ავტორი:

რატომ გვესიზმრება ტკბილეული, ეზოტერიკული ახსნა

რატომ გვესიზმრება ტკბილეული, ეზოტერიკული ახსნა

სიზმარს ყველა ვხედავთ, მაგრამ იშვიათად გვამახსოვრდება. ტკბილეულის დასიზმრებას კი აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. და აი, რატომ:

სიზმარში ნანახი ტკბილეული გულწრფელობის და რწმენის ნიშანია.

სიზმრის ახსნის ძველ აღმოსავლურ წიგნში წერია, რომ ტკბილეულის ნახვა - პატიმრისთვის გათავისუფლებას ნიშნავს, ტორტის დასიზმრება - გამოჯანმრთელებას.

თუ სიზმარში ტკბილეული გემრიელად მიირთვით, დაელოდეთ ცხოვრებაში კარგი პერიოდის დაწყება.

დასავლული სიზმრის წიგნის მიხედვით, დასიზმრებული ტკბილეული ნიშნავს ცხოვრების ხალისით ტკბობას. ბევრ სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებასა და სასურველის ასრულებას.

თუმცა, ეზოტერიკული სიზმრის წიგნის მიხედვით ტკბილეულის დასიზმრება რადიკალურად განსხვავდება ზემოთქმულისგან. სიზმარში ნამცხვრის ჭამა ნიშნავს უსიამოვნებას სამსახურში. უმჯობესია, დაფიქრდეთ რას და ვის ეუბნებით და როგორ მუშაობთ.

მილერი სიზმრის ახსნის წიგნში წერს, რომ კექსის მირთმევა ყველა პრობლემის გადაჭრას ნიშნავს, თქვენს სასარგებლოდ.

თუ სიზმარში ტკბილის გემო იგრძენით, იზრუნეთ ნათესავებსა და მეგობრებზე - ნუ შეურაცხყოფთ და ნუ დაამცირებთ მათ.