ავტორი:

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი სამოსის ფერითა და ჩაცმის სტილით

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი სამოსის ფერითა და ჩაცმის სტილით

მამაკაცის ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების ცოდნა სასარგებლოა, თუ გსურთ მისი გულის მოგება და მისი ყურადღების მიქცევა. ჩვენი რჩევები განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ პირველ პაემანზე მიდიხართ:

ვერძი ბუნებით თავგადასავლების მოყვარულია და უყვარს თამამი ტანსაცმელი. მას მოსწონს წითელი ფერი, ასე რომ დაამატეთ სიკაშკაშე თქვენს იერს! ეს შეიძლება იყოს მინი ქვედაკაბა ან თუნდაც მოდური ალისფერი ჩექმები.

როგორც მიწის ნიშანი, კუროს უყვარს უბრალოება. ყავისფერი მისი საყვარელი ფერია, ამიტომ შეეცადეთ გამოიყენოთ ეს ცოდნა თქვენს სასარგებლოდ. თუ კუროს ხვდებით, ჩაიცვით ფორმალურად. ამ ნიშნის მამაკაცებს იზიდავთ ქალები, რომლებიც აფასებენ საქმიან სტილს.

ტყუპისთვის ტანსაცმლის არჩევა სახალისო და საინტერესო პროცესია. ისინი ბუნებით თავისუფალნი არიან, გახსნილები ყველაფერი ახლის მიმართ. ტყუპს უყვართ უჩვეულო მასალები: ხავერდი, მაქმანი, ორგანზა.

კირჩხიბი ბუნებით შინაურია და არცთუ ისე პრეტენზიული. მოსწონს ყველაფერი ნაცნობი. კარგად მორგებულმა ჯინსმა და უბრალო მაისურმა შეიძლება გააგიჟოს თქვენი კირჩხიბი. იგი ასევე აღფრთოვანდება ლურჯი-ფირუზისფერი პალიტრით - გამოიყენეთ ეს ფერები სახლის ტანსაცმლის არჩევისას: ხალათის ან პიჟამას.

ლომებს იზიდავთ ნათელი და მდიდარი ფერები. ამ ნიშანს უყვარს ბზინვარება და კაშკაში. ლომთან შეხვედრისას თქვენი ჩაცმულობა სადღესასწაულო უნდა იყოს. სცადეთ ატლასის კაბა ან ბრჭყვიალა ქვედაკაბა.

ქალწული მამაკაცები მორცხვები, მოკრძალებულები არიან. მის გრძნობებს რომ შეეხოთ, ჩაიცვით ქალური პასტელის კაბა ყვავილოვანი პრინტით. ქალწულს ნამდვილად მოეწონება ქალურობა თქვენს გარდერობში!

სასწორი თავშეკავებული ნიშანია, იგი ისწრაფვის წონასწორობისა და სილამაზისკენ. თქვენი სტილი მარტივი და დახვეწილი უნდა იყოს. შეარჩიეთ თანამედროვე აქსესუარები, მაგრამ ამავდროულად ჩაიცვით კლასიკურად. მოერიდეთ მკვეთრ ფერებს - ამით დააფრთხობთ მამაკაც სასწორს.

მორიელები ტრაბახები არიან. მათ უყვართ სოციალიზაცია და ცხოვრებით ტკბობა. მორიელ მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ჩიფონის ბლუზები და გამჭვირვალე კაბები თავიანთ რჩეულებზე. შეეცადეთ ქალური სამოსი სამხედრო სტილს მიუსადაგოთ.

მშვილდოსანი ყოველდღიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. აირჩიეთ კაპიუშონე, შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი ან უბრალოდ ისეთი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. მშვილდოსან მამაკაცს არ მოსწონს, როცა მის ქალს რაღაც არასასიამოვნო აცვია და მერე წუწუნებს.

თხის რქას უყვარს შთამბეჭდავად გარეგნობა. მისთვის მოდა ხელოვნებაა და ის ნამდვილად დააფასებს, თუ პარტნიორი შეეცდება მუდამ მოდურად გამოიყურებოდეს. მამაკაცებს უყვართ თავიანთი ქალების ყურება, რომლებსაც აცვიათ კაბები, აქვთ დახვეწილი ნივთები და აქსესუარები.

მერწყულს უყვარს ვინტაჟური ტანსაცმელი და აქსესუარები. მას იზიდავს უნიკალური ნივთები: აბრეშუმის შარფები, ბაფთიანი ბლუზები, ქურთუკები ნაქარგებით. ასე რომ, იპოვეთ რაიმე განსაკუთრებული და არ დაგავიწყდეთ მოუყვეთ საინტერესო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შემოვიდა ეს ნივთი თქვენს ცხოვრებაში.

თევზები თავისი გემოვნებით რბილი და ბუნებრივი ნიშანია. ჩაიცვით მარტივად, მაგრამ ელეგანტურად. იყავით განსხვავებული, რათა მიიზიდოთ თევზები. მაგალითად, მას მოეწონება ნაქსოვი ქსოვილის გრძელი კაბა ან ქვედაკაბისა და ყელიანი სვიტერის დუეტი.