რეტროგრადული პლანეტები ანუ როგორ გავასწოროთ ანგარიში წარსულთან

რეტროგრადული პლანეტები ანუ როგორ გავასწოროთ ანგარიში წარსულთან

კარმული ასტროლოგია, ჩვენი მკითხველისთვის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ამიტომ ამჯერად გადავწყვიტე, უფრო დეტალურად ვისაუბროთ კარმულ პრინციპებზე. ნებისმერი ადამიანის კოსმოგრამა, მოიცავს კონკრეტულ მაჩვენებლებს იმის შესახებ თუ როგორია ჩვენი ინკარნაციული წარსული. საამისოდ პირველ რიგში მთვარის კვანძების განლაგება უნდა ვნახოთ.

თუმცა ყველაზე უფრო მკაფიოდ კარმული ვალების შესახებ რეტროგრადული პლანეტები მიგვანიშნებენ.

  • როცა რუკაში მერკურია რეტროგრადული ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ძნელად ემორჩილება აღზრდის პრინციპებს, ამიტომ ბავშვები რეტრო მერკურით პირად ჰოროსკოპში რთულად იტანენ საყოველთაო წესრიგის მიმართ მორჩილებას. მათთვის ძალიან რთულია მიეჩვიონ დისციპლინას და მშვიდად შეხვდნენ კრიტიკას საკუთარი მისამართით. თუმცაღა პირიქით, სხვების მიმართ თავად ხშირ შემთხვევაში ულმობლად კრიტიკულები არიან. თუკი მერკური ზოდიაქოს მესამე სახლშია განთავსებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება და-ძმებთან ცუდი დამოკიდებულების კარმა. ამიტომ მან ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს. ზოგადად პლანეტა რეტრო კონფიგურაციაში მინიშნებაა იმ ნაკლოვანებებზე, რაც ზედმეტად ძლიერად იყო ფესვგადგმული ჩვენს წარსულ ინკარნაციაში, იმდენად ძლიერად, რომ ამ კონკრეტულ ინკარნაციულ ციკლშიც გადმოგვყვა მისი "ვალი".
  • პირად ცხოვრებაში პრობლემების და სირთულეების ალბათობაზე მიუთითებს პლანეტა ვენერას რეტროგრადულობა რუკაში. ამ შემთხვევაში ინდივიდს წარსულიდან სასჯელად მოჰყვება საპირისპირო სქესთან ურთიერთობის პრობლემა. რეტროგრადული ვენერა ხშირად მიანიშნებს გვიანი ქორწინების ალბათობაზე. ეს იმიტომ, რომ ადამიანი ადრეულ ასაკში არ არის მზად ამ კუთხით პასუხისმგებლობის ასაღებად. მას გარკვეული გამოცდილების დაგროვება და ბედისწერის მტკივნეული გაკვეთილები ესაჭიროება საიმისოდ, რომ სწორად გააცნობიეროს პარტნიორობის, მეუღლეობის ჭეშმარიტი არსი.
  • იმ შემთხვევაში თუ მარსია რეტროგრადული, ენერგიის და სასიცოცხლო პოტენციალის არასწორად, არამიზნობრივად ხარჯვის პრეცენდენტს ჰქონია ადგილი ნატივის წინა ცხოვრებაში. კონკრეტულად რა სახის პრობლემები არსებობდა ამ კუთხით და სად (რა სფეროში) ამაზე უკვე თავად პლანეტის განლაგების მიხედვით შეგვიძლია მსჯელობა, რომელ ზოდიაქოშია იგი და რომელ სახლში.
  • იუპიტერის რეტროგრადულობა კი პირად რუკაში, მიუთითებს იმაზე თუ კონკრეტულად რა საქმეების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ წინა ინკარნაციაში, ისევ და ისევ ჩვენი არაპროფესიონალიზმის ანდა ნაკლები მონდომების გამო. ამიტომ რეტროგრადული იუპიტერის პატრონს ამ ეტაპზე მოეთხოვება ის, რომ მეტი ცოდნა მიიღოს პრაქტიკული გზით ვიდრე თეორიული სწავლების მეშვეობით.
  • როცა რეტროგრადული პლანეტების რიცხვში სატურნიც ხვდება, ასეთ შემთხვევაში ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებაზე უწევს ზრუნვა. განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში. საამისოდ იგი საკმაოდ "მკაცრ გაკვეთილებს" იღებს სატურნისგან, რისი მეშვეობითაც მას საშუალება ეძლევა წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი ემოციური უმწიფრობა გამოასწოროს.
  • ხოლო რეტროგრადული ურანი მფლობელს, სხვა ადამიანების პირადი თავისუფლების პატივისცემას და ხელშეუხებლობას ასწავლის. ასეთი ურანით საკმაოდ ბევრი რევოლუციონერი, ნოვატორი და რეფორმატორი იბადება. თუ თქვენ სწორად განავითარებთ პლანეტის ფუნქციებს, შესაძლებლობა მოგეცემათ, უსამართლობასთან ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ.
  • იმ შემთხვევაში კი, როცა რუკის მფლობელს პლანეტა ნეპტუნი ჰყავს რეტროგრადული ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ უკანასკნელს საშუალება მიეცემა მოცემულ ინკარნაციაში საბოლოოდ გათავისუფლდეს წარსულის ვალებისგან. რეტროგრადული ნეპტუნის ფუნქციების სწორად გამოყენება, ხელს უწყობს ადამიანს გათავისუფლდეს ილუზიებისგან და შიშებისგან, რომელიც მას წინა ინკარნაციებიდან მოჰყვება. ხოლო თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევის ხელოვნება.
  • დაბოლოს, რეტროგრადული პლუტონის შესახებაც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. პლანეტა ამგვარი მდებარეობით საკმაოდ ბევრი ინდივიდის რუკაში გვხვდება და იგი მფლობელის ცხოვრებაში მძაფრ ცხოვრებისეულ ცვლილებებს და კატაკლიზმებს "კურირებს". სწორედ ამ მეთოდით ზრდის პლუტონი ჩვენში ნებისყოფას და გამძლეობას ექსტრემალური სიტუაციების მიმართ. რადგანაც "ის რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის".

ვის უმზადებს თებერვალი გრანდიოზულ ცვლილებებს კარიერაში - თვის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის