როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულს

როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულს

სიყვარულის ენა მზაკვრული რამ არის: ჩვენს პარტნიორს შეუძლია ხმამაღლა იყვიროს თავისი გრძნობების შესახებ და ჩვენ გვეჩვენებოდეს, რომ ის აბსოლუტურად გულგრილია ჩვენ მიმართ. ზოგიერთი შეყვარებული კი საერთოდ ვერ ლაპარაკობს საკუთარი გრძნობების შესახებ. ვნახოთ როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულს:

ვერძი

თავშეუკავებლობით ცნობილ ვერძს თუ შეუყვარდა, მაშინვე გადადის ნათელ მხარეზე: მკვეთრი და თუნდაც შეურაცხმყოფელი სიტყვების ნაცვლად, უპირატესობას ანიჭებენ მხარდაჭერისა და კომპლიმენტების გამოხატვას. და, სხვათა შორის, თავადაც სიყვარულით გაიფურჩქნებიან, თუ მათ სანაცვლოდ განადიდებთ.

კურო

კურო მატერიალისტია, გრძნობებს ექსკლუზიურად გამოხატავს. ძვირად ღირებული საჩუქრებით, ლამაზი ჟესტებით. თუ თქვენი სიყვარული მის ცხოვრებას უკეთესს, მარტივს და სასიამოვნოს არ ხდის, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ გრძნობას. და ასეცაა...

ტყუპი

ტყუპს ვერაფერი გააჩუმებს თუ მას მოსწონხართ, გაუფრთხილდით ყურებს. მათ ყველაფერზე მეტად უყვართ კომუნიკაცია მათთან, ვინც უყვართ, საუბარი შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ემოციური, თუნდაც ვნებიანი, მაგრამ არასოდეს მოსაწყენი.

კირჩხიბი

აქტიური ზრუნვა კირჩხიბის სიყვარულის ენაა. მას შეუძლია არ ისაუბროს თავის გრძნობებზე, შეუძლია გულგრილობა გამოიჩინოს, მაგრამ თუ მას ნამდვილად მოსწონხართ, დარწმუნებული იყავით: მზრუნველობა ძალიან, ძალიან ძლიერი იქნება თქვენ მიმართ.

ლომი

ლომი სიყვარულში თაყვანს სცემს საკუთარ თავს და არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას აღფრთოვანდეს საკუთარი თავით ამ შესანიშნავ როლში. და სასიყვარულო პარტნიორი, თუნდაც ყველაზე მგზნებარე, რეალურად არის მხოლოდ ობიექტი. გრანდიოზულ შოუში, რომელსაც მოსიყვარულე ლომი ატარებს მას აუცილებლად სჭირდება მაყურებელი და დარწმუნებული იყავით: ლომი სიყვარულს ისე ხმამაღლა გამოხატავს, რომ მისი გრძნობების შესახებ ყველა გაიგებს.

ქალწული

ცივ და საკმაოდ ეგოისტურ ქალწულს ნამდვილად არ ესმის რომანტიკა, მით უმეტეს, ლამაზი ჟესტების. მაგრამ ის აუცილებლად შეამჩნევს, რომ საყვარელ ადამიანს აქვს პრობლემა, სიამოვნებით დაუთმობს თავის თავისუფალ დრო და დაეხმარება მის მოგვარებაში.

სასწორი

ყველაზე რომანტიკოსი - სასწორი - არ ერიდება სიყვარულის ლამაზი ჟესტებით გამოხატვას, არც საჩუქრების მირთმევა ავიწყდება საყვარელი ადამიანისთვის. უფრო მეტიც, საჩუქარი ზუსტად შეესაბამება მისი საყვარელი ადამიანის საიდუმლო სურვილებს.

მორიელი

შეყვარებული მორიელი ცდილობს თავისი საყვარელი ადამიანის გვერდით იყოს ნებისმიერ დროს. ის იქნება მისი მფარველი და დამხმარე, დაიცავს და უპატრონებს.

მშვილდოსანი

შეყვარებულ მშვილდოსანს თავისი საყვარელი ადამიანის მთელი დრო სჭირდება – რა თქმა უნდა, ერთობლივი თავგადასავლებისთვის. მას უყვართ მდიდრული და რომანტიკული ჟესტები.

თხის რქა

მიწაზე მყარად მდგარი თხის რქა ცოტა მშრალი და უემოციოა და სიყვარულს აბსოლუტურად მიწიერი სახით გამოხატავს: ზრუნვითა და დახმარებით. ის აფასებს სტაბილურობას, პრაქტიკულობას და საიმედოობას.

მერწყული

მერწყულები შესანიშნავად მალავენ თავიანთს გრძნობებს და არ აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ დამოკიდებულებას: შეგიძლიათ მათთან ერთად იცხოვროთ ათი წელი და მაინც ვერ გაიგოთ, რას გრძნობენ ისინი თქვენ მიმართ. მაგრამ თუ თქვენი მერწყული სულ უფრო ცდილობს თქვენ ერთად დროის გატარებას, რამის შესწავლას, მოგზაურობს და თანაც ცდილობს რამე ახლის გამოგონებას თქვენთვის, სავარაუდოდ, მას ნამდვილად მოსწონხართ.

თევზები

სიყვარულში, როგორც არც ერთ სხვა სფეროში, ვლინდებიან თევზები. ისინი სიხარულით გამოხატავენ გრძნობებს მზრუნველობითა და აქტიური დახმარებით, მაგრამ არანაკლებ უყვართ ლამაზი ჟესტები, რომანტიკული საჩუქრები და პაემნები. თუ თქვენ ნამდვილად ძვირფასი ხართ თქვენი თევზისთვის, ის არასოდეს, არც ერთხელ არ გააუქმებს დაგეგმილ შეხვედრას თქვენთან.