სანამ მზე მშვილდოსნის ზოდიაქოშია, გავიგოთ, როგორები არიან ამ ნიშნის წარმომადგებლები და როგორ უნდა მოვიქცეთ, მათთან კარგი ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ. რჩევები ძირითადად მშვილდოსნებზე შეყვარებულ ადამიანებს გამოადგებათ. მშვილდოსანი - ემოციური, ტემპერამენტიანი ადამიანების ნიშანია. თქვენ შეგიძლიათ მათთან ერთად ერთჭერქვეშ იდეალურად თანაცხოვრება, უბრალოდ, წაიკითხეთ 5 რჩევა ასტროლოგისგან:
მოგიწევთ უფრო ენერგიული გახდეთ
მშვილდოსნები არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ მოძრაობენ. დროდადრო სადღაც მიდიან, გარბიან, მიფრინავენ. მათ იშვიათად აქვთ დღეები, როცა უბრალოდ უნდათ დივანზე დაწოლა და არაფრის კეთება. თუ გინდათ, რომ მშვილდოსანი ყოველთვის თქვენთან იყოს, მოგიწევთ მის ცხოვრების რიტმს შეესაბამებოდეთ. თუ თქვენ ზარმაცობთ, როდესაც ის აქტიურია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაძაბულობა თქვენ შორის. მშვილდოსნებს სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადაა მათთან ერთად ახალი მწვერვალების დასაპყრობად, ახალი ადგილების აღმოსაჩენად.
იყავით გულუხვი
ეს არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელშიც უნდა დაემსგავსოთ მშვილდოსანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან გულუხვები არიან და ყოველთვის ცდილობენ სიკეთე გაუკეთონ გარშემო მყოფებს. ამიტომ მშვილდოსანთან რჩება მხოლოდ ის, ვინც იცის მიღება და გაცემაც შეუძლია. ეს არ არის მხოლოდ ფული, თქვენ უნდა შეგეძლოთ სხვისთვის ენერგიისა და დროის გაცემაც. თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, მშვილდოსანთან დიდხანს ვერ გაძლებთ.
შეცვალეთ გარემო
მშვილდოსანთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია მუდმივად იპოვოთ გართობისა და დასვენების ახალ-ახალი გზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სძულთ რუტინა. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ ჩვევებს, რადგან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაგრამ უმჯობესია არ დაივიწყოთ ინოვაცია, მუდმივად განახლდეთ. იარეთ ახალ ადგილებში, მოუსმინეთ ახალ მუსიკას, ეწვიეთ ახალ ქალაქებს და ერთად მოძებნეთ ახალი მეგობრები.
ნუ გააკრიტიკებთ მშვილდოსანს
ამ ადამიანის გაკრიტიკება არ შეიძლება. თუ რამე არ მოგწონთ, შეეცადეთ მიანიშნოთ რაც შეიძლება მეგობრულად და კიდევ უკეთესი - ხუმრობით. მშვილდოსნები ყოველთვის ისმენენ იმას, რასაც ეუბნებიან, არასოდეს გამოტოვებენ რაიმე მნიშვნელოვანს, მაგრამ უმჯობესია, უფრო ხშირად შეაქოთ. თუნდაც, უმნიშვნელო დეტალისთვის.
არ დაარღვიოთ მშვილდოსნის თავისუფლება
მშვილდოსანი არ მოითმენენ, როდესაც მეორე ნახევარი იწყებს მისი პირადი საზღვრების დარღვევას – ეჭვიანობს მასზე, ურჩევს რა და როდის გააკეთოს, შინ როდის დაბრუნდეს. თუ მშვილდოსანს სურს შაბათ-კვირის გატარება სხვა ქალაქში, მეგობრების გარემოცვაში, მაშინ არ უნდა გადააფიქრებინოთ. მშვილდოსანი კონტროლს ვერ იტანს. ნუ მოექცევით მას ისე, როგორც მკაცრი მშობელი შვილს. იოლად დაკარგავთ. მიეცით მეტი თავისუფლება, გაუშვით, რომ ისევ დაგიბრუნდეთ.