როდის შევიჭრათ თმა და მოვერიდოთ სილამაზის პროცედურებს - 2026 წლის აგვისტოს ასტროლოგიური გზამკვლევი

როდის შევიჭრათ თმა და მოვერიდოთ სილამაზის პროცედურებს - 2026 წლის აგვისტოს ასტროლოგიური გზამკვლევი

აგვისტო ყოველთვის გარდამავალი განწყობების თვეა, თუმცა 2026 წლის მიწურული ზაფხული გარეგნობასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს პერიოდი ორ ნაწილად იყოფა - აღდგენის, სიმშვიდისა და ფრთხილი გადაწყვეტილებების ეტაპებად. თუ სარკეში ახალი იმიჯის დანახვა გსურთ, მთავარი ოქროს წესი ასეთია: ნუ იჩქარებთ და პროცედურები სწორად დაგეგმეთ

თუ სარკეში ახალი იმიჯის დანახვა გსურთ, მთავარი ოქროს წესი ასეთია: ნუ იჩქარებთ.

დაბნელების დერეფანი: 12 – 28 აგვისტო

ამ 16 დღის განმავლობაში ემოციური ფონი განსაკუთრებით ცვალებადია. იმპულსურმა სურვილმა, ძირფესვიანად შეცვალოთ გარეგნობა, შესაძლოა რამდენიმე კვირაში სინანული მოგიტანოთ.

რას ვერიდებით: პლასტიკურ ოპერაციებს, აგრესიულ კოსმეტოლოგიას, ექსტრემალურ შეღებვასა და ვარცხნილობის მკვეთრ ცვლილებას.

რა არის რეკომენდებული: კანის კვება, დატენიანება, მსუბუქი მასაჟი და უკვე არსებული ფორმის უბრალო კორექცია.

თმის მოვლა და სტილი

საუკეთესო დღეები (6 – 11 აგვისტო): ვენერა სასწორის ზოდიაქოში გადადის, რაც ჰარმონიისა და დახვეწილობის მოთხოვნილებას აძლიერებს. ეს საუკეთესო ფანჯარაა თმის შესაჭრელად, ფერის განსაახლებლად და იმიჯის მსუბუქი ტრანსფორმაციისთვის.

12 აგვისტოს შემდეგ: აჯობებს შემოიფარგლოთ მხოლოდ დაზიანებული ბოლოების მოჭრითა და გამაჯანსაღებელი ნიღბებით.

კოსმეტოლოგია და ინიექციები

12 აგვისტომდე: მწვანე შუქი აქვს აპარატურულ მოვლას, ბიორევიტალიზაციას, მეზოთერაპიასა და კანის ღრმა წმენდას.

მეორე ნახევარი: ინიექციური პროცედურებისა და ფილერებისგან თავის შეკავება სჯობს, რადგან შეხორცების პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს.

„ცარიელი მთვარის“ საათები

ამ ინტერვალებში დაწყებული პროცედურები ხშირად მოსალოდნელ შედეგს ვერ იძლევა - თმა სწრაფად კარგავს ფორმას, საღებავი უთანაბროდ ჯდება, ეფექტი კი ხანმოკლეა.

მოერიდეთ მნიშვნელოვან ვიზიტებს ამ საათებში:

2 აგვისტო: 15:33 - 23:37

4 - 5 აგვისტო: 21:52 - 05:35

7 აგვისტო: 02:25 - 09:08

9 აგვისტო: 08:27 - 10:45

10 - 11 აგვისტო: 10:30 -11:38

12 - 13 აგვისტო: 20:37 - 13:18

13 - 15 აგვისტო: 22:24 - 17:20

17 - 18 აგვისტო: 14:30 - 00:46

20 აგვისტო: 05:46 - 11:30

22 აგვისტო: 23:31 - 23:59

24 - 25 აგვისტო: 09:30 - 12:01

27 აგვისტო: 00:59 - 22:04

28 - 30 აგვისტო: 19:14 - 05:38

ჯანმრთელობა და შინაგანი ბალანსი

თვის დასაწყისი: მარსისა და ლილიტის დაძაბული ასპექტის გამო მოერიდეთ გადაღლას, კონფლიქტებსა და გაუმართლებელ რისკს.

16 - 18 აგვისტო: მარსისა და რეტროგრადული ნეპტუნის გავლენით იმატებს უყურადღებობით გამოწვეული შეცდომების ალბათობა. დაიცავით ზომიერება მედიკამენტების მიღებისას და უარი თქვით ალკოჰოლზე.

აგვისტოში სილამაზე ბუნებრიობასა და ზომიერებაშია. ენდეთ მშვიდ, ყოველდღიურ რუტინას და რადიკალური ნაბიჯები უფრო სტაბილური პერიოდისთვის გადადეთ.