქტიური წერტილი და ის ყოველ 7 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს. პირად რუკაში კი 7 წელიწადში ერთხელ ბრუნდება თავის ნიშანში. ამიტომ, თუ ხართ 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63 და ა.შ. წლის სელენა თქვენ ნიშანში დაბრუნდა და გაძლევთ ცხოვრების გაუმჯობესების, გამოსწორების, ყოველივე ცუდის მოშორების შანსს. თქვენ წინაში იღება კარი, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება. იყავით მზად ცვლილებებისთვის. სელენას თევზებში ყოფნის დროს მეტი დრო დაუთმეთ ქველმოქმედებას, მიუტევეთ, აპატიეთ გარშემო მყოფებს. კარგი იქნება შემოქმედებით იდეების განხორციელება. თევზების სახლი მფარველობს დახურული ტიპის დაწესებულებებს. ესენია: ციხე, შეზღუდულ შესაძლებლობათა, ბავშვთა და მოხუცებულთა სახლი და შეიძლება მეტი ყურადღება დაეთმოს მათზე ზრუნვას, მათთვის პირობების გაუმჯობესებას.

სელენას ტრანზიტი თევზებში ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს გავლენას, პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

გამოჯანმრთელების, გათავისუფლების პერიოდი გელოდებათ. მოიცილებთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით განვითარებაში, წინსვლაში. შესთხოვეთ მფარველ ანგელოზს, რომ გაგათავისუფლოთ მავნე ჩვევებისგან, ფობიებისა და დამოკიდებულებებისგან; რომ გახდეთ სულიერად და ფიზიკურად მეტად ჯანმრთელი. მოგინდებათ განმარტოება, სულიერ სამყაროში გარკვევა. მოინახულეთ წმინდა ადგილები. გაწყვიტავთ ყველა უსიამოვნო კავშირს. თუ გსურდათ, შორს გამგზავრება და დაფუძნება, გამოგივათ. კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით ეზოტერიკული მეცნიერებებით, დაკავდებით სულიერი პრაქტიკებით.

კურო

გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, კარგი იქნება, თუ აიყოლიებთ თანამოაზრეებსაც და დაეხმარებით ბავშვებს, მოხუცებს, ჩაერთვებით სოციალურ პროექტებში. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, რომლებიც მფარველი ანგელოზები გახდებიან თქვენთვის. იზრუნეთ ნათლულებზე, გერებზე. შექმენით ინტერნეტჯგუფი, ბლოგი, სადაც დაეხმარებით ადამიანებს რჩევებით, გაუზიარებთ მოსაზრებებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით, წვეულებაზე, მეგობრების გარემოცვაში.

ტყუპი

დაწინაურებისა და სოციალური სტატუსის ამაღლებისთვის მოემზადეთ. თუ გსურდათ კარიერაში წარმატების მიღწევა, სელენა დაგეხმარებათ. ზოგი დაიწყებთ ან განავითარებთ უკვე არსებულ ბიზნესს. შეყვარებულები გადაწყვეტთ დაქორწინებას და ეს ბედნიერი, მყარი კავშირი იქნება. ზოგიერთი გახდებით ძვირად ღირებული, ელიტური ბინის მფლობელი. მეტად იზრუნეთ ასაკით უფროს ნათესავებზე. არ გირჩევთ მათთან კამათს. მოერიდეთ დაპირისპირებას ზემდგომებთან, კანონდამცველებთან.

კირჩხიბი

სელენა მოგიტანთ ახალ პერსპექტივებს. თუ სურვილი გქონდათ უცხოეთში გემოგზაურათ ან გამგზვარებულიყავით სასწავლებლად აგისრულდებათ. ზოგიერთი შეიძლება ემიგრაციაში გაემგზავროთ, დაიწყოთ მუშაობა უცხოეთში. დაუმეგობრეთ უცხოელებს. კარგი იქნება თუ დაიწყებთ ლექციების ჩატარებას ან თავად გადაწყვეტთ კვალიფიკაციის ამაღლებას. კარგი პერიოდი გელით იურისტ ნიშნებს. გირჩევთ არ დაარღვიოთ წესები. ზოგიერთს შეიძლება შეგეძინოთ შვილიშვილი.

ლომი

კრიზისებს იოლად გადალახავათ. უფრო მეტიც, სირთულეების გადალახვით უფრო გაიუმჯობესებთ ცხოვრებას. თუ უსიამოვნება გქონდათ ფინანსებთან დაკავშირებით, იოლად მოაგვარებთ. არ გაგიჭირდებათ სესხის აღება, თუ გადაწყვეტილი გაქვთ. დააბანდეთ ფული მხოლოდ სარფიან ბიზნესში ან თუ უკვე გაქვთ დაბანდებული, მიიღებთ დივიდენდებს. ტრანსფორმაცია, ბევრი ცვლილება გელოდებათ, მაგრამ მიხვდებით, რომ გაიზარდეთ, უკეთესი გახდით.

ქალწული

პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ დაცულობა. თუ მარტოხელა ხართ, გაიცნობთ ადამიანს, ვინც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. ან გაიჩენთ ერთგულ მეგობარს, საქმიან პარტნიორს. მიიღებთ დახმარებას, მზრუნველობას გარშემო მყოფებისგან და ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი. ისინი უჩვეულო სიტუაციებში მფარველ ანგელოზებად მოგევლინებიან. ამასთან, თავადაც მოგეთხოვებათ ახლობლებზე ზრუნვა. გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იფიქრებთ, ახლობლების მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ. იფიქრეთ რა უნდა გასცეთ და არა, რა უნდა მიიღოთ. საუკეთესო პერიოდი ელოდებათ მომსახურებს სფეროში მომუშავეებს, გაიჩენთ მადლიერ კლიენტებს.

სასწორი

თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, საუკეთესო კომპანიაში, პირობებში დაიწყებთ მუშაობას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან. სამსახურში არ გირჩევთ ჭორებსა და შეთქმულებებში ჩართვას, იყავით ღირსეული თანამშრომელი. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი, შეიძლება ავად მყოფი ახლობლის მოვლამ მოგიწიოთ. ზოგადად იზრუნეთ ახლობლებზე, გაანებივრეთ გემრიელობებით, კომფორტით. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, მაწყინარი საკვები, ალკოჰილი, მოწევა. საუკეთესო დროა მკურნალობისთვის, მიაგნებთ მცოდნე სპეციალისტს, მკურნალობის კურსს და გამოჯანმრთელდებით. გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები.

მორიელი

სელენა ყველაზე საუკეთესო ცვლილებებს გპირდებათ. წარმატებას მოგიტანთ თქვენი შემოქმედება, განახორციელეთ ახალი იდეები. ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გადაგექცეთ. აქტიურად ჩაერთეთ სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, გამარჯვებები გელით. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ყოფნას. ისინი თავიანთი გამარჯვებებით გაგახარებენ. ხოლო თუ აპირებთ შვილის გაჩენას, ეს ბავშვი თქვენი მფარველი ანგელოზი გახდება. გახშირდება წვეულებებსა და დღესასწაულებზე დასწრება, ზოგადად, თქვენი ცხოვრება მეტად მხიარული და ბედნიერი გახდება. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ. არსებული კავშირი კი მეტად რომანტიკული გახდება.

მშვილდოსანი

მიმართეთ თქვენი ყურადღება საოჯახო საკითხების მოგვარებისკენ. იყავით მზრუნველი მშობლების, ოჯახის წევრების მიმართ. ხშირად მოაწყვეთ ოჯახური შეკრებები. განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. შეარიგეთ ერთმანეთზე განაწყენებული ნათესავები. ზოგიერთი გახდებით უძრავი ქონების - ბინის ან აგარაკის მფლობელი. ან დაიწყებთ სახლის მშენებლობას, ბინის გარემონტებას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, დაფუძნდებით უცხოეთში.

თხის რქა

ახალი იდეები საქმეების მოგვარებაში, პროგრესში დაგეხმარებათ; გაიჩენთ ახალ მეგობრებსაც. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ სწავლას, ჩაეწერებით თქვენთვის საინტერესო კურსებზე. ყურადღებით იყავით მიიღებული ინფორმაციებისადმი; ზოგი ბევრ სიკეთეს მოგიტანთ. არ გირჩვებთ ჭორაობას, ენების მიტან-მოტანას. გახშირდება მიმოსვლა ახლო მანძილზე - მივლინება, პიკნიკი.

მერწყული

სელენა დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ მაღალანაზღაურებადი სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო. ირწმუნებთ საკუთარ ძალებს, შესაძლებლობებს და მეტად დააფასებთ საკუთარ თავს. ზოგიერთი შეიძლება ძვირად ღირებული ნივთებს მფლობელი გახდეთ, ფული დააბანდოთ ხელოვნების ნივთებში, ძვირად ღირებულ სამკაულებში ან სარფიან ბიზნესში.

თევზები

სელენა თქვენს ნიშანში გადმოვიდა და დაგეხმარებათ, მიაღწიოთ იმ მწვერვალებს, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. თქვენთვის გაიღება ყველა კარი, მთავარია, მოინდომოთ განვითარება, წინსვლა და არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, ნიჭი და შესაძლებლობა. საკუთარი თავის გადამრჩენელიც უნდა იყოთ და სხვებისთვისაც სარგებლის მომტანი. მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა ახლობლების მიმართ. იყავით მიმტევებელი. მარტოხელებს მოგეცემათ შანსი, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი საბედო გახდება.