ვენერა - სიყვარულის, სიამოვნების, სილამაზის, ფულისა და კომფორტის პლანეტა რეტროგრადული (უკანმავალი) გახდა 14 აპრილამდე და უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ დაუშვათ შეცდომები.
ვენერა რეტროგრადულია ხოლმე ორ წელიწადში ერთხელ და გავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. რეტროგრადულ ვენერას მოაქვს სირთულეები ურთიერთობების, სიყვარულის, ფულის, ნდობის სფეროში. ახლა ვენერამ რეტროგრადულ სვლა დაიწყო ვერძის ნიშანში და თევზებში დაასრულებს.
განვიხილოთ, როგორ იმოქმედებს ეს პერიოდი ჩვენზე, რას მივაქციოთ ყურადღება და რომელ ნიშნებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე:
რეტროგრადული ვენერა
ასტროლოგიაში ვენერა სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა. ის ასევე პასუხისმგებელია ჩვენს კომფორტზე, პირად ურთიერთობაზე და იმაზე, თუ როგორ მოდის ფული ჩვენთან და როგორ ვხარჯავთ მას. ქალის ნატალურ რუკაში ვენერა გვიჩვენებს, როგორ გრძნობს თავს ქალი, რა უნარები აქვს ფულის შოვნის, რამდენად იღებს საკუთარ თავს და რომანტიკულ ურთიერთობას მამაკაცთან. მამაკაცის რუკაში გვაჩვენებს როგორი გოგონები მოსწონს მას, როგორი სიყვარული შეუძლია, რაზე ხარჯავს ფულს სიამოვნებით და როგორი გემოვნება აქვს.
როგორ ვლინდება რეტროგრადული ვენერა:
რეტროგრადულ ვენერას შეუძლია დაგვაბრუნოს ძველ ურთიერთობებში, შეგვიქმნას ილუზიები და მოგვცეს ურთიერთგამომრიცხავი ემოციები. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ გრძნობების გამოხატვა და სიყვარულის მიღება, ახალგაცნობილ ადამიანებთან გახსნა და რომანტიკული კონტაქტის დამყარება; ხოლო თუ დაიწყებთ რომანს, ის დიდხანს არ გაგრძელდება.
მოერიდეთ იმპულსურ, დაუფიქრებელ ქმედებებს. შეიძლება იყოს წუხილი, შიშები, ილუზიები ურთიერთობებთან და ფულთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ ძველი ურთიერთობები და კავშირები განახლდეს, მაგრამ ეს დიდი ხნით არ გაგრძელდება. კარგი იქნება იფიქროთ თქვენს ურთიერთობებზე, გადახედოთ მათ და ასევე იზრუნოთ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე.
რეტროგრადული ვენერას დროს (14 აპრილამდე) არ გირჩევთ დაქორწინებას, სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებას პირად ურთიერთობაში, უბრალოდ დაფიქრდით და ობიექტურად გაანალიზეთ. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების (სამოსი, ბინები, მანქანები, სამკაულები, ტექნიკა, ავეჯი) შეძენაზე. მოერიდეთ გარეგნობის რადიკალურ შეცვლას, პლასტიკურ ოპერაციებს. ნუ დახარჯავთ ფულს დაუფიქრებლად (სპონტანური შესყიდვები, ფულის სესხება, გასესხება) არ გააფორმეთ მნიშვნელოვანი გარიგებები, ხელშეკრულებები.
რა შეიძლება გაკეთდეს რეტროგრადული ვენერას დროს: დაასრულეთ დაწყებული პროექტები, ამოცანები; დაფარეთ სესხები, ვალები; გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან, მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი; გადააკეთეთ სამოსი.
რეტროგრადული ვენერას პერიოდის წარმატებით გასატარებლად, ღირს ყველა საკითხს გააზრებულად მიუდგეთ: აკონტროლეთ თქვენი აზრები, სიტყვები, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საჭიროებებს განსაკუთრებით სასიყვარულო და ფინანსების სფეროებში.
რომელ ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მეტად რეტროგრადული ვენერა?
რეტროგრადული ვენერა ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს კუროზე, ქალწულზე, მშვილდოსანსა და თევზებზე. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
ვერძი განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობს ვენერას გავლენას რადგან თქვენს ნიშანშია რეტროგრადული. წარსული სასიყვარულო ინტერესები შესაძლოა დაბრუნდეს, ამიტომ უმჯობესია ამ მხრივ ფრთხილად იყოთ. ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსური საკითხების მიმართაც. მოერიდეთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას.
კურო მიხვდება, რომ პრაგმატიზმი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ვენერას რეტროგრადული პერიოდის განმავლობაში იმატებს რომანტიკისა და კრეატიულობის სურვილს.
ტყუპი აღმოაჩენთ, რომ ძველ მეგობრებს ახსოვხართ. გარდა ამისა, განახლდება დიდი ხნის დავიწყებული პროექტები. არაა გამორიცხული, ძველ ჩანთაში ან სამოსში ფული იპოვოთ.
კირჩხიბს კარიერაში წარმატება და შთამბეჭდავი სიმაღლეების მიღწევა გელით. ზოგიერთი შეიძლება სამოგზაუროდ გაემგზავროთ.
ლომებმა გადახედეთ პრიორიტეტებს; მნიშვნელოვანია, უფრო ნათლად გაერკვიოთ თქვენს სამომავლო გეგმებში და დაიწყოთ სერიოზული ფინანსური ინვესტიციებისთვის მომზადება, მაგალითად, უძრავ ქონებაში.
ქალწული კიდევ უფრო მკაცრი გახდებით თქვენი გეგმის შესრულებაზე. მაგრამ გირჩევთ ზრუნვას თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე; პარტნიორთან კავშირის გაუმჯობესებაზე.
სასწორისთვის რეტროგრადული ვენერას პერიოდი რთული იქნება. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია უთანხმოება და მანიპულირება. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტად უნდა აქციოთ.
რეტროგრადული ვენერას პერიოდი გააუმჯობესებს მორიელების გამძლეობას. გარშემო მყოფები უკეთესად დაიწყებენ იმის გაგებას, თუ რა გინდათ მათგან, შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებით იდეებთან მისაბრუნებლად და მათ დასასრულებლად.
მშვილდოსნების ცხოვრებაში ძველი ნაცნობები გამოჩნდებიან, მაგრამ ეს არ იქნება პოზიტიური გამოცდილება, არამედ საფუძველი თქვენი პრიორიტეტების გადახედვისთვის და მიზეზი, რომ დაიწყოთ ადამიანების უკეთ გაგება. მნიშვნელოვანია იფიქროთ თქვენს უსაფრთხოებაზე.
თხის რქისთვის ეს პერიოდი სიყვარულსა და ოჯახს უკავშირდება. სანამ ვენერა რეტროგრადულია, თქვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება დროის გატარება თქვენს საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობა.
მერწყული თავს აარიდებთ ფუჭ ურთიერთობებს და პასიურ-აგრესიულ კომუნიკაციას. კოლეგებთან ურთიერთობისას კარგია თქვენი ადგილის გადახედვა და მუშაობისადმი თქვენი მიდგომების განახლება.
თევზებისთვის რეტროგრადული ვენერა დიდ გავლენას მოახდენს ფინანსურ საკითხებზე. მოერიდეთ მოულოდნელ ხარჯებს, წარუმატებელ ინვესტიციებს. ნუ იქნებით უყურადღებო ფინანსების მიმართ. აგრეთვე, გადახედეთ ძველ კავშირებს, პირად დამოკიდებულებებს.