ცხელი ივლისი საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კი გამარჯვება ელოდება კონკრეტულ სფეროში.
ვერძი
ივლისში წარმატების იმედი უნდა გქონდეთ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. წარმატების ერთადერთი პირობა თქვენი ინიციატივა და აქტიურობაა. ფული მოვა ფიზიკური შრომით, სპორტით, ძალოვან სტრუქტურებში მსახურებით. ყველაზე დიდი შემოსავალი შესაძლებელია მიიღოთ ბიზნესის წარმომადგებლებმა და ხელმძღვანელ პოზიციებზე დაკავებულებმა. ივლისში უნდა გამოიჩინოთ გულუხვობა საყვარელი ადამიანების მიმართ.
კურო
ივლისში ლირიკულ-რომანტიკულ ხასიათზე იქნებით. ლოცვამ, სულიერმა პრაქტიკამ და ქველმოქმედებამ შეიძლება წარმატება მოგიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მოგება ფინანსური ტრანზაქციებისა და ინვესტიციებისგან. ფულის გამომუშავება შეგიძლიათ სხვებისგან საიდუმლოდ.
ტყუპი
ივლისში განსაკუთრებით მოგინდებათ თავისუფლება და ცვლილებები. ამ დროს გაგიმართლებთ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რომლებიც მხარს დაგიჭერენ ყველა საქმეში. ახლა თქვენ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა ქსელურ ბიზნესში, კოლექტიურ პროექტებში, სამეცნიერო საქმიანობაში. შეიძენთ გავლენიან მფარველებს.
კირჩხიბი
ივლისში წარმატებები გელით ყველაფერში, რაც ეხება პროფესიულ სფეროს, კარიერასა და სოციალურ სტატუსს. ამ დროს თითქმის ნებისმიერი მიზანი თქვენთვის მიღწევადია. თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა დაწინაურებისა და კარიერული წინსვლის გზით.
ლომი
წარმატება ახლავს შორეულ მოგზაურობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას, საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას. წარმატება გაგიღიმებთ, თუ ქველმოქმედებით ხართ დაკავებული. ყველაზე მეტ შემოსავალს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მიიღებთ.
ქალწული
ივლისში ნებისმიერ რთულ და კრიზისულ სიტუაციაში გაგიმართლებთ; ნებისმიერი ვითარებიდან შეგიძლიათ სარგებლის მიღება. თუ ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დაგჭირდებათ, ბედი საუკეთესო ექიმთან მიგიყვანთ. ფული შეიძლება მოვიდეს მემკვიდრეობით, ფინანსური ტრანზაქციებით, ალიმენტით, შეღავათებით და ქორწინებით.
სასწორი
ამ თვეში განსაკუთრებით ბედნიერი იქნებით პარტნიორულ ურთიერთობებში. საქმიან კოლეგებთან, მეუღლეებთან ან მეგობრებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თქვენი ოცნების რეალიზებას. სასამართლო პროცესი ამ დროს შესაძლოა თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს. ფულის მიღება შეგიძლიათ კონსულტაციების, ხელოვნების სფეროში აქტივობების, ნებისმიერი თანაავტორობითა და თანამშრომლობით.
მორიელი
ივლისში სამსახურში წარმატება გელით. გუნდი აღიარებს თქვენს პროფესიულ მიღწევებს. შესაძლებელია, იპოვოთ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ან უკეთესი სამუშაო პირობებით. შეიძლება მიიღოთ ხელფასის მცირედი ზრდა ან დაჯილდოვდეთ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის.
მშვილდოსანი
ივლისში შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით და გაერთოთ. ასევე ამ დროს გექნებათ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. თუ დიდებაზე ოცნებობდით, ახლა სცენაზე გამოსვლის დროა. წარმატება გელით არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ადამიანებს. ფული შეიძლება მოვიდეს ბიზნესით ან შემოქმედებით.
თხის რქა
ივლისში წარმატება გელით ოჯახურ და საყოფაცხოვრებო საქმეებში. ამ დროს შეგიძლიათ იყიდოთ სახლი თქვენი ოჯახისთვის, რათა მასში იცხოვრონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა. ამ დროს, საცხოვრებელი შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოთ. ასევე შეგიძლიათ ფულის მოზიდვა უძრავი ქონების გაყიდვით ან გაქირავებით. ზოგიერთი შეძლებთ სესხის აღებას რემონტის ან მშენებლობისთვის.
მერწყული
ივლისში მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია, საინტერესო ადამიანების გაცნობა და ახლის სწავლა. ფული შეგიძლიათ მიიღოთ ლექციების წაკითხვით, სტატიების წერით და თარგმნით. შესაძლებელია, რომ ამ დროს დაიწყოთ უცხო ენის შესწავლაც. ამ დროს შეგიძლიათ მარტივად შეადგინოთ დოკუმენტები, რადგან შესაბამისი ადამიანები იქნებიან ადგილზე და დაგეხმარებიან ყველა საკითხის მოკლე დროში გადაჭრაში.
თევზები
ივლისში შესაძლოა ბევრი შესაძლებლობა გქონდეთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ახლა თქვენ შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ შემდგომში მატერიალურ კეთილდღეობას. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება იძლევა ამისთვის. შეგიძლიათ მიიღოთ შეთავაზება, გადახვიდეთ უკეთეს სამუშაოზე ან შეიძინოთ უძრავი ქონება შეღავათიან ფასად.