ავტორი:

რისგან უნდა გათავისუფლდეთ ბედნიერი ახალი წელი რომ გქონდეთ

რისგან უნდა გათავისუფლდეთ ბედნიერი ახალი წელი რომ გქონდეთ

2023 წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო დარჩა, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რისგან უნდა გათავისუფლდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ უკვე ხვალიდან საუკეთესო, წარმატებული და ბედნიერი წელი გქონდეთ:

ვერძი

იმისათვის, რომ მომავალი წელი გქონდეთ წარმატებული და პროდუქტიული, წარსულში უნდა დატოვოთ თქვენი აგრესია და მებრძოლი სურვილი. შეიძინეთ სურნელოვანი სანთლები, დაამშვენეთ თქვენი სახლი დეკორაციებით, შექმენით კეთილი, პოზიტიური ატმოსფერო და კომფორტი თქვენს სახლში.

კურო

მომავლის შიშებისგან თავის დაღწევა გჭირდებათ. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ არ გაქვთ სერიოზული შეშფოთების მიზეზი. ყველაფერს იდეალურად ართმევთ თავს. შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ მედიტაცია, სპა- მკურნალობა, პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა.

ტყუპი

თქვენ გაფერხებთ ყველაფერზე ნერვიულობა და აურზაური, რომელიც თქვენი ქცევისთვის გახდა დამახასიათებელი. დამშვიდდით, შეეცადეთ იცხოვროთ მშვიდი, გაზომილი ცხოვრებით. დაგეგმეთ თქვენი ყოველი დღე და ნუ დაიწყებთ რამდენიმე საქმეს ერთდროულად კეთებას.

კირჩხიბი

ოჯახური უსიამოვნებები და ახლობლებთან ჩხუბი თქვენი შფოთის მთავარი თემაა. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ ამ პრობლემას, თუ გააკონტროლებთ თქვენს ემოციებს და შეეგუებით იმ აზრს, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის და პირადი კომფორტის ზონის უფლება. იმუშავეთ ამ თემაზე რათა ეს პრობლემა ძველ წელს გაატანოთ.

ლომი

თქვენ მუდმივად უნდა იგრძნოთ თავი ცხოვრების მეფედ. ამისთვის მუდამ უნდა იყთ ფორმაში: ახალი ვარცხნილობა, ძვირად ღირებული სამკაული. ეს ყველაფერი მოგანიჭებთ მეტ ქარიზმას და მიმზიდველობას. აუცილებლად და ხშირად იმხიარულეთ ხმაურიან კომპანიაში, რათა მარტოს არ მოგწყინდეთ.

ქალწული

ვინაიდან მაინც ვერ მოიშორებს პერფექციონიზმს, თქვენ მაინც უნდა ეცადოთ ხშირად დაისვენოთ და საკუთარ თავს ცხოვრების მცირე სიხარულის ნება დართოთ. მიზნის მიღწევა ყოველთვის არ არის ცხოვრების აზრი. ნაკლები იფიქრეთ აქტუალურ პრობლემებზე და მეტად იხალისეთ ცხოვრებით.

სასწორი

უნდა გადაწყვიტოთ რა გსურთ და აღარ იყოყმანოთ. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ; ეს გაგაძლიერებთ, თქვენს ენერგიას სწორი მიმართულებით წარმართავს და დაგაპროგრამებთ წარმატებისკენ.

მორიელი

თქვენ გჭირდება უარყოფითი ენერგიისგან თავის დაღწევა. ამისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მიზეზი თქვენს თავშია. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას გარშემო მყოფთა მიმართ და შეწყვიტოთ ადამიანებით მანიპულირება.

მშვილდოსანი

სიამაყე და ამპარტავნება არის ის, რაც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ. დატოვეთ ძველი წყენა და პრეტენზიები გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ ძველ წელში. შემოუშვით მეტი პოზიტივი თქვენს სულში. გასახალისებლად დაგეგმეთ მეტი დღესასწაული, მეტი მოგზაურობა.

თხის რქა

უნდა მიჰყვეთ ინტუიციას ის დაგანახვებთ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან და დაგეხმარებათ ახალ წელში მაქსიმალური პოზიტივით შეხვიდეთ. ყველა თქვენი სურვილი ასრულდება და ახალი პროექტები წარმატებული იქნება.

მერწყული

არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ, თქვენ ჰარმონიული ენერგიების დინებაში ხართ და დადებითად უყურებთ მომავალს. შეინარჩუნეთ ეს კურსი. საკუთარი თავის გასახალისებლად მომავალ წელს შეგიძლიათ იყიდოთ ახალი გაჯეტი, ოღონდ 18 იანვრის შემდეგ, როცა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა.

თევზები

თქვენ მეტი პოზიტივი გჭირდებათ. თავი უნდა დააღწიოთ მსხვერპლის როლში ყოფნას. უარი თქვით არარეალურ ფანტაზიებზე, იყავით გარშემორტყმულიყავით პოზიტიური ადამიანებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია ფეხქვეშ მყარი ნიადაგი და თავდაჯერებულობა.