ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 7 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
"მორიგი ახალმთვარეობა 7 სექტემბერს, თბილისის დროით, 4:52 საათზე დადგა. ეს ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში იყო და ბუნებრივია, წინ ქალწულისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები წამოიწევს - პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, ყურადღება წვრილმანების მიმართ, მოწესრიგების და სისუფთავის დაცვის მძაფრი სურვილი. ნეგატიური თვისებებიდან მოსალოდნელია გააქტიურდეს კრიტიკულობა . ეს თვისებები ბუნებრივია, ჯერ კიდევ 23 აგვისტოდან გააქტიურებული იყო (ამ დღეს მზემ ქალწულის ნიშანში გადაინაცვლა), თუმცა ეს ყველაფერი 7 სექტემბრიდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება.
ეს ახალმთვარეობა ქალწულის მე-15 გრადუსში იყო. ეს გრადუსი ზოდიაქოს ზუსტად შუაზე ჰყოფს, ამიტომ სიმბოლურად ეს გზაჯვარედინზე მიანიშნებს. ასე რომო, ეს ახალმთვარეობის პერიოდი გარკვეულწილად, არის წარსულის ანალიზის და მომავლის დაგეგმვის პერიოდი. გარდა ამისა, ეს გრადუსი მიანიშნებს გადაწყვეტილების აუცილებლად მიღებაზე, მაშინ როცა ადამიანს არ შეუძლია ან ვერ ახერხებს, გადაწყვეტილების მიღებას. შექმნილი მდგომარეობა ადამიანს უბიძგებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავისთვის დაკისრებისკენაც. გარდა ამისა, ეს ახალმთვარეობა მოიტანს ძველი გადაწყვეტილებების გადახედვასა და მათში გარკვეული შესწორებების შეტანას (რამდენადაც ეს მოსახერხებელი იქნება).
ისევე როგორც წინა ახალმთვარეობის გრადუსს, მიმდინარე ახალმთვარეობის გრადუსის მმართველიც პლანეტა მერკურია . ამიტომ, სასურველია არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება ლოგიკაზე დაყრდნობით მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში სწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან არასწორი გადაწყვეტილებები გაზრდის სხვა ადამიანების მხრიდან მანიპულირების შესაძლებლობებს.
ახალმთვარეობა და მსოფლიო
ეს ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება (განსაკუთრებით ნეგატიური კუთხით) შემდეგი ქვეყნებისთვის და გეოგრაფიული ტერიტორიებისთვის (სწორედ აქ არის მოსალოდნელი სხვადასხვა ნეგატიური ტენდენციების გააქტიურება):
ჩრდილოეთ ამერიკა
* კანადა (ბრიტანეთის კოლუმბია, ახალი შოტლანდია);
* ამერიკის შეერთებული შტატები (ვაშინგტონის, ორეგონის, სამხრეთ დაკოტას, ნებრასკას, კანზასის, აიოვას, მისურის, არკანზასის, ლუიზიანას შტატები );
* ჩრდილოეთ მექსიკა.
სამხრეთ ამერიკა
* ბრაზილია.
ევროპა
* ესპანეთი;
* პოლონეთი;
* სლოვაკეთი;
* უნგრეთი;
* სერბეთი;
* ბულგარეთი.
აზია
• რუსეთის აზიური ნაწილი (განსაკუთრებით ტიუმენის მხარე და ასევე კამჩატკა);
• ყახახეთი;
• ტაჯიკეთი;
• ყირგიზეთი;
• პაკისტანი;
• ავღანეთი;
• ინდოეთის დასავლეთ ნაწილი.
აფრიკა
• ლიბია;
• ჩადი;
• ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა;
• კონგო;
• ზამბია;
• მოზამბიკი;
• ეთიოპია;
• კენდია;
ოკეანეთი
• პაპუა-ახალი გვინეა;
• დასავლეთ ავსტრალია.
ახალმთვარეობა და საქართველო
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-3 და მე-10 სახლებს უკავშირდება; აქედან გამომდინარე, 7 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრამდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) ძირითადად რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გააქტიურდება: ურთიერთობები, ინფორმაციის მიღება-გადაცემა ასევე და ხელისუფლებისთვის (ძალაუფლებისთვის) ბრძოლა (ეს უკანასკნელი შენარჩუნდება წინა პერიოდიდან). მნიშვნელოვანი გახდება ტრანსპორტის საკითხი, რადგან მე-3 სახლი მუნდანურ ასტროლოგიაში ტრანსპორტს და კომუნიკაციებს მართავს. მოსალოდნელია გააქტიურდეს საქართველოს და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობები. არ გამოირიცხება ქვეყანაში რაიმე ინფორმაციის გამჟღავნება, განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან, რასაც მოსალოდნელია გარკვეული სკანდალიც კი მოჰყვეს.
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები წაიკითხეთ სრულად