როგორ შეიცვლება თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება ზაფხულში: ჰობი შემოსავალს მოგიტანთ, სიყვარულს გზაში იპოვით, სარისკო ინვესტიციებს მოერიდეთ

როგორ შეიცვლება თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება ზაფხულში: ჰობი შემოსავალს მოგიტანთ, სიყვარულს გზაში იპოვით, სარისკო ინვესტიციებს მოერიდეთ

ზაფხულში უმეტესობა ისვენებს, მაგრამ ზოგიერთს მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობებში, კარიერასა და ფინანსურ სფეროში. ასე, რომ ნუ მოდუნდებით. ვნახოთ, რას ურჩევენ ვარსკვლავები თითოეულ ნიშანს ზაფხულში:

ვერძი

აგვისტოსთვის ფინანსებს ყურადღება დასჭირდება: მოულოდნელმა ხარჯებმა შეიძლება ბიუჯეტში გარღვევა გამოიწვიოს. რაც შეეხება ურთიერთობებს, ნუ დაწვავთ ხიდებს. ზოგჯერ საკმარისია გვერდზე გადადგათ ნაბიჯი, რომ მიზანი უკეთ დაინახოთ.

კურო

ივლისში სახლის მორთვა, ავეჯის გადალაგება ან ყვავილების მოვლა გაგახარებთ. კარიერაში მოულოდნელ შემობრუნება გელოდებათ, კოლეგა, რომელთანაც იშვიათად ურთიერთობთ, შემოგთავაზებთ თანამშრომლობას, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი პროფესიული გზა. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ ეჭვიანობა.

აგვისტოს ბოლოსთვის ვარსკვლავები გირჩევენ, ჩადოთ ინვესტიცია ისეთ რამეში, რაც თქვენს სულს ესიამოვნება.

ტყუპი

ივლისის შუა რიცხვებიდან, აურზაურისგან დაღლილს, დასვენება მოგინდებათ, წიგნის კითხვა და ბუნებაში სეირნობა.

აგვისტო ფინანსური შესაძლებლობების თვე იქნება: ძველი ვალი დაგიბრუნდებათ, ჰობი კი პირველ შემოსავალს მოგიტანთ.

ურთიერთობებში მოერიდეთ ზედაპირულობას - ის, ვინც ახლა „მარტივად“ გამოიყურება, შემოდგომისთვის გასერიოზულდება.

კირჩხიბი

ივლისი შემოქმედებით შთაგონებას მოგცემთ: დაიწყეთ დღიურის წერა, სადაც შეგიძლიათ დახატოთ ან ჩაწეროთ თქვენი ოცნებები.

აგვისტოსთვის თქვენი ფინანსები სტაბილური გახდება, განსაკუთრებით თუ იმპულსურ შესყიდვებს მოერიდებით.

მარტოხელები დააკვირდით მათ, ვისთანაც დიდი ხანია მეგობრობთ. მეგობრობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს.

ლომი

ივლისში ცდუნებას აჰყვებით და მოგინდებათ ყველაფრის ყიდვა და ყველაფრის გამოცდა, რასაც დაინახავთ. თუმცა, გირჩევთ, ფინანსებს მოუფრთხილდეთ.

პირად ცხოვრებაში ვნებიანი რომანები შესაძლებელია, მაგრამ ხანმოკლე.

აგვისტოში წარსულის ადამიანთან შეხვედრა და საუბარი გელოდებათ.

გირჩევთ, დასვენება არ დაგავიწყდეთ.

ქალწული

ივლისში კონტროლი უნდა შეამციროთ. მიეცით თქვენს საყვარელ ადამიანებს საშუალება, დაგეხმარონ, მაშინაც კი, თუ მათი მეთოდები უცნაურად მოგეჩვენებათ.

აგვისტო ფინანსურ სტაბილურობას მოიტანს, განსაკუთრებით თუ განათლებაში ან კურსებში ჩადებთ ინვესტიციას.

მარტოხელებმა ყურადღება მიაქციოთ მათ, ვინც აფასებს თქვენს პრაქტიკულობას - რომანტიკა შეიძლება დაიწყოს ერთობლივი შვებულების დაგეგმვით.

სასწორი

ივლისი მოგზაურობას გაჩუქებთ, რომელიც ცხოვრებაზე შეხედულებას შეგიცვლით. ქალაქში ექსკურსიამაც კი შეიძლება შთაგაგონოთ.

აგვისტოსთვის პირად ცხოვრებაში არჩევანის მომენტი დადგება: ნუ შეგეშინდებათ თქვენი გულის და არა ლოგიკის მოსმენა.

ფინანსები სიფრთხილეს მოითხოვს: ნუ გაასესხებთ ფულს, მაგრამ საკუთარი თავის გასაბედნიერებლად ნუ დაინანებთ.

მორიელი

ივლისში თქვენი კარიერა რისკს მოითხოვს - შესაძლოა, ფრილანსერობაზე გადახვიდეთ ან პირადი პროექტი წამოიწყოთ.

აგვისტო ფინანსური შესაძლებლობების თვე იქნება: ძველი ინვესტიციები მოგებას მოიტანს, ახალი იდეა კი სპონსორებს მიიზიდავს.

სიყვარულში მნიშვნელოვანია, რომ ვნება ნდობაში. მიეცით ურთიერთობას დრო, რომ ჰარმონიულად განვითარდეს.

მშვილდოსანი

ივლისში ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოგიწევთ. კარგია მსუბუქი დიეტა, იოგა ან მსუბუქი ვარჯიში, სირბილი.

აგვისტო თანამშრომლობის მოულოდნელ შეთავაზებას მოიტანს - უარი არ თქვათ, თუნდაც პროექტი თავგადასავლებით აღსავსე მოგეჩვენოთ.

მარტოხელები სიყვარულს გზაში იპოვით: აეროპორტები, რკინიგზის სადგურები, მთის ბილიკები საბედისწერო შეხვედრების ადგილებად გადაიქცევა.

თხის რქა

ივლისი შემოქმედებით იმპულსს მოგცემთ: შესაძლოა, სიმღერა ჩაწეროთ, დახატოთ ან მოთხრობა დაწეროთ.

აგვისტოში ფინანსებს ყურადღება უნდა მიაქციოთ - კონტრაქტები შეამოწმეთ, სარისკო ინვესტიციებს მოერიდეთ.

პარტნიორისთვის მოწყობილი მცირე სიურპრიზიც კი თქვენს კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მერწყული

ივლისში გადაწყვეტთ იმიჯის შეცვლას: ახალი ვარცხნილობა, ტანსაცმლის სტილი ან თუნდაც ტატუს გაკეთება.

აგვისტოში ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ ხელნაკეთი პროდუქციის გაყიდვა ან კონსულტაციები.

სიყვარულში მოერიდეთ შაბლონებს, თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება არ ჯდება „იდეალურ“ კრიტერიუმებში, მაგრამ გაგაბედნიერებთ.

თევზები

ივლისში მნიშვნელოვანია, რომ ილუზიებში არ ჩაეფლოთ: ფულის სესხებამდე ან საეჭვო შეთავაზებებზე დათანხმებამდე გადაამოწმეთ ფაქტები.

აგვისტოში შეხვედრას გამართავთ ადამიანთან, რომელიც თქვენი სულიერი მენტორი ან ახლო მეგობარი გახდება.

ურთიერთობებში ენდეთ თქვენს ინტუიციას: თუ რამე გაწუხებთ, ნუ უგულებელყოფთ მას. ზოგჯერ სულის მშვიდი ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმამაღალი სიტყვები.