როგორ აისახება ქორწილის დღე ოჯახურ ცხოვრებაზე

როგორ აისახება ქორწილის დღე ოჯახურ ცხოვრებაზე

შეიძლება თუ არა თქვენი ქორწილის დღემ გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალ ოჯახურ ცხოვრებაზე? შესაძლოა. და ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან კავშირის თარიღის შეგნებულად არჩევით, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ვარსკვლავებისა და პლანეტების მხარდაჭერით, რათა არჩეულ პიროვნებასთან შეძლოთ ერთად იცხოვროთ ბედნიერად, სიყვარულით, ერთგულებით და კეთილდღეობაში.

ქორწილისთვის კვირის საუკეთესო დღეები:

პარასკევი - ვენერას დღე, სილამაზის რომანტიკისა და ვნების დღე.

ხუთშაბათი - იუპიტერის დღე, ბედნიერების პლანეტა, გაგიფართოებთ ყოველგვარ სიკეთეს ყველა სფეროში.

კვირა - მზის დღე, თანაცხოვრების დასაწყებად საუკეთესო დღე. დღე, რომელიც გაჩუქებთ ბედნიერებას და დღესასწაულს.

ქორწილისთვის არასახარბიელო დღე

ეს არის შაბათი , სატურნის დღე - ასკეტური, ცივი პლანეტის. სატურნი გვიგზავნის განსაცდელებს, რომლის მეშვეობითაც, ვიზრდებით, გავდივართ სულიერებამდე. შაბათი არის დუმილის დღე. კარგია საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, მედიტაცია, სულიერი ლიტერატურის კითხვა. ხელსაყრელია ბებია-ბაბუის მონახულება - სატურნი მფარველობს მოხუცებს. ეს დღე აბსოლუტურად არ არის შესაფერისი მდიდრული ქეიფის, დღესასწაულის მოსაწყობად, ხმაურიანი გართობისთვის ან ხალხმრავალი ადგილების მოსანახულებლად.

მთვარის ასპექტები

აირჩიეთ თარიღი მხოლოდ მზარდი მთვარის პერიოდში (ანუ ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე), მთვარის დისკთან ერთად გაიზრდება თქვენი სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

მოერიდეთ ქორწინების დანიშვნას და უფრო მეტიც, ოფიციალურ ქორწინებას მთვარის მე-4, მე-9, მე-14, მე-19 და 29-ე დღეს.

რეტროგრადული პლანეტები

სასურველია, ქორწილის თარიღი ისე აარჩიოთ, რომ ვენერა - სიყვარულის პლანეტა რეტროგრადული არ იყოს. თუ ვენერას რეტროგრადულ პერიოდში დაქორწინდებით - სიყვარულის, ვნების, რომანტიკის ნაცვლად ურთიერთობაში სიცივეს და გაუცხოებას მიიღებთ.

ბედნიერებას გისურვებთ!