ავტორი:

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ივლისში, ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ივლისში, ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი

ვერძი

10 ივლისს მარსი გადავა თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვით, ნებისმიერი სპორტით, აუცილებლად მიაღწევთ კარგ შედეგს. შესანიშნავი თვეა თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, გირჩევთ, თავი დააღწიოთ მავნე ჩვევებს.

კურო

10 ივლისს მარსი გადავა - სიამოვნების, გართობისა და ბავშვების სექტორში. მოგინდებათ ფიზიკური აქტივობა, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ; დატკბებით თქვენი გაწვრთნილი სხეულით. სიამოვნებით ითამაშებთ გუნდურ თამაშებს ბავშვებთან ერთად, შაბათ-კვირას ველოსიპედით სეირნობაში გაატარებთ ან ლაშქრობაში. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არა მარტო ფიზიკური აქტიურობისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ტრავმის ალბათობა იზრდება.

ტყუპი

10 ივლისს მარსი გადავა თქვენი მშობლებისა და სახლის სექტორში. ამ თვეში უკიდურესად ისწრაფვით თქვენი პიროვნული თავისუფლებისაკენ, რამაც შესაძლოა ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ჩხუბი გამოიწვიოს. არ უნდა დახარჯოთ ენერგია კონფლიქტებზე, უმჯობესია ის სპორტდარბაზში გამოიყენოთ. ან დილაობით დაიწყეთ სირბილი, ვარჯიში სპორტდარბაზში, რაც ეფექტური იქნება ზედმეტი წონის დასაკლებად. ივლისში დიდ დროს დაუთმობთ თქვენს ოჯახს და შვილებს, შესაძლოა დააინტერესოთ ისინი სპორტით.

კირჩხიბი

10 ივლისს მარსი გადავა კირჩხიბის ახლო ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში. ამ თვეში კირჩხიბები შესაძლოა განსაკუთრებით მოუთმენლები იყვნენ - სპორტით დაკავდნენ, მოისურვებენ რაიმე დაუყოვნებელი შედეგის მიღწევას. სავსე იქნებით გლობალური პროექტებით. მაგალითად, გადაწყვიტეთ, დაიცავათ დიეტა, ივარჯიშოთ, დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი ან გახდეთ ვეგეტარიანელი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილეის მიღებამდე დაესწარით სპეციალურ ტრენინგს, გაიარეთ ექიმებთან კონსულტაცია.

ლომი

10 ივლისამდე მარსი დარჩება თქვენს ნიშანში. ამ დროს არა მხოლოდ აქტიურად დაკავდებით სპორტით, არამედ შეძლებთ თვალსაჩინო შედეგების მიღწევას, ერთგვარი პირადი რეკორდის დამყარებას. შემდეგ მარსი გადავა თქვენი კეთილდღეობის სახლში. ამ დროს არ უნდა ისწრაფოდეთ მყისიერი შედეგისკენ. გახსოვდეთ, რომ ეფექტის მისაღწევად საჭიროა დრო და რეგულარული ვარჯიში. გარდა ამისა, თქვენს სპორტულ საქმიანობას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული თანხები. მაგალითად, ახალი ინვენტარი ან ფიტნეს ცენტრის წევრობა.

ქალწული

10 ივლისი მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა, გილოცავ! თქვენს ნიშანში ყოფნისას, მარსი აგავსებთ მეომრული სულითა და გამარჯვების წყურვილით. ახლა საკმაოდ ბევრის საშუალება გაქვთ, ჯანმრთელობა კარგი გაქვთ. ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში საუკეთესო საქმიანობაა ის, რომელიც მოიცავს კონკურენციის გარკვეულ ელემენტს. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. ოღონდ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და ზედმეტი რისკები არ წახვიდეთ; გაუფრთხილდით ტრავმებსაც.

სასწორი

10 ივლისს მარსი გადავა თქვენი მარტოობის სახლში. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის საუკეთესო ადგილი მარსისთვის, ამიტომ ივლისში სავარაუდოდ შეამცირებთ ფიზიკურ აქტივობას. ახლა მეტად მოგინდებათ დასვენება და სულიერი განვითარება. თუ ზოგადად ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ თვეში თავი უნდა აარიდოთ სტრესს და გადაღლილობას.

მორიელი

10 ივლისს მარსი გადავა თქვენს მე-11 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სოციალურ ცხოვრებაზე. ამიტომ, ამ თვეში საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებით. სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას ზოგიერთ აქტივობაში და მეგობრებთან ერთად - სპორტულშიც. ჩაერთეთ რაიმე სახის გუნდური სპორტში, შეჯიბრებებში; ისარგებლეთ კარგი ამინდით და წადით ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

მშვილდოსანი

10 ივლისს მარსი გადავა თქვენს მე-10 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია წარმატებასა და ამბიციებზე. ამ დღიდან მოგინდებათ წარმატების მიღწევა და გააქტიურდებით სასურველის მისაღწევად. არაა გამორიცხული, რომ სპორტულ შეჯიბრებაშიც ჩაერთოთ. იქნებით ორიენტირებული გამარჯვებაზე და თუ რამეს მოინდომებთ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, იქნება ეს პროფესიულ საქმიანობა თუ სპორტ, სასურველს მიაღწევთ. უმეტესობა დაიწყებთ ვარჯიშს, უარს იტყვით მავნე ჩვევებზე. მთავარია, აქ არ გაჩერდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდეს თქვენი ახალი და სასარგებლო ჩვევა.

თხის რქა

10 ივლისს მარსი გადავა თქვენი ჰოროსკოპის მე-9 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მოგზაურობაზე. ვარსკვლავები გვირჩევენ აღმოსავლური პრაქტიკების შესრულებას, სუნთქვითი ვარჯიშების შესრულებას. ზოგიერთმა შესაძლოა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა ან რადიკალურად შეცვალოს ცხოვრების წესი, ჯანსაღის სასარგებლოდ. ზოგადად ეს თვე ხელსაყრელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, უნდა უფრთხილდეთ შხამიანი მწერების ნაკბენს, განსაკუთრებით ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობისას.

მერწყული

10 ივლისს მარსი გადავა თქვენი ექსტრემალურ სიტუაციების, სხვა ადამიანების ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ყურადღებით იყავით და დაიცავით უსაფრთხოების წესები. ასევე, წონის დაკლებისთვის არ უნდა მიმართოთ ექსტრემალურ დიეტას.

თევზები

10 ივლისს მარსი გადავა თქვენი პარტნიორობის სექტორში. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უფრო საინტერესო გახდება, თუ მეგობრულ ან პარტნიორულ კომპანიაში შეასრულებთ. ამ პერიოდში ქრონიკული პრობლემები არ შეგაწუხებთ. ამავდროულად, ივლისში თქვენი კეთილდღეობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, იცავთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ წესებს. თუ ცოტა გძინავთ, ბევრს მუშაობთ, ეტანებით ალკოჰოლს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.