ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ ბიზნესში წარმატებისთვის, ივლისის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორ უნდა მოიქცეთ ბიზნესში წარმატებისთვის, ივლისის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

11 ივლისამდე მერკური განაგრძობს მოგზაურობას თქვენს მე-4 სახლში. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ახალი სახლის შეძენაზეც, საკუთარი ოჯახის ბუდის მოწყობაზე. შემდეგ მერკური ვერძის მე-5 სახლში გადავა, სადაც 28 ივლისამდე დარჩება. მისი გავლენით გარემო აქტიური და დინამიკური გახდება. გადატვირთული იქნებით სხვადასხვა იდეით, რომელთაგან ზოგიერთი მართლაც ძალიან სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

კურო

11 ივლისამდე მერკური განაგრძობს მოგზაურობას ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში, ეს შეიძლება მიუთითებდეს ნათესავებთან კომუნიკაციის გახშირებაზე ან ინფორმაციასთან მუშაობის გააქტიურებაზე. შემდეგ მერკური გადავა ოჯახის სექტორში, სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მშობლებთან ხშირი შეხვედრები ან მათთან მიმოწერა, ტელეფონით კომუნიკაცია. ზოგადად, წინა პლანზე შეიძლება გამოვიდეს ნათესავებთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი და გარკვეული საკითხების მოგვარება, ერთობლივი მოგზაურობები და ღონისძიებები. ივლისში შეიძლება გადახვიდეთ ახალ ბინაში ან დაიწყოს არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა, რათა ის უფრო კომფორტული და მყუდრო გახდეს. არ არის გამორიცხული საოჯახო ბიზნესის გახსნა ან უკვე არსებულში გაწევრიანება. ალბათ ამ პერიოდში დაგაინტერესებთ თქვენი ოჯახის ისტორია, შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე საარქივო ინფორმაციის ძებნა ან მშობლიურ ქალაქს ეწვიოთ.

ტყუპი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი შემოსავალისა და ქონების სახლში. თქვენ მიდრეკილი ხართ, აკონტროლოთ შემოსავლები და ხარჯები. 12 ივლისიდან მერკური გადავა თქვენი ნათესავების და ინფორმაციის სექტორში - სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში შეიძლება იყოთ განსაკუთრებით მჭევრმეტყველი და გამოავლენოთ ნამდვილი ლიდერი თანდაყოლილი ბევრი თვისება. შეძლებთ უხელმძღვანელოთ ახალ პროექტებს. დაიწყოთ ახალი საქმეები, გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. არ გირჩევთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ყველასთან ლაპარაკს.

კირჩხიბი

11 ივლისამდე მერკური თქვენს ნიშანშია. თუ გსურთ დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა ამ თვეში, შეგიძლიათ გააქტიურდეთ; გაიაროთ გასაუბრება. დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც ამ პერიოდში სხვებს აწვდით საკუთარ თავზე. შეგეძლებათ დაამყაროთ დიდი რაოდენობით კონტაქტები, რომლებიც სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის ან ჩაატაროთ წარმატებული სარეკლამო კამპანია. შემდეგ მერკური გადავა კირჩხიბის ფულისა და ქონების სექტორში - სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში ფულად საკითხებს ოსტატურად გადაჭრით - ინტუიციურად იგრძნობთ როგორ გამოიმუშაოთ ფული და შეეცდებით ხელიდან არ გაუშვათ არც ერთი შესაფერისი შესაძლებლობა.

ლომი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი საიდუმლოების, შეზღუდვების და არაკეთილსინდისიერების სექტორში. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. თქვენმა წარმატებულმა დაწინაურებამ შეიძლება გამოიწვიოს შური კონკურენტბში და ზოგიერთ მეგობარშიც კი. ამიტომ ამ თვეში უმჯობესია არ გაუზიაროთ თქვენი გეგმა სხვებს. შემდეგ მერკური გადმოვა თქვენს ნიშანში. იოლად დაამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან, გექნებათ ბევრი სასარგებლო საქმიანი კავშირი, რომელთა შორის იქნებიან მაღალი თანამდებობის პირები თუ ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ქალწული

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენს მე-11 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სოციალურ ცხოვრებაზე. ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური სტატუსისა, თანამდებობის, რელიგიისა თუ პოლიტიკური მრწამსისა ისე მოექცევით, როგორც იმსახურებს. შემდეგ მერკური გადავა თქვენი საიდუმლოების, შეზღუდვების და არაკეთილსინდისიერების სექტორში. ამ პერიოდში ახალი ნაცნობებისა და კონტაქტების რაოდენობა შესაძლოა შეიზღუდოს. მაგრამ უკეთესიცაა. ბიზნესისგან ძალიან ბევრს არ უნდა ელოდოთ, ახლა მისი ბრუნვა შეიძლება ობიექტური მიზეზების გამო დაეცეს. უმჯობესია ამ დროს შვებულებაში წასვლა და დროის წყნარ, განცალკევებულ ადგილას გატარება.

სასწორი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი კარიერისა და მიღწევების სახლში. თუ ბიზნესში ხართ, მაშინ ამ თვეში უნდა ეწვიოთ მარეგულირებელ ორგანოს, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სავარაუდოა გახშირდება მივლინებები და ახალი კონტრაქტების გაფორმება. ბევრი სასწორი იპოვის ახალ სამსახურს. შემდეგ მერკური გადავა თქვენი სოციალურ ცხოვრების სახლში. აქტიურად მიიღებთ ინფორმაციას და გაუზიარებს სხვებს. ამ პერიოდში შეგიძლიათ გაიგოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც საშუალებას მოგცემთ იყოთ ყურადღების ცენტრში.

მორიელი

11 ივლისამდე მერკური განაგრძობს მოგზაურობას თქვენი სწავლისა და შორ მანძილზე მოგზაურობის სექტორში. ამ თვეში შეგიძლით დაიწყოთ უცხო ენის სწავლა, რათა გაგიადვილდეთ საერთაშორისო კომუნიკაცია. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მასწავლებლებთან, ლექტორებთან, ზოგადად, მაღალი განათლების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისთვის. შემდეგ მერკური გადავა თქვენი ჰოროსკოპის მე-10 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია კარიერასა და მიღწევებზე. შესაძლოა მიიღოთ დაწინაურების ან ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ კარგი ქულა გამოცდაზე. უფროსებთან და კოლეგებთან ურთიერთობა თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გზით განვითარდება.

მშვილდოსანი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენს მე-8 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ექსტრემალურ სიტუაციებზე, სხვა ადამიანების ფულზე, საბანკო დეპოზიტებსა და მემკვიდრეობაზე. ტყუილსა და არაგულწრფელობას ივლისში ინტუიციურად იგრძნობთ. სხვებთან ურთიერთობა შეიძლება საკმაოდ პრობლემური გახდეს, როგორც ამ მიზეზით, ასევე იმის გამო, რომ თქვენ არ არის ხართ მიჩვეული აზრების დამალვას, ყოველთვის გამოხატავთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ და ხშირად, შეულამაზებლად. შემდეგ მერკური გადავა თქვენი ჰოროსკოპის მე-9 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლაზე და შორ მანძილზე მოგზაურობაზე. იქნებით აქტიური ამ თემებში. ეცადეთ, ამ პერიოდში არ ჩაერთოთ უაზრო კამათში, მხოლოდ საკუთარი ერუდიციის დემონსტრირების სურვილით .

თხის რქა

11 ივლისამდე მერკური განაგრძობს მოგზაურობას თქვენს მე-7 სახლში, რომელიც ასოცირდება პარტნიორულ ურთიერთობებთან. ჩვეულებრივზე ხშირად მიიღებთ მონაწილეობას სოციალურ საქმიანობაში, დაუკავშირდებით განსხვავებული საქმიანობის ადამიანებს. ზოგიერთი შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი პარტნიორი გახდება. შემდეგ მერკური გადავა თქვენი ჰოროსკოპის მე-8 სახლში, რომელიც განაგებს ექსტრემალურ სიტუაციებს, სხვის ფულს, საბანკო დეპოზიტებს და მემკვიდრეობას. თუ მოგიწევთ მოლაპარაკება, შეეცადეთ არ აღელდეთ და არ იფიქროთ, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ იცით. მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. უმჯობესია ამ თვეში გახსნათ ბიზნესი ერთობლივი ან ნასესხები კაპიტალით – ამ შემთხვევაში თქვენი ბიზნესი წარმატებული იქნება. მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით კი ბევრს ვერაფერს შეძლებთ.

მერწყული

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი ჯანმრთელობისა და მუშაობის სექტორში. ივლისის პირველ დეკადაში იძულებული იქნებით დაუბრუნდეთ სამსახურს, ვალდებულებებს. შეიძლება დაგებადოთ სასარგებლო იდეები თუ როგორ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი ან განაახლოოთ სამუშაო პროცესი, რათა ის უფრო პროდუქტიული გახადოთ. შემდეგ მერკური გადავა თქვენი პარტნიორობის სახლში. წარმატება გელოდებათ ჟურნალისტებს, მწერლებს, სხვადასხვა მედიასა და საინფორმაციო მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. თავად გააქტიურდებით, რომ დაესწროთ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასა და წვეულებებს, შეხვდეთ ადამიანებს, დაამყაროთ საქმიანი კავშირები და გააბათ საჭირო ნაცნობება.

თევზები

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი სიამოვნების, გართობის, კრეატიულობის სექტორში. ივლისის პირველ დეკადაში მოგინდებათ დასვენება და არა მუშაობა, გაგიჭირდებათ გარკვეული წესების დაცვა. შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის შენარჩუნება. შემდეგ მერკური გადავა თქვენს მე-6 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ჯანმრთელობისა და მუშაობის თემებზე. შეიძლება მიიღოთ საინტერესო სამუშაო შეთავაზება, რომელიც თქვენს ყველა სურვილს დააკმაყოფილებს. გაიზრდება საქმიანი კონტაქტების, ზარების რაოდენობა, გააქტიურდება მიმოწერა. ივლისში ბევრი მცირე პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ. შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებამ თქვენი ერთ-ერთი თანამშრომლის შვებულებაში წასვლის გამო.