ავტორი:

რეტროგრადული ვენერა: ვის ელის ცვლილებები პირად ურთიერთობებსა და ფინანსებში

რეტროგრადული ვენერა: ვის ელის ცვლილებები პირად ურთიერთობებსა და ფინანსებში

სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა 19 დეკემბრიდან რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია უკვე მოგიმზადეთ და შეგიძლიათ გაეცნოთ . ახლა კი წაიკითხეთ, რა სფეროში გელით ცვლილება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რეტროვენერას პერიოდში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით.

ვერძი

გადახედეთ თქვენს მისწრაფებებს, მიზნებს. იქნებ, დროა, გადააკეთოთ (ან სულაც შეიცვალოთ) ბიზნესთემა, ბიზნესმიმართულება. დაინტერესდეთ კარიერული დაწინაურებით. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას უფროსთან, ზემდგომებთან, მშობლებთან. ზოგიერთს შეიძლება შეგეცვალოთ მიზანი, მოხდეს ღირებულებების გადაფასება და გადაწყვიტოთ, რომ აღარ იმუშავებთ და უფრო დაისვენებთ. გამორიცხული არაა, მოგინდეთ რომანტიკული ურთიერთობის განახლება კოლეგასთან, ან თქვენზე პოპულარულ, მაღალ თანამდებობაზე მყოფ ადამიანთან.

კურო

მოგინდებათ მეტად განვითარება და წინსვლა საერთშორისო დონეზე. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ ფაკულტეტი, მიმართულება, თუ სტუდენტი ხართ, გადაწყვიტოთ, რომ სხვა უცხო ენა უნდა შეისწავლოთ. ზოგადად მოინდომოთ სამუშაოდ ან საცხოვრებლად საზღვარგარეთ გამგზავრება და ამისთვის ცვლილებები. თუნდაც დაგიბრუნდეთ თქვენი უცხოელი პარტიორი. მოგინდებათ სამკაულების ან სამოსის გადაკეთება. თუ თქვენი საქმიანობა მწერლობასთანაა დაკავშირებული, მოგინდებათ დაწერილის გადაკეთება. იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად მეტი ფული დაგეხარჯებათ.

ტყუპი

დაიბრუნებთ ვალს ან შეიძლება თავად მოგიწიოთ გადასახადების, სამემკვიდრეო თემების გადახედვამ. ფინანსური საკითხების გამო პარტნიორმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. ან თუნდაც მასთან მოგიწიოთ ქონების გაყოფამ. გამორიცხული არაა, დაგიბრუნდეთ პარტნიორი, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა გაკავშირებდათ. ან წაეჩხუბოთ არსებულ პარტნიორს და 29 იანვრის მერე აღადგინოთ კავშირი. შეიძლება დააფინანსოთ გადაკეთების, გამოსწორების ქირურგიული, პლასტიკური ოპერაცია.

კირჩხიბი

რეტროვენერა განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს თქვენს პირად ურთიერთობებზე. ახალგაცნობილ ადამიანზე 19 დეკემბრის შემდეგ კარდინალურად შეგეცვლებათ წარმოდგენა. და გირჩევთ, 29 იანვრამდე არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ნიშნობა ქორწინება, თანაცხოვრება). გამორიცხული არაა, მოინდომოთ განქორწინება, მაგრამ სანამ ვენერა სვლას არ გაასწორებს, მნიშვნელოვან ნაბიჯს ნუ გადადგამთ. გამორიცხული არაა, დაგიბრუნდეთ ადამიანი, ვისთანაც ადრე რომანტიკული ურთიერთობები გაკავშირებდათ და აღადგნოთ კავშირი, მაგრამ მეორედ ქორწინებას თუ გადაწყვეტთ, მაინც იანვრის ბოლომდე დაიცადეთ. შეიძლება აღდგეს ძველი საქმიანი კავშირებიც, მიიღოთ ფული ძველი პარტნიორებისგან. ან არსებული პარტნიორი მტრად გადაგეკიდოთ.

ლომი

უნდა გადაეხედოთ თქვენი მუშაობის სტილს. გადააფასეთ თქვენი მუშაობა და ანაზღაურება. ეცადეთ, რომ ნაკლები იმუშაოთ, გზაში ნაკლები დრო დახარჯოთ და მეტი ხელფასი მიიღოთ. ან დატვირთვაზე უარი თქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. შეიძლება მოგიწიოთ ადრე შესრულებული საქმეების, პროექტების გადაკეთებამ, გამოსწორებამ. გამორიცხული არაა, ან თავად დაბრუნდეთ ძველ სამსახურში, ან კოლეგა დაგიბრუნდეთ. დაიბრუნებთ ვალს, ან თავად დააბრუნებთ. შეიძლება შინაური ცხოველი გაგიმრავლდეთ. კარგი პერიოდია ძველი მკურნალობის კურსის გასაგრძელებლადაც.

ქალწული

მეტად უნდა შეიყვაროთ და გაინებივროთ საკუთარი თავი. აიღეთ შვებულება და მოინახულეთ ის ადგილები, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგიტოვათ. მოგინდებათ ადრე ნანახი ფილმების, სპექტაკლების ნახვა, წაკითხული წიგნების გადაკითხვა. ფული შეიძლება მოგიტანოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებამ, პროექტებმა, რომლებიც მიტოვებული გქონდათ. შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობარს. ან შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა ყოფილთან. ამ შემთხვევაში მოერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას. ამასთან ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ. თუ შვილიანობის თემაა თქვენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება გადაწყვიტოთ, შვილის გაჩენა, ეკო.

სასწორი

ვენერა დაგეხმარებათ სახლის მოლამაზებაში, გადაკეთებაში, ინტერიერის განახლებაში ან რემონტის მერე ბინის კეთილმოწყობაში. თუნდაც რემონტის დაწყება საცხვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. ზოგიერთი შეიძლება ძვირად ღირებულ ბინაში ან პრესტიჟულ უბანში გადახვიდეთ საცხოვრებლად. გადაიფორმეთ უძრავი ქონება. მოგინდებათ სახლში მეტი მცენარეების მოშენება. შეიძლება შეიცვალოთ გვარი, გაიხსენოთ წარსულის წყენა ნათესავებისგან. თუ შეყვარებული ხართ, შეიძლება ოჯახს გააცნოთ გულისსწორი. მოგინდებათ სასიყვარულო ურთიერთობების გადახედვა. ზოგერთი კი გადაწყვეტთ, შეურიგდეთ ყოფილს.

მორიელი

ახალი რომანის დაწყება გელით. ეს შეიძლება მოხდეს მიმოწერით. ზოგიერთი გადაწყვეტს გაჯეტების, ავტომობილის გამოცვლას. შეგიძლიათ შეარჩიოთ, მაგრამ ყიდვა და გადაფორმება 29 იანვრის მერე ჯობია. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას და-ძმებთან, მეზობლებთან. განსაკუთრებით ფინანსურ თემებზე (არ გაასესხოთ თანხა). ზოგი გადაწყვეტს რაღაცის შესწავლას ან სწავლის კურსის შეცვლას. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები. უმჯობესია გადააკეთოთ, შეცვალოთ და არა ახალი გააკეთოთ. გამორიცხული არაა, ჩამოიშოროთ კონკრეტული ადამიანი ან თუ ვინმეზე განაწყენებული იყავით, მასთან აღადგინოთ ურთიერთობა.

მშვილდოსანი

გადახედეთ შემოსავალს. შეიძლება გაჯანჯლდეს პროექტის დასრულება ან უკვე დასრულებულისთვის ფულის მიღება. ყურადღებით და დაკვირვებით შეიძინეთ ან გაიყიდეთ უძრავი ქონება. გართულებები აქაც მოსალოდნელია. ეცადეთ, მეტად დააფასოთ და შეაფასოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა და რაში უნდა დახარჯოთ (მოგზაურობა, საყიდლები) ფული. გამორიცხული არაა, ფინანსური სარგებელი მიიღოთ პირადი ურთიერთობებიდანაც (ქორწინებით ან განქორწინებით).

თხის რქა

ვენერა თქვენს ნიშანშია. ამიტომ, ყველაზე მეტად ცვლილებები თქვენ შეგეხებათ. ეს ეხება პირად ურთიერთობასაც, ცხოვრებისეულ პირობებსაც, გარეგნობასაც. დაიბრუნოთ ჩაცმის ძველი სტილი ან ის ვარცხნილობა, რომელსაც ადრე ატარებდით. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც მოგინდებათ. შეიძლება შეამციროთ საკონტაქტო პირების რაოდენობა. ან სულაც აღდგინოთ ურთიერთობა ზოგიერთ ადამიანთან, ყოფილ შეყვარებულთან. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მიიღებთ იმ აღიარებას, რასაც ელოდებოდით.

მერწყული

მოგინდებათ ყველაფრის სხვებისგან მალულად გაკეთება. ეს შეიძლება იყო ადრე დაწყებული შემოქმედებითი იდეების დასრულება ან ფარული სასიყვარულო კავშირების აღდგენა. ზოგიერთმა შეიძლება აღარ მოინდომოთ თქვენი საყვარელი ადამიანის მალვა. ან შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ადრე ფარული რომანი გაკავშირებდათ. რეტროვენერა მოგიტანთ შეხვედრებს ადამიანთან, ვინც შორს ცხოვრობს. შეიძლება დაკავდეთ ფარული საქმიანობით და რაღაც გადააკეთოთ, დაასრულოთ. ზოგი მიიღებთ ინფორმაციას, რაც ადრე დამალული იყო თქვენთვის. გამორიცხული არაა, აღმოფხვრათ საკითხები, რაც განვითარებას გიშლიდათ. გაზაფხული ამ თვალსაზრისით უკეთესი პერიოდი გექნებათ.

თევზები

გადახედეთ თქვენს სამეგობრე წრეს, თქვენს სოციალურ აქტიურობას. გამორიცხული არაა მიუბრუნდეთ იმ თემებს, რასაც თანამოაზრეებთან ერთად აკეთებდით. ზოგიერთმა შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე მეგობრობდით ან საერთო ინტერესები გაკავშირებდათ. შეიძლება მეგობრების ჯგუფი მოიწვიოთ შინ. შეიძლება დაუბრუნდეთ იმ კოლექტივს, ან ჯგუფს, სადაც ადრე იყავით გაწევრებული. მიუბრუნდით ინტერნეტპროექტებს, გააუმჯობესეთ. ფული შეიძლება მიიღოთ მეგობრებისგან ან იმ პროექტებისგან, რასაც მათთან ერთად აკეთებდით. სურვილების განხორციელებაზე დაფიქრდებით, როგორ მიიღოთ სასურველი.