ავტორი:

როგორ მოხიბლოთ გოგონა საახალწლო წვეულებაზე, ინსტრუქცია მამაკაცებისთვის

როგორ მოხიბლოთ გოგონა საახალწლო წვეულებაზე, ინსტრუქცია მამაკაცებისთვის

სწორედ ახალ წელს არის დიდი შანსი, გაიცნოთ ადამიანი და მოხიბლოთ; სადღესასწაულო ატმოსფერო ხელს უწყობს ცდუნებას და რომანტიკას. მთავარია იცოდეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანია გოგონა, რომლის გულის მოგებასაც აპირებთ:

ვერძი უყვარს სითამამე და პირდაპირობა. ვერძი გოგონა დაინტერესდება, როცა მაცდურ წინადადებას მიიღებს საინტერესო მამაკაცისგან.

კურო გოგონა თქვენს მზრუნველობას დააფასებს. საკმარისია, სიცივეში პიჯაკი მხრებზე მოაცვათ, ყურადღებით მოუსმინო მის ამბებს და ნამცხვრის ნაჭერი მიუტანოთ.

ტყუპის გულის დაპყრობა ყველაზე ადვილია ინტელექტითა და იუმორით. მას საახალწლო კონკურსების უშიშარი მონაწილეც დააინტრიგებს, განსაკუთრებით თუ გამარჯვებული გახდებით.

კირჩხიბი გოგონა ოჯახურ წვეულებაზე დაპატიჟეთ, თუ მან მიგიპატიჟათ, შეუქეთ კულინარიული უნარები. და არ დაგავიწყდეთ კარგი საახალწლო კომედიის ჩართვა.

ლომი დაუღალავად უნდა აქოთ და ადიდოთ. მან უნდა დაინახოს აღტაცება თქვენს თვალებში და უნდა იცოდეს, რომ წვეულების დედოფალია.

ქალწულ გოგონას უთხარით, რომ ახალი წლის ღამეს ცოტა იმედგაცრუებული ხართ, რადგან ისიც ამაზე ფიქრობს. დაანახვეთ, რომ ინტელექტუალი და აკურატული ხართ.

სასწორი გოგონა აღფრთოვანდება, თუ მისი ძალისხმევა შენიშნეს და დააფასეს. შეუქეთ ლამაზი ჩაცმულობა, საჩუქრები; გაანებივრეთ ქათინაურებით.

მორიელი უყვარს დახვეწილი და მოხდენილი ფლირტი. დააფასებს მსუბუქ მინიშნებებს და "თვალებით თამაშს".

მშვილდოსნის გულის მოსაგებად მოგიწევთ მთელი თქვენი მჭევრმეტყველებისა და იუმორის გამოვლენა. მას უყვარს ცეკვა და აუცილებლად უნდა მიიწვიოთ საცეკვაოდ.

თხის რქა გოგონა ხმაურიან წვეულებაზე არაკომფორტულად გრძნობს თავს. შეგიძლიათ მოიწვიოთ უფრო მშვიდ ადგილის სასაუბროდ, კარიერასა და მიღწევებზე.

გახდით შეუცვლელი მეგობარი მერწყული გოგონასთვის ახალი წლის ღამეს. წაახალისეთ მისი ყველა სასაცილო იდეა, ჩაერთეთ ექსპერიმენტებში, ჩაიცვით თოვლის ბაბუის სამოსი მის გასამხიარულებლად.

თევზებ გოგონას გაუხარდება, თუ ახალი წლის აღნიშვნის შეთავაზებთ სახურავზე, მყუდრო აგარაკზე ან მთის კურორტზე. იყავით რომანტიკული, ეს მას ნამდვილად მოეწონება.