ავტორი:

როგორ დავიკლოთ წონაში ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

როგორ დავიკლოთ წონაში ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

საკუთარი წონით კმაყოფილი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. განსაკუთრებით ზაფხულში ცდილობს ყველა ზედმეტი კილოგრამების მოცილებას. გირჩევთ, ყურადღება მიაქცით თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის საჭირო მითითებებს.

ვერძი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ წონაში ადვილად დაკლება. ვერძი მუდამ აქტიურია, მუდამ მოძრაობაშია. მთავარია, კვება დაარეგულიროთ.

კურო

დიეტების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი. ჯერ ყველა ვარიანტს განიხილავთ და მერე აირჩევთ ყველაზე ოპტიმალურს. კუროს იმდენად უყვარს გემრიელად ჭამა და იმდენად არ უყვარს ვარჯიში, რომ ზედმეტ კილოგრამებს თითქმის მთელი ცხოვრება ებრძვის.

ტყუპი

მათ აქვთ ძალიან კარგი მეტაბოლიზმი და, შესაბამისად, წონის წარმატებული დაკლებისთვის მხოლოდ მსუბუქი დიეტის დაცვაა საჭირო.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ფიზიკურ ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის მთავარი სულიერი ჯანმრთელობა და შინაგანი ჰარმონიაა.

ლომი

იმისთვის, რომ წონა სასურველ ნიშნულზე ჩამოვიდეს, ლომებმა უნდა გადახედონ დიეტას - ჯანსაღი საკვები და მინიმალური ვარჯიში პრობლემას მოაგვარებს.

ქალწული

ქალწული იმდენად აკურატულია კვებაში, რომ ზედმეტი წონისგან თითქმის არ იტანჯება. ფიზიკური აქტიურობაც ვალდებულებების გამო მუდმივად უხდება.

სასწორი

თუ წონის დარეგულირება გსურთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. უძილობა თქვენზე უარყოფითდ აისახება.

მორიელი

ფქვილეულს თუ შეამცირებთ, ზედმეტი წონის პრობლემა არ შეგაწუხებთ. ამასთან, თქვენთვის კარგია ცურვა.

მშვილდოსანი

წონის დასაკლებად მხოლოდ დიეტა არ კმარა, საუკეთესო შედეგისთვის საჭიროა აქტიური ფიზიკური ვარჯიშების დამატება.

თხის რქა

თუ თხის რქამ წონის დაკლება გადაწყვიტა, შეუძლია მთელი დღეები იშიმშილოს, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს. ვარჯიშითაც შეუძლია თავი გაიწამოს.

მერწყული

იდეალური წონის შენარჩუნებაში მხოლოდ დილის ვარჯიში გჭირდებათ და რაც მთავარია, იკვებეთ გონივრულად.

თევზები

ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი წვენები და სისტემატური ვარჯიში მასაჟთან ერთად - აი, ის, რაც გჭირდებათ იდეალური წონის შესანარჩუნებლად.