2022 წელი მოდის, აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით მისი მმართველი შავი წყლის ვეფხვი იქნება. სასურველია, მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, რომ მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული გქონდეთ. გაიგეთ როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვერძი
მიზანმიმართულ და ჯიუტ ვერძებს ვეფხვი წარმატების მიღწევას გპირდებათ. იყავით ღირსეული, მიზანმიმართული. ვერძს უყვარს წითელ ფერში საკუთარი თავის, ინტერიერის მორთვა, ეს თქვენი ფერია, მაგრამ უპირატესობას მჭახე წითელს ნუ მიანიჭებთ. ის ვნების, სიყვარულისა და სიმდიდრის ფერია. მაგრამ ზომიერება არ გაწყენთ. შეიძინეთ ვეფხვის ფიგურა თილისმად ან ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებლად. სუფრაზე დაალაგეთ ხარისხიანი ჭურჭელი, ხორცის კერძები (მწვადი), ბოსტნეული, მწვანილეული და ხილი. სამოსი უნდა იყოს კომფორტული, ცეკვაში ხელი რომ არ შეგიშალოთ. საახალწლო აქსესუარებიდან გამოიყენეთ ჰიაცინტის, ლალისა და ალმასისთვლიანი სამკაული. ეს უკანასკნელი მთელი წელი გამოადგება მათ, ვინც შრომისმოყვარეა, არ ეძებს მარტივ გზებს სასურველის მისაღწევად.
კურო
სასიამოვნო ცვლილები და ვეფხვის კეთილგანწყობის მოპოვება თუ გსურთ, ცოტა უნდა გაისარჯოთ. ჩაიცვით მდიდრული სამოსი, გაიკეთეთ ძვირად ღირებული სამკაული. უპირატესობა მიანიჭეთ ოხრას, შავს, თეთრს, ვარდისფერსა და ალისფერს. თუ ფულის მიზიდვა გსურთ, საახალწლო ნაძვის ხე დადგით მისაღებ ოთახში, ჩრდილოეთ ან აღმოსავლეთ მხარეს. კარგი იქნება, თუ შეიძენთ "ფულის ხეს". გააფორმებთ ფერადი მინებით, გვერდით მოუდეთ ბრინჯით სავსე ფიალა, ჩირი და ხილი. თავად ფულის ხეზე ჩამოკიდეთ "შოკოლადის მონეტები". მაგიდის გასაფორმებლად გამოიყენეთ ოქროსფერი და თეთრი ფერის სუფრა, ჭურჭელი და აქსესუარები. კუროებო, თქვენ გურმანი ბრძანდებით, ხორციანი კერძები გიყვართ და სუფრაც თქვენებურად დახუნძლეთ.
ტყუპი
კომუნიკაბელურმა და სიცოცხლისხალისიანმა ტყუპმა მორთეთ ინტერიერი მსუბუქად და ხალისინად, შავ, ცისფერ და ვერცხლისფერ ფერებში. დაალაგეთ სუფრაზე ფორთოხლები. ჩინურ ენაზე "ფორთოხალი" "ოქროს" ნიშნავს. ტყუპს საჩუქრად მიართვით ვეფხვის ფიგურა. ფანჯრებიც მორთეთ ორიგინალურად - ვერცხლისფერ-ოქროსფერში. აღმოსავლეთ მხარეს დაკიდეთ მზის გამოსახულება. ან თუ გეხერხებათ ხატვა, დახატეთ მანათობელი. ტყუპს ცხოვრება თავგადასავლის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ჩაიცვით მსუბუქი, მოსახერხებელი სამოსი. სამკაულებიდან უპირატესობა მიანიჭეთ კვარცს, ვეფხვის თვალს. კვარცი დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან და გაგიმრავლონ კაპიტალი. ვეფხვის თვალი დაგეხმარებათ ერთგული პარტნიორების მოზიდვაში, კარგია ყიდვა-გაყიდვის სფეროს წარმომადგენლებისა და მოგზაური ნიშნებისთვის.
კირჩხიბი
თქვენთვის საახალწლო სამზადისის ძირითადად კერძების გაკეთებას გულისხმობს. მოამზადეთ ფრინველების კერძები. საჩუქრები შეგიძლიათ რომანტიკულად შეფუთოთ: ნაქარგ ქსოვილიანი ქისით ან ზღაპრულნახატიანი ქაღალდით. საახალწლო სამოსი შეგიძლიათ გარდერობში შეარჩიოთ, მაგრამ აუცილებლად გაახალისეთ ლამაზი, მოდური დეტალით. ვერცხლის აქსესუარი კარგი იქნება თქვენთვის. თვლებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მარგალიტს. პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მოგიტანთ მწვანე ფერის ნივთები; თაღლითებისგან კი დაგიცავთ თეთრი ფერი.
ლომი
თქვენთვის ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია. შემოქმედებითი, აზარტული და მსახიობური ნიჭით გამორჩეული ბრძანდებით. ოჯახის წევრებისთვის შეგიძლიათ დაუვიწყარი საღამო მოაწყოთ გემრიელი კერძებითა და გართობით. მოუწყვეთ ახლობლებს სიურპრიზი. ბინის მოსართავად გამოიყენეთ მინის აქსესუარები, ოქროს ჩარჩოები. მეტალიდან უპირატესობა მიანიჭეთ ოქროს. ნაძვის ხეზე ოქროსფერი სათამაშოები ჩამოკიდეთ. სუფრაც სასურველია ოქროფერი ძაფით იყოს ნაქარგი. სანთლები ოქროსფერი ლენტებით ან ხელოვნური მარგალიტის აცმით მორთეთ. სამოსიდან რამე ვეფხვის პრინტით გამოიყენეთ, აქსესუარებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ქარვისთვლიან სამკაულს.
ქალწული
ვეფხვი გპირდებათ, რომ 2022 წლის დასახვედრად, სახლის მოსართვად, საქმეებს ახლობლების დახმარებით მოაგვარებთ და ფულიც მინიმალური დაგეხარჯებათ, დაიხმარეთ ბავშვებიც. სუფრა და ინტერიერი თქვენ მიერ დამზადებული ნივთებითა და კერძებით გააწყვეთ. არ დაგავიწყდეთ მაგიდაზე ვეფხვის ფიგურის დადება. სასურველია, სამუშაო მაგიდაც მორთოთ. ახალი წლის შესახვედრად ქალბატონებმა ჩაიცვით კლასიკურად, შავ-ლურჯ ფერებში. სამკაულებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მარგალიტს. მამაკაცებიც ელეგანტურად უნდა გამოეწყოთ. სტუმრების გასამხიარულებლად გასაბერ ბუშტებში პატარა სუვენირები ან საახალწლო მილოცვები ჩადეთ.
სასწორი
ბუნებამ იდეალური გემოვნებით დაგაჯილდოვათ, ყველაფერი რასაც აკეთებთ დახვეწილი და ჰარმონიულია. ინტერიერის დეკორაცია, საჩუქრები და გართობის სცენარი ყველაფერი დეტალურად გაქვთ გათვლილი. ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდით. თქვენი სახლი უნდა ანათებდეს და ბრწყინავდეს, აივანიც კი. სუფრის გასაწყობად გამოიყენეთ ბროლის აქსესუარები (ვაზა, საფერფლე, შანდალი), ვერცხლის დანა-ჩანგალი, ოქროსა და ვერცხლისფერი ლენტები. შეიმოსეთ რომანტიკულ სტილში. სხვათა შორის, ვინტაჟური და რეტრო სტილიც მოგიხდებათ. ვის გაუგია ახალი წელი დესერტის გარეშე? უპირატესობა შოკოლადის დესერტს მიანიჭეთ.
მორიელი
ჯადოქარი და იდუმალი ხართ და ასეთივე საახალწლო დღესასწაულის მოწყობა შეგიძლიათ. ინტერიერს განსაკუთრებულ იერს შეძენს წითელ-ოქროსფერი ფერის აქსესუარები, მოლიცლიცე სანთლის ალი და არომატები. ახლობლებს შეგიძლიათ ჯადოსნური საჩუქრები მოუმზადოთ. კერძებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ხორცეულს, სოკოს. მოამზადეთ სიუსები, გამოიყენეთ სანელებლები. ხორცი დაამარინადეთ ღვინოსა და არომატულ ინგრედიენტებში. შეგიძლიათ ეგზოტიკური კერძებიც დაალაგოთ სუფრაზე. მოიხდინეთ განუმეორებელი, ცოტათი სექსუალური სტილი. შეუხამეთ ერთმანეთს წითლისა და შავის კომბინაცია. სამკაულიდან ლალისთვლიანი გამოიყენეთ, - ვნებიანობას მოგანიჭებთ.
მშვილდოსანი
სახლის მოსართავად უშრეტი ფანტაზია გაქვთ. არ დაგავიწყდეთ შემოსასვლელი კარის მორთვაც. გირჩევთ, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ და ახალი წელს შინ ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდეთ. მოიფიქრეთ სადღესასწაულო სცენარი, კონკურსებითა და თამაშებით. ენერგია და ხალისი მთელი წლით რომ შეინარჩუნოთ, ოთახის შუაგულში ყვითელი ქრიზანთემების თაიგული დადგით. ინტერიერი კი ოქროსფერი დეკორით გააფორმეთ. კერძები აზიურ არომატებით გააჯერეთ. უხვად გამოიყენეთ დარიჩინი, მიხაკი, ვანილი. სხვათა შორის, დარიჩინის ჩხირები შეგიძლიათ ბინაში, სხვადასხვა ადგილას დაალაგოთ არომატისთვის. ახალი წლის დღესასწაულზე მარტოხელა მანდილოსნებმა მწვანე ფერის ქრიზოპრაზის სამკაული გაიკეთეთ. ის დაგეხმარებათ, 2022 წელს საიმედო და საყვარელ მამაკაცს შეხვდეთ.
თხის რქა
ახალ წელს სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება. მოიმატებს მომხიბვლელობა და რომანტიკულობა. საახალწლო სამზადისში უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და ორგანიზატორული ნიჭი. თქვენ ხართ ნიშანი, რომელიც პატივს სცემს წინაპრების ტრადიციებს და ოჯახს. გადმოალაგეთ ძველი, ბავშვობისდროინდელი სათამაშოები და რეტრო სტილში ააწყვეთ ნაძვის ხე. იმხიარულეთ, იცეკვეთ, მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა. მორთეთ ბინა თბილ ფერებში. სუფრაზე დაალაგეთ ტრადიციული კერძები, ხილი. გაგათბობთ და განწყობაზე მოგიყვანთ პუნში და გლინტვეინი. სამოსი დასამახსოვრებელი, მაგრამ ჭყეტელა არ უნდა გეცვათ. უპირატესობა მიანიჭეთ შავ, ნაცრისფერ და ლურჯ ფერებს. სამკაულები კი ბებია-ბაბუის ზარდახშიდან ამოიღეთ.
მერწყული
გამომგონებელი და ორიგინალური ხართ. ნივთებსა და სამყაროზე თქვენებური შეხედულება გაქვთ. სამოსი შეიძლება ექსტრაორიგინალური გეცვათ. ფერებიდან გამოიყენეთ ცისფერი, შავი, თეთრი და კარამელისფერი. როგორც წესი, რაც არ უნდა გეცვათ, გარშემო მყოფები მაინც აღფრთოვანებულები გიყურებენ. ინტერიერი მორთეთ ბროლის ელემენტებითა და კვარცით. ოჯახის წევრებს მოუწყვეთ საიდუმლოებებითა და ექსპერიმენტებით აღსავსე დღესასწაული. არ დაივიწყოთ საჩუქრებიც. ფანჯრები და კარი მორთეთ ვარსკვლავებითა და ბროლის საკიდებით. და რაც მთავარია, შეიქმენით სადღესასწაულო, უდარდელი განწყობა, რომ ასევე გაატაროთ მთელ 2022 წელი.
თევზები
ყველაზე რომანტიკული და ჯადოსნური ნიშანი ასევე ხვდება ახალ წელს. თქვენ გაქვთ უნარი, უმნიშვნელო ნივთისგანაც კი შედევრი შექმნათ. ახალ წლამდე ყველა წვრილმანი გათვალეთ და ყველა ნივთს განუმეორებელი იერი მიანიჭეთ. ბისერებით გააფორმეთ გირჩები და ჩამოკიდეთ ფანჯარასთან. სტრაზებით დაამშვენეთ ნაძვის ხის სათამაშოები. 2022 წელს კეთილდღეობა რომ მიიზიდოთ, შეიძინეთ ან თავად დაამზადეთ იალქნიანი გემი. მიუჩინეთ ადგილი შემოსასვლელ კართან, მიმართეთ ცენტრისკენ, სახლში უნდა "შემოდიოდეს". თქვენ გიყვართ რბილი, ჰაეროვანი ქსოვილები და ეცადეთ ასეთ ტანსაცმელში შეიმოსოთ. მამაკაცებს მოგიხდებათ ზოლიანი პერანგები. აუცილებლად მოაწყვეთ ახლობლებისთვის გულახდილი საუბრების საღამო, დააყენეთ ჩაი ჟასმინით, ვარდითა და დარიჩინით. აუცილებლად აანთეთ სანთლები და შექმენით ჯადოსნურობის განწყობა.