როგორ ემზადებიან ზოდიაქოს ნიშნები სამსახურისთვის? - დილით მისი მკაცრი მზერა ყავის აპარატსაც კი აშინებს

როგორ ემზადებიან ზოდიაქოს ნიშნები სამსახურისთვის? - დილით მისი მკაცრი მზერა ყავის აპარატსაც კი აშინებს

სერიოზული კვირის ბოლოს სახალისო სტატია მოგიმზადეთ. ცოტა იუმორი არ გვაწყენს. ამასთან, ისიც გეცოდინებათ ან უფრო მეტად დააკვირდებით, როგორ ემზადება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი სამსახურისთვის.

ვერძი წასვლამდე 15 წუთით ადრე იღვიძებს, მაგრამ ყველაფერს ასწრებს: მაღვიძარასთან კამათს, ჩაცმას, საუზმეს და დღის გეგმების შედგენას. ოფისში ქარიშხალივით შევარდება, თუმცა ვერ შეამჩნევს, რომ სხვადასხვა ფერის წინდა აცვია.

კურო ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა: საუზმე საღამოს მზადაა, ტანსაცმელი დაუთოებულია და სახლიდან ადრე გადის, რომ სამსახურში მშვიდად მივიდეს, საცობების გარეშე. ამასთან, ისიც მომზადებული აქვს, რა უნდა შეჭამოს შესვენებაზე და დღის გეგმაც გაწერილი აქვს.

ტყუპი გაღვიძებისთანავე ერთდროულად სამ მოწყობილობას რთავს: ტელევიზორში ახალ ამბებს, ყურსასმენებში პოდკასტს და ლეპტოპზე მემების სერიას. სამსახურში როგორც წესი, აგვიანებენ, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ახერხებენ ყველაფრის გაკეთებას და რაც მთავარია, ერთდროულად. თანაც, სამსახურში მისვლამდე გაუთავებლად საუბრობენ მობილურზე და უკვე ყველა უახლესი ჭორი იციან.

კირჩხიბი დილას საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვით იწყებს: ამზადებს ფაფას, ამოწმებს, რომ სახლში ყველასთვის იყოს კომფორტი და კატას ეფერება წარმატებისთვის. სამსახურში აუცილებლად წაიღებს სადილს ან დესერტს, რათა თავი ისე იგრძნოს, როგორც სახლში. ხანდახან, მათ სამსახურში ოთახის ჩუსტებიც კი აქვთ, მეტი სიმყუდროვისთვის.

ლომი სახლიდან ისე გადის, თითქოს პოდიუმზე უნდა გაიაროს: თმა იდეალურად აქვს, ჩაცმულობა - გააზრებული და დახვეწილი. ის ყოველთვის ოფისის ვარსკვლავია. სამსახურში მისვლამდე კი კაფეში უნდა შეიაროს მოდური ყავის დასალევად.

ქალწული მაღვიძარამდე იღვიძებს, ასწრებს ვარჯიშს, საუზმის მომზადებას და სამუშაო ჩანთის მოწესრიგებას და სამსახურში მიმავალ გზაზე დღის გეგმაზე ფიქრობს. ამავდროულად, ქუჩაში არსებულ ყველა შეცდომას ამჩნევს.

სასწორი ნახევარ საათს იდეალური ლუქის არჩევაში ხარჯავს, შემდეგ კიდევ ნახევარი საათი ფიქრობს: იქნებ სხვა რამე ჩაიცვას? სახლიდან უკვე დაგვიანებული გადის, მაგრამ იმდენად მომხიბვლელია, რომ ამას ვერავინ ამჩნევს.

მორიელი სამსახურისთვის ისე ემზადება, თითქოს სპეცოპერაციაზე მიდის. მან იცის, სად არის გასაღებები, რა ჩაიცვას და როგორ გამოიყურებოდეს, რათა კოლეგებს ერთდროულად შეეშინდეთ და პატივი სცენ. ვის რა უნდა დაავალოს სამსახურში მისულმა და მისი განწყობა? ეს განსაკუთრებულია.

მშვილდოსანი გაღვიძებისთანავე მხიარულ განწყობაზე დგება, გზაში ყავას მიირთმევს და ხანდახან საერთოდ ავიწყდება, რატომ მიდის სამსახურში. მაგრამ ეს მას საერთოდ არ აწუხებს: წინ უამრავი თავგადასავლები ელის, თუნდაც ეს მეტროთი მგზავრობა იყოს.

თხის რქა უკვე სამსახურშია, როცა სხვები იღვიძებენ. პუნქტუალური და თავშეკავებულია და ყოველთვის იცის, როგორ გაანაწილოს რესურსები საუკეთესოდ. თუმცა, დილით მისი მკაცრი მზერა ყავის აპარატსაც კი აშინებს.

მერწყულს შეუძლია სახლიდან პიჟამით გავიდეს, რადგან ეს მისთვის კომფორტულია. მთავარია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობდეს: სამყაროს გადარჩენაზე, ახალ ტექნოლოგიებზე ან როგორ გაამხნეოს ყველა სოციალურ ქსელებში ერთი მახვილგონივრული პოსტით.

თევზებმა გაიღვიძეს, მაგრამ ჯერ ვერ გამოფხიზლდნენ. ძილ-ბურანში ემზადებიან. აუჩქარებლად მიირთმევენ ყავას, გემოვნებით იცვამენ და თუ სამსახურში დროულად მოვიდნენ, ეს ნიშნავს, რომ სამყარო ნამდვილად ჰარმონიაშია მათთან.