ავტორი:

როგორ გავიგოთ, როდის მიგატოვებთ საყვარელი ადამიანი

როგორ გავიგოთ, როდის მიგატოვებთ საყვარელი ადამიანი

არის მინიშნები, რომლებიც დამახასიათებელია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომლებითაც შეგიძლიათ დანამდვილებით განსაზღვროთ, რომ თქვენს ურთიერთობაში კარგი აღარაფერი მოხდება და დაცილების დროა. პირველი ნიშნების ამოცნობა თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაში შეინიშნება. მთავარია, მისი ზოდიაქოს ნიშანი იცოდეთ:

ვერძი: როცა შენი კონკურენტი ხდება

ვერძს უყვარს გამოწვევები. სურს ცხოვრებაში ყველა თასის მოგება. შეიძლება უაღრესად მომხიბვლელი იყოს, როცა ის შენი გულის მოგებას ცდილობს, მაგრამ ... ვერძთან ურთიერთობაში ყველაფერი ყოველთვის მცირე კონფლიქტებით იწყება, მაგრამ ასეთი უფრო მეტი იქნება, რადგან ის ყოველ ნაბიჯზე შეეცდება შენს დამარცხებას. სანამ მიხვდები, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება, როცა შენთან ერთად ცხოვრება ბრძოლის ველს დაემსგავსება და არა მყუდრო ბუდეს.

კურო: როცა აღარ გეხუტებათ

კუროები თითქმის ნატურალური ზომის დათუნიები არიან, ამიტომ მათთვის ჩახუტება სიყვარულის ენაა. და თუ შენმა კურომ შეწყვიტა ჩახუტება, მაშინ რაღაც არასწორედ მიდის. ნაზ კუროს გამუდმებით სწყურია ინტიმურ მოფერება, ალერსი, ეს მათ ენერგიით ავსებს. ასე რომ, ჩახუტების არარსებობა ნამდვილი განგაშის ზარია.

ტყუპი: როცა ჩუმდება

ტყუპს უყვარს ყველაფერზე საუბარი. უახლესი ჭორები, მხიარული მემები, ამინდი... როდესაც ეს “გაუთავებელი რადიო“ აჩერებს მაუწყებლობას აშკარა მიზეზის გარეშე, ეს მიუთითებს, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის. თუ ორივე ხანგრძლივ და დაძაბულ სიჩუმეში ხართ ჩარჩენილი, დროა სიმართლე გაარკვიოთ.

კირჩხიბი: როცა მას აღარ სჭირდება თქვენი ემოციური მხარდაჭერა

კირჩხიბი ნებისმიერი ურთიერთობის ქვაკუთხედად ნდობას მიიჩნევს. ურთიერთობაში მას სურს თავისი გრძნობების გაზიარება და სანაცვლოდ თქვენის მოსმენა. მაგრამ თუ ის გრძნობს, შენს სიცივეს, ის თავის ნაჭუჭში ჩაიკეტება. თუ კირჩხიბმა შეწყვიტა შენგან ემოციური მხარდაჭერის მიღება, მაშინ ის ამას სხვაგან იღებს და შენ აღარ ხარ მისი ერთადერთი.

ლომი: როცა შენი სექსუალური ცხოვრება დასრულდება

ლომი რომანტიკული და მგრძნობიარე ბუნებისაა. სიყვარული საშუალებას აძლევს თავი იგრძნოს სამყაროს ცენტრად და თუ შენგან ვერ ღებულობს მას, სხვისგან მიიღებს. დააკვირდი, თუ შენდანი სიყვარულის გამოხატვა გაფუჭდა, არ გეალერსება, მას შენთან ურთიერთობის გაფუჭებაც მოჰყვება.

ქალწული: როდესაც შეწყვეტს თქვენი მომავლის ერთად დაგეგმვას

ქალწული დამგეგმავია. მას მომავლის ხუთწლიან გეგმასაც კი აქვს შედგენილი. ის ფიქრობს და განიხილავს ყველაფერს მინიმუმ სამჯერ. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს, ის ყოველთვის გრძელვადიანია ქალწულებისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ მან შეწყვიტა დაგეგმვა? ეს იმიტომ, რომ მას აღარ აქვს შენთან დაკავშირებული გეგმები.

სასწორი: როცა ის არც კი ცდილობს შენს გაგებას

სასწორთან ურთიერთობა ნიშნავს პარტნიორობას და ბალანსს. მას უყვარს პარტნიორების დაბალანსება. მაგრამ წითელი შუქი ირთვება, როდესაც ის წყვეტს შენი თვალსაზრისის გაგებას, ან უარესი, არც ცდილობს მის გაგებას. ეს ნიშნავს, რომ შენ აღარ ხარ მის გუნდში.

მორიელი: როდესაც მისი ხუმრობები შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ხდება

მორიელი არამარტო უნდა გიყვარდეს, არამედ მისი გეშინოდეს კიდეც. მაგრამ დგება მომენტი, როცა მორიელის სასიყვარულო ფლირტები გადის გართობის საზღვრებს, გადაიქცევა ნამდვილ სისასტიკეში. ასეთ დროს დროებით დაცილება კი არა, სამუდამოდ დაშორება ჯობია.

მშვილდოსანი: როდესაც თქვენთან ერთად თავგადასავალს აღარ ეძებს

მშვილდოსანთან ურთიერთობა ყოველთვის თავგადასავალია. აშკარა ნიშნები იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება, შემდეგია: შეწყვიტეთ ერთად გართობა, ჩაფლული ხართ რუტინაში. მისი უცნაურობები, რომლებიც ოდესღაც გხიბლავდათ, ახლა უბრალოდ გამაღიზიანებელია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაშორების პირას ხართ, მშვილდოსანი კი ამას უკვე მიხვდა.

თხის რქა: როცა საქმე შენზე უფრო მნიშვნელოვანია

დიახ, თხის რქები ცნობილი არიან თავიანთი შრომისმოყვარეობით. ეს არ არის პრობლემა. მაგრამ როცა თხის რქა ამბობს, რომ დრო საერთოდ არ აქვს და სამუშაოს საბაბად იყენებს, რომ არ გნახოს, ეს არის ნამდვილი პრობლემა. სინამდვილეში, მან ყოველთვის იცის, როგორ გამონახოს დრო მათთვის, ვინც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მერწყული: როცა მეგობრებთან აღარ მიყავხარ

მერწყულებს უყვართ მეგობრები. მათთვის მეგობრობა ყოველთვის პირველ ადგილზეა. და თუ რაღაც მომენტში მერწყული შეწყვეტს შენს წაყვანას მეგობრულ შეკრებებზე, ის ფიქრობს, რომ მისთვის აღარ ხარ შესაფერისი.

თევზები: როცა მას არ აინტერესებთ

თევზები მგრძნობიარეები არიან, მათ იციან როგორ თანაუგრძნონ სხვას. თუ შეამჩნევთ, რომ ის თითქოს ითიშება, როცა რამეს უყვებით ან ეწუწუნებით, თუ გულგრილია შენ მიმართ, თუ არ აინტერესებს შენთან დაკავშირებით არაფერი, ეს დასასრულის დასაწყისია.