როგორ ვიშოვოთ ფული ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ ვიშოვოთ ფული ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებს გზებს ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად. რეალურად კი საკმაოდ მარტივია იმის გარკვევა რამდენად გვაქვს უნარი ფულის საშოვნელად და კონკრეტულად რა სფეროში უნდა მოვსინჯოთ ჩვენი ძალები:

ვერძი ფულს სახელოვნებო დარგებში, სპორტში, პიარისა და მარკეტინგის სფეროში შოულობს.


კუროს სფერო საბანკო-საფინანსო სექტორია. ასევე, კვების მრეწველობა და კერძო ბიზნესი.


ტყუპი ყველაზე ხშირად საგამომცემლო საქმიანობას და ჟურნალისტიკაშია კომერციულად მომგებიანი. აგრეთვე რეკლამასა და პიარში.


კირჩხიბს კარგად ეხერხება ფულის შოვნა ანტიკვარიატით ვაჭრობის, სარესტორნო ქსელის (კონდიტერია) ან პედაგოგიური საქმიანობის მეშვეობით.


ლომს ბედი სწყალობს ხელმძღვანელ თანამდებობებზე; თუნდაც, ივენთმენეჯერი. პოლიტიკასა და თეატრალურ სარბიელზე.


ქალწულისთვის შესანიშნავია მედიცინა, ფარმაცია, საბანკო (საბუღალტრო) ან აუდიტორული საქმიანობა.


სასწორი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენს მოდის, დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. ასევე კარგია მისთვის იურისპრუდენცია.


მორიელს კერძო დეტექტივის საქმიანობით შეუძლია ფულის შოვნა. მისთვის კარგია სასმლის წარმოება-ბიზნესი, კრიმინალისტიკა, ქირურგიაც.


მშვილდოსანი მთარგმნელობითი საქმიანობის, ტურიზმისა და ორგანიზატორულ პოსტებზე ყოფნით შეიძლება გამდიდრდეს.


თხის რქას შესანიშნავად გამოუვა საამშენებლო ბიზნესის წარმოება, სტომატოლოგია და ტრავმატოლოგიაც მომგებიანია მისთვის ფინანსური თვალსაზრისით.


მერწყული ინტერნეტ-კომუნიკაციის მეშვეობით შეძლებს სოლიდურად გამომუშავებას. აიტიტექნოლოგიები, სოციალურიმედია, პიარი, ბლოგერობა.


თევზებს ბედი სახელოვნებო - ხატვა, მწერლობა - სფეროში სწყალობს. გარდა ამისა, თევზებს შეუძლიათ იყვნენ კარგი ფსიქოლოგი, მასწავლებელი, ფარმაცევტი ან მომღერალი.