ავტორი:

რაში გაუმართლებს ტყუპს 2023 წელს

რაში გაუმართლებს ტყუპს 2023 წელს

16 მაისს იუპიტერი გადმოვიდა თქვენს მე-12 სახლში და იქ დარჩება წლის ბოლომდე. აქვე უნდა გაგახაროთ, რომ 2024 წელს იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოვა და გამარჯვებას, წინსვლას, ბედნიერებას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ეს სახლი პასუხისმგებელია საიდუმლო მტრებზე, შეზღუდვებზე, შიშებზე, საიდუმლოებებზე და თუნდაც ემიგრაციაზე.

მიუხედავად თქვენი კომუნიკაბელურობისა, საკმაოდ კომფორტულად იგრძნობთ თავს მარტოობისას.

წარმატების მიღწევას შეძლებთ, თუ იმუშავებთ დისტანციურად ან ზოგიერთ დახურულ ორგანიზაციაში.

შესაძლებელია ფულის მიღება შემოსავლის საიდუმლო წყაროებიდან.

იყავით ფრთხილად, რადგან მტრებს შეუძლიათ შეთქმულების მოწყობა თქვენს წინააღმდეგ. არაა გამორიცხული, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდეთ.

მოერიდეთ იურიდიულ პრობლემებს; არ დაარღვიოთ კანონი.