ავტორი:

როგორ ვმართოთ მამაკაცები მათი სტიქიის მიხედვით, ინსტრუქცია ქალებისთვის

როგორ ვმართოთ მამაკაცები მათი სტიქიის მიხედვით, ინსტრუქცია ქალებისთვის

როგორც ცნობილია, ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი ოთხ მთავარ სტიქიად იყოფა. ესენია: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი . ძლიერთა სქესიც, კონკრეტული სტიქიიდან გამომდინარე, შესაბამისი ხასიათის თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საიმისოდ რომ მამაკაცის ფსიქოტიპი და მათი მოთხოვნები საპირისპირო სქესის მიმართ, ასტროლოგიური თვალსაზრისით სწორად განვსაზღვროთ, აუცილებელია ვიცოდეთ კონკრეტულად, რომელ სტიქიას განეკუთვნება იგი ზემოთ ჩამოთვლილი ოთხიდან.

ცეცხლის სტიქია

პირველ სამეულში დინამიკური, ტემპერამენტიანი და მოუსვენარი ვერძები , ლომები და მშვილდოსნები შედიან. ამიტომ მათი ცეცხლოვანი ხასიათი, მოითხოვს, რომ ცხოვრების მეგზურად გვერდს არა უბრალო, საშუალოსტატისტიკური ქალი, არამედ არც მეტი, არც ნაკლები - დედოფალი უმშვენებდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედოფლის უპირველესი დანიშნულება და წმინდათაწმინდა მოვალეობა მეფის ცოლობაა, ვერძის ლომის და მშვილდოსნის მეუღლეს, უპირობოდ მოეთხოვება ქმრის პერსონის მხურვალე თაყვანისმცემელი, გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყოს. ამასთან, მას უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული შარმი და შეეძლოს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა საზოგადოების წინაშე, ოღონდ ისე რომ მეუღლის ავტორიტეტს ამით ჩრდილი არ მიადგეს.

მიწის სტიქია

მიწის სტიქიის მამრები ანუ კუროები , ქალწულები და თხის რქები ცხოვრების მეგზურის სახით, პირველ რიგში სანიმუშო დიასახლისს და კარგ "საოჯახო მენეჯერს" ეძებენ. ამ ტიპის მამაკაცისთვის აუცილებელია ის, რომ ქალი მშვიდი, გაწონასწორებული, მოწესრიგებული და ტაქტიანი იყოს. ამასთან ერთად, ურიგო არ იქნება თუკი ამ უკანასკნელს საკუთარი პროფესია და შემოსავლის სტაბილური წყაროც გააჩნია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან ერთად. მას ის მაინც უნდა შეეძლოს, რომ მეუღლის მიერ გამომუშავებული ფული დაუდევრად არ გაატანოს ქარს და ოჯახის ბიუჯეტი რაციონალურად გამოიყენოს.

ჰაერის სტიქია

რაც შეეხებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომლები ჰაერის სტიქიის ქვეშ დაიბადნენ, ანუ ტყუპს , სასწორებს და მერწყულებს , მათთვის ცხოვრების მეგზური პირველ რიგში კარგი მეგობარი, თანამოაზრე და ინტელექტუალური თანაშემწე უნდა იყოს. ქალბატონს რომელიც ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ მამაკაცს დაუკავშირებს ცხოვრებას, მეუღლის ნებისმიერი იდეის მხარდაჭერა და მხურვალე გულშემატკივრობა მოეთხოვება. ამასთან, იგი გაგებით უნდა მოეკიდოს ქმრის ცვალებად, არცთუ სტაბილურ ხასიათს და გამუდმებულ მოთხოვნას ცვლილებების მიმართ.

წყლის სტიქია

აი, იმ მამაკაცებისთვის კი, რომლებიც წყლის სტიქიის გავლენას განიცდიან - ანუ საუბარია კირჩხიბებზე , მორიელებსა და თევზებზე , ცხოვრების მეგზური ქალბატონი მაქსიმალურად მზრუნველი, გამგები და თანამგრძნობი უნდა იყოს, პირველ რიგში. წყლის სტიქიის მამრებისთვის, აუცილებელია, რომ საყვარელ ქალს მათთვის მზრუნველი მეუღლის როლის გარდა, კვალიფიციური ფსიქოლოგის ფუნქციების შეთავსებაც ოსტატურად შეეძლოს. რადგან ემოციები, რომელსაც ეს მამაკაცები მმართველი სტიქიის გავლენით ატარებენ გულით, არცთუ იშვიათად საჭიროებს ჭეშმარიტ ფსიქოლოგიურ მიდგომას და კონსულტაციას.