15 სექტემბერს ქალწულის 22 გრადუსში, 5:40-ზე ახალმთვარეობა გველოდება. მთვარე მზარდი იქნება 29 სექტემბარმდე. ამ დღეს გველოდება სავსემთვარეობა. ხოლო მომდევნო ახალმთვარეობა იქნება 14 ოქტომბერს და ამავე დღეს იქნება მზის დაბნელება (მოგვიანებით ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ). მნიშვნელოვანი საქმეეების დასაწყებად და საყიდლებისთვის გამოიყენეთ დრო 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე. თუმცა, ეს დღეებშიც შესამოწმებელია, რომ არ დაემთხვეს უკურსო მთვარის პერიოდი.
ახალმთვარეობა გამთენიისას გველოდება ქალწულის ზოდიაქოში. ამავე დღეს ქალწულის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოდი, მაგრამ ახალი საქმეების დაწყებას 19 სექტემბრამდე არ გირჩევთ. პლანეტის დირექტულ ფაზაში გადასვლის შემდეგ მოიმატებს ანალიტიკურობა, გონიერება, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
გირჩევთ, ახალმთვარეობას შეხვდეთ პოზიტიური განწყობით. ადამიანების უმეტესობას აღენიშნება უენერგიობა, თავის ტკივილი. ამიტომ წინასწარ მოემზადეთ. კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობამდე დაალაგებთ სახლს, ბინიდან გაიტანთ ნაგავს, დაზიანებულ ნივთებს. მოიცილეთ ნეგატივი, ბრაზი. ეცადეთ, ყველას აპატიოთ, ისევ თქვენს საკეთილდღეოდ. თუ თქვენ სხვაზე ბრაზობთ, ნაწყენი ხართ ან გშურთ სხვისი, მას კი არა, საკუთარ თავს აზიანებთ.
კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობის დროს (ერთი საათის განმავლობაში) აანთებთ სანთელს, დაწერთ იმ სურვილს ან მიზანს, რომელიც უნდა განახორციელოთ მთვარის ამ თვეში. აგრეთვე ჩამოწერეთ თვის გეგმაც.
ახალმთვარეობის დღეს მზეც და მთვარეც ქალწულის ნიშანშია და გირჩევთ, მთელი თვის განმავლობაში იყოთ შრომისმოყვარე, დაკვირვებული დეტალებზე. იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, გამონახეთ საშუალება, რითაც აიმაღლებთ იმუნიტეტს და მომზადებული, გაკაჟებული შეხვდებით ზამთრის მოსვლას. გახდით პროფესიონალი თქვენს პროფესიაში, უნარებში. ყველა საქმე, ურთიერთობა, ნივთები დალაგებული და მოწესრიგებული უნდა გქონდეთ.
ახალმთვარეობაზე ქალწულში მყოფ მზეს და მთვარეს უპირისპირდება ნეპტუნი. იმატებს ბუნდოვანება და ილუზიები. იყავით დაკვირვებული, არავინ მოგატყუოთ, არც თავად მოატყუოთ. აკონტროლეთ ემოციები; არავის არაფერი დაჰპირდეთ. ფრთხილად მედიკამენტებთან და მათრობელა საშუალებებთან. ამავე დღეს მზეს და მთვარეს აქვს ასპექტები პლუტონთან და ურანთან. ურანის გავლენით მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. ისინი დაგეხმარებიან სირთულეების გადალახვაში. პლუტონი მოგცემთ ძალას და ენერგიას, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ შეუშინდეთ დაგროვილ საქმეებს, რთულ მისიებს. უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც და ახლობლებზე.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა იმ ქალწულებზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 13-17 სექტემბრის შუალედში. პოზიტიური ცვლილებების დროა, გამოავლინეთ მიზანსწრაფულობა, რათა უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. 1 0-14 მარტის, 10-14 ივნისისა და 11-15 დეკემბრის შუალედში დაბადებულებს გმართებთ შრომა, რათა საუკეთესო შედეგები მიიღოთ. იყავით დაკვირვებული და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. 9-13 იანვრის, 10-14 მაისის, 12-16 ივნისისა და 12-15 ნოემბრის შუალედში დაბადებულს მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, დააკვირდით, ქალწულის 20-24 გრადუსში რომელი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება.
ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!