როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება ცოცხის დახმარებით

როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება ცოცხის დახმარებით

ცოცხი ყველა ოჯახშია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას მაგიური თვისებები აქვს. გაეცანით რჩევებს და გამოიყენეთ თქვენთვის სასარგებლოდ. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს გარკვეული "ცრურწმენები", რომელიც ცოცხს უკავშირდება.

  • უნდა გახსოვდეთ, რომ ცოცხი ყოველთვის ტარით ზემოთ დადოთ. ეს ოჯახში ბარაქიანობის სიმბოლოა.
  • არასოდეს გადახვეტოთ ცოცხით პარმაღი - სიღარიბე და ფულის გადინება იცის.
  • ცოცხზე გადაბიჯებას ოჯახში ჩხუბი და კინკლაობა მოაქვს.
  • ძველი (დაძენძილი) ცოცხი სასწრაფოდ ახლით შეცვალეთ, თუ არ გინდათ, რომ ფინანსური საქმეები უკან წაგივიდეთ.
  • ახალ ცოცხს ხეებს ურტყამენ ძირებში, ამბობდნენ ასე მოსავლიანობა იზრდებაო.
  • ჭირვეულ თოთო ბავშვებს ახალ ცოცხს მოატარებდნენ დაძინებულზე, ნაკლებად ჭირვეული ხასიათის გაიზრდებაო.
  • ახალ მთვარეზე შეძენილი ახალი ცოცხით კი მომავალი ორი კვირის ნაყოფიერებას "აპროგრამებენ".
  • გასათხოვარ და ბედისმაძიებელ ქალებს, ძველად აიძულებდნენ ახალ ცოცხზე ცხრაჯერ გადახტომას. სჯეროდათ, რომ საბედო მალე გამოჩნდებოდა.
  • სხვას არასოდეს მისცეთ საშუალება თქვენი სახლი გამოხვეტოს. ეს უიღბლობის ნიშანია.
  • თუკი არასასურველი სტუმარი გყავდათ და გინდათ იგი თქვენთან აღარ მოვიდეს, მისი წასვლის შემდეგ შემოსასვლელი გამოხვეტეთ და იგი, არასოდეს მოისურვებს მომავალში თქვენთან სტუმრობას.