წელიწადში რამდენჯერმე მერკური რეტროგრადული ხდება. ამჯერად, პლანეტა უკანმავალი გახდა 26 ნოემბერს და დარჩება 16 დეკემბრამდე. ამ მოვლენის შესახებ ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ, ახლა კი განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს და როგორ უნდა მოიქცეთ, რათა ნაკლებად დაზარალდეთ ამ ერთთვიან პერიოდში.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ იქნება კომუნიკაციის პრობლემა, გაუგებრობა, გასაიდუმლოება, ზედმეტი ეჭვი და მცდარი წარმოდგენები.
პროფესიულ სფეროში კარგია ყველა დეტალის გაანალიზება. გადაიკითხეთ საბუთები ხელის მოწერამდე, გაგზავნამდე.
4-დან 6 დეკემბრამდე განსაკუთრებით რთული დროა. ფრთხილად იყავით, რადგან ირგვლივ აგრესია და კონფლიქტები იქნება, ადამიანებში კი ლოგიკა “გამორთულია“.
ამ პერიოდში შესაძლებელია სამხედრო კონფლიქტების ესკალაცია.
აკონტროლეთ ემოციები, დაამშვიდეთ გონება.
არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს 16 დეკემბრამდე, თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება. ამ შემთხვევაშიც იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული დეტალებისადმი.
არ შეიძინოთ კომპიუტერული და სამზარეულო ტექნიკა 16 დეკემბრამდე.
ფრთხილად იყავით თქვენს გამონათქვამებში, სოციალურ ქსელებშიც.
თუ საჩქარო არაა, ნუ დაიწყებთ ახლის შესწავლას, განსაკუთრებით, უცხო ენის.
ფრთხილად იყავით საჭესთან, მგზავრობისას, ბილეთების შეძენა უმჯობესია გადადოთ. შესაძლებელია შეფერხება მგზავრობისას.
თუ გარშემო მყოფებისგან აგრესიას წააწყდებით, გახსოვდეთ, რომ ახლა რთული დროა და ეცადეთ გაატაროთ, სხვა თემაზე გადაიტანოთ საუბარი.
მოერიდეთ კომუნიკაციას, რთულ თემებზე, რთულ ადამიანებთან, საკამათო საკითხებზე. თუ ადამიანს განსხვავებული მოსაზრება აქვს, აღარ შეეკამათოთ.