ავტორი:

როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020  თხის წელიწადში დაბდებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

ცვლილებების წელია პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. იყავით პოზიტიურად განწყობილი. ნუ შეაქცევთ ზურგს, მათ, ვისაც ნამდვილად უყვარხართ. გაზაფხულზე მეტად უნდა გამოვლინოთ თქვენი ნიჭი. თუ შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობთ, მით უმეტეს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება დაქორწინება შემოგთავაზოთ. თქვენი კავშირი ბედნიერებისა და ჰარმონიისთვისაა შექმნილი. ვირთხის წელში გელოდებათ ქორწინება, შვiლის გაჩენა ან ახალ ბინაში გადასვლა.

ხშირად დაუგდეთ ყური ნათესავებისა და მეგობრების რჩევებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა. ხანდახან ერთგული ადამიანის მხარდაჭერა ჰაერივითაა საჭირო. არის შანსი, რომ დაგაწინაურონ. ეცადეთ, ხელმძღვანელობას არ გაუცრუოთ იმედი. თავად მოგეთხოვებათ, რომ აიმაღლოთ კვალიფიკაცია. შეიძლება კურსებსა და ტრენინგებზე მოგიწიოთ დასწრებამ. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს, განსაკუთრებით, თუ ფულთან გაქვთ საქმე.

თუ რეგულარულად დაისვენებთ, ისეირნებთ სუფთა ჰაერზე და დაიცავთ კვების რეჟიმს, სერიოზული დაავადებები არ გელით. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების სმას. დაანებეთ თავი მოწევას. ჩაეწერეთ სპორტდარბაზში. ზედმეტი კილოგრამების მოცილებით მეტად მოხდენილი და თავდაჯერებული გახდებით.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი თხისთვის

მიმზიდველი და მორიდებული ხართ, მაგრამ სადაც საჭიროა, ხასიათსაც გამოავლენთ. მთავარია, "არ გაცხარდეთ". გამონახეთ დრო ფლირტისთვის. ხანდახან ჭირვეულიც უნდა იყოთ, მაგრამ უფრო მეტად მოსიყვარულე. წარმატება ელით ხელოვნებისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწეებს. იყავით დაკვირვებული, თუ თქვენი საქმიანობა გამოთვლებთანაა კავშირში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლექტივთან. ფული ზომიერად უნდა ხარჯოთ. კრედიტი მხოლოდ უძრავი ქონების საყიდლად უნდა აიღოთ.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი თხისთვის

საყვარელი ქალისთვის საჩუქრების ყიდვაც უნდა შეძლოთ და ყვავილების მირთმევაც. იყავით მეტად ორიენტირებული კარიერულ წინსვლაზე. მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი. ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ ქალაქგარეთ, ბუნებაში. თუ ადრე მთელ დროს სამსახურს უთმობდით, წელს საყვარელი ადამიანისთვისაც უნდა მოიცალოთ. სხვა თვალით უნდა შეხედოთ ცოლსაც. ყველაზე ლამაზი და საყვარელი ის უნდა იყოს.

  • 2020 წლის პროგნოზი ცეცხლოვანი თხისთვის (დაბადების თარიღები - 9. 02. 1967 - 29. 01. 1968)

თუ გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედებთ, ყველა უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს. უმჯობესია, პირველ რიგში ფიზიკური სხეული მოიწესრიგოთ. დაიცავით კვებისა და ძილის რეჟიმი, დილაობით ივარჯიშეთ; კარგია სირბილიც და სახტუნაოც. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თუ ტკივილს იგრძნობთ წელის არეში, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

ზოგიერთი სწავლის გაგრძელებას (ზოგ შემთხვევაში დაწყებას), კვალიფიკაციის ამაღლებას და დიპლომის აღებას გადაწყვეტს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოსალოდნელია სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება. გაფრთხილდით, მაგრამ არ შეშინდეთ და საბუთებს ხელი მხოლოდ სანდო იურისტის თანდასწრებით მოაწერეთ. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი პარტნიორები. თუ ახალი საქმის დაწყებას აპირებთ, გვერდით ერთგული თანამოაზრეები უნდა გყავდეთ, მაგრამ წელს პოლიტიკაში წასვლას არ გირჩევთ. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ ზედმეტი არ წამოგცდეთ და მერე ბოდიში არ გაგიხდეთ მოსახდელი.

  • 2020 წლის პროგნოზი წყლის თხისთვის (დაბადების თარიღები - 5. 02. 1943 - 24. 02. 1944; 1. 02. 2003 - 21. 01. 2004)

უსიამოვნებები თუ შეგხვდებათ, ისიც უმნიშვნელო. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. განვითარებისა და წინსვლის უამრავი პერსპექტივა გაქვთ. შეიძლება გათავისუფლდეთ იმ ტვირთისგან, რომელიც წინსვლაში გიშლიდათ ხელს. ახალი იდეები გაგიჩნდებათ და სამსახურში კოლეგების "დაავადებასაც" შეძლებთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი, შეიძლება მაღალ საზოგადოებაშიც მოგიწიოთ გამოჩენამ და იქ თავის დამკვიდრება. კარგ შედეგებს მოგიტანთ ხელშეკრულებების გაფორმება. მთვარია, მოერიდოთ ავანტიურას და ყველა საქმიანობა იყოს კანონის დაცვით.

2020 წელს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ კუჭსა და გულს. გადატვირთვამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. დაისვენეთ და სწორად იკვებეთ. განსაკუთრებით, თუ შაქრიანი დიაბეტი გაწუხებთ.

თავად უნდა შეძლოთ ურთიერთობის დარეგულირება საყვარელ ადამიანთან. იყავით პოზიტიური, ხშირად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით. საკუთარ თავს ტრანსფორმაცია უნდა მოსთხოვოთ, რომ გაამყაროთ არსებული კავშირი. დაქორწინებულება ერთად გაატარეთ შვებულება. სასურველია, ზღვაზე. ზოგიერთი კი ბინაში ავეჯის განახლებას გადაწყვეტს. მარტოხელებს მოულოდნელი შეხვედრა ელით საინტერესო ადამიანთან, რომელიც რომანტიკასა და სასიამოვნო გრძნობებში გადაიზრდება.

  • 2020 წლის პროგნოზი ხის თხისთვის (დაბადების თარიღები - 24. 01. 1955 - 11. 02. 1956; 19. 02. 2015 - 7.02. 2016)

კარგი წელია გეგმებისა და იდეების რეალიზებისთვის. თუ სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური სფერო. მაქსიმალურად უნდა დაძლიოთ სიზარმაცე და აპათია. პრობლემების მოგვარებისას მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოცდილი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. კაპიტალდაბანდება უმჯობესია, წლის ბოლოსკენ. მანამდე ვალები და კრედიტები გექნებათ გადასახადი. ეცადეთ, მოთოკოთ მადა და ფულის დაზოგვა შეძლოთ.

2020 წელს უნდა მოიცილოთ ნეგატიური ფიქრები და შეწყვიტოთ არასასურველ ადამიანებთან მეგობრობა. შეიძლება ნათესავებმა და მეგობრებმა ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. აკონტროლეთ ემოციები. მოსალოდნელია სამსახურის ხშირი ცვლა, მივლინება და ვიზების გაფორმება.

გაიხსენეთ ვარჯიშები, დიეტოლოგის კვების სქემა. დააპროგრამეთ საკუთარი თავი ჯანმრთელობასა და ენერგიულობაზე. მთავარია, ივარჯიშოთ რეგულარულად და სასურველია, პროფესიონალის ყურადღების ქვეშ.

ზოგიერთი ყოფილ შეყვარებულთან გადაწყვეტს შერიგებას და შეიძლება ზუსტად ამ დროს საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ. გახსოვდეთ, რომ გრძნობები ლოგიკასა და გააზრებას არ ექვემდებარებიან. მთავარია, საკუთარ ნამუსთან იყოთ მართალი.

  • 2020 წლის პროგნოზი მიწის თხისთვის (დაბადების თარიღები - 28. 01. 1979 - 15. 02. 1980)

არ უნდა იზარმაცოთ, თორემ დაწინაურებასა და მატერიალურ კეთილდღეობას ვერ მიაღწევთ. ყველაფერში დაიცავით ზომიერება, რათა ენერგია გეყოთ სასურველის მისაღწევად. უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. წელს ხშირად უნდა მიაკითხოთ კოსმეტოლოგსა და დიეტოლოგს, თუ გსურთ, რომ გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა. გამაახალგაზრდავებელ ხალხურ მეთოდებზეც არ თქვათ უარი. რეგულარულად და ჯანსაღი საკვებით უნდა იკვებოთ. რათა თავი დაიცვათ გასტრიტისა და კუჭის წყლულისგან.

უსიამოვნებებში რომ არ აღმოჩნდეთ, მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას და აგრეთვე საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. 2020 წელს ყველა შანსი გაქვთ, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. უნდა დაეყრდნოთ საკუთარ ცოდნას, ძალებს და გამოცდილებას. ზამთარში და ზაფხულში მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზებები, შემოქმედებითი პროექტები. თავადაც უნდა შეეცადოთ, რომ აიმაღლოთ კვალიფიკაცია. მეტად დაოსტატდეთ თქვენს საქმიანობაში.

ფინანსებსა და კარიერაზე მომართული ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას. ეცადეთ, რომ გვერდით თქვენთვის სასურველი ადამიანი დაიყენოთ. დაოჯახებულებს შორის მოიმატებს რომანტიკა. შეიძლება მეუღლე თავიდან შეგიყვარდეთ. ზოგიერთი ბინის გამოცვლაზე, მოგზაურობასა და მანქანის ყიდვას გადაწყვეტს. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. სარემონტო საკითხები უმჯობესია შვებულების მერე, დასვენებულ ნერვებზე მოაგვაროთ.

  • 2020 წლის პროგნოზი მეტალის თხისთვის (დაბადების თარიღები - 17. 02. 1931 - 5. 02. 1932; 15.02. 1991 - 3. 02, 1992)

წარმატებას მიაღწევთ ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. კონკურენტებიც კი შოკში არიან თქვენი პროფესიონალიზმისგან. თავი უნდა დაიცვათ არა უსიამოვნებებისგან. არამედ საკუთარი ამბიციებისგან. ძალიან მაღლაც ნუ ასწევთ ცხვირს. ეცადეთ, ჩამოწეროთ ყოველი დღის გეგმა და გათვალოთ ყოველი ნაბიჯი. თუ კარგად იმუშავებთ, უფროსის და კოლეგების პატივისცემასაც დაიმსახურებთ. დოკუმენტების გაფორმებისას აჩქარება არ ივარგებს, უმჯობესია, ახლობელ იურისტს სთხოვოთ დახმარება.

გამონახეთ დრო და მიხედეთ ჯანმრთელობას. თუ ადრე უგულებელყოფდით სწორ კვებასა და დასვენებას, წელს მეტად უნდა მოინდომოთ, რომ დაიცავთ რეჟიმი. სხვათა შორის, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს ზოგიერთმა ეგზოტიკურმა პროდუქტმა. ასე, რომ ფრთხილად.

აკონტროლეთ ფინანსები. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს (თუ აუცილებლობა არაა). ზოგიერთი ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. ზოგიც მეგობრის ბიზნესშემოთაზებას მიიღებს. დათანხმდით, თუ მეგობარი სანდოა. ვალები გადაიხადეთ დროულად. ეცადეთ, მსხვილი კრედიტი არ აიღოთ.

მარტოხელები უკვე გაზაფხულზე დაწყვილდებიან, როცა ქუჩაშიც და სულშიც რომანტიკა და სითბო მოიმატებს. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში გიყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტოთ.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი თხისთვის

თქვენთვის სიყვარული მზრუნველობასთან და ერთგულებასთან ასოცირდება. მარტოხელებს მოუნდებათ ისეთი ადამიანი ჰყავდეთ გვერდით, ვისაც საკუთარ გრძნობებში "ჩაახრჩობენ". დააკვირდით გარშემო ადამიანებს. მათ შორის აუცილებლად იქნება სათქვენო. რომანტიკული თავგადასავალი გელით მოგზაურობისა და მივლინების დროს. გამორიცხული არაა, რომ თქვენთან დაბრუნება მოიწადინოს თქვენმა ყოფილმა. დაქორწინებულები საკუთარ გრძნობებს მეუღლეს საჩუქრებით და მზრუნველობით დაუმტკიცებენ. ზოგიერთი შეიძლება ნათესავებს მკაცრად და ზოგ შემთხვევაში უხეშადაც კი მოექცეს, მაგრამ ამ საქციელსაც მოეძებნება გასამართლებელი საბუთი.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური პროგნოზი თხისთვის

მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას და საკუთარი ბიზნესის განვითარებას. სხვისი ფულის დათვლაში დროს ნუ დაკარგავთ, საკუთარიც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ფინანსური საკითხების უმეტესობა დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. განსაკუთრებით, თუ საკუთარი საქმიანობის რეკლამირებას ან გაფართოებას აპირებთ. ეცადეთ, რომ გვერდით ერთგული პარტნიორები გყავდეთ და უკვე შემოდგომაზე სარგებელსაც მოგიტანთ თქვენი საქმიანობა. თუ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობაში ჩაერთვებით, შეიძლება ულუკმაპუროდ დარჩეთ.

  • 2020 წლის ზოგადი კარიერული პროგნოზი თხისთვის

შემოქმედებითი ნატურა ხართ, ნიჭიც გაქვთ და ხშირად თქვენს რჩევას გარშემო მყოფებიც კი ითვალისწინებენ. საინტერესო შემოთავაზებებს უამრავს მიიღებთ, მთავარია, არ იზარმაცოთ და ჩაერთოთ საქმიანობაში. ნუ გექნებათ სხვისი დახმარები იმედი, მხოლოდ საკუთარ ძალებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, თუ გსურთ, რომ ხალხმა გაგიცნოთ და დაგაფასონ.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი თხისთვის

მეტად უნდა გაუფრთხილდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. დაიცავით კვების რეჟიმი. უსიამოვნება მოსალოდნელია ზედმეტი საკვების მიღების დროს და აგრეთვე, კლიმატური პირობების შეცვლისას. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. გამონახეთ დრო ბურთის თამაშის, თხილამურებით სრიალის ან ველოსიპედით სეირნობისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური გასართობი. თუ ძილთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ თბილი აბაზანა და ჩვილივით ჩაგეძინებათ.

  • რა გელით თხებს 2020 წელს თვეების მიხედვით

იანვარი - პოზიტიური და სახალისო მომენტებით აღსავსე თვე ელით.

თებერვალი - წარმატება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

მარტი - ცხოვრება გამოცდას მოგიწყობთ. გწამდეთ საკუთარი ძალების.

აპრილი - მოერიდეთ ფულის ხარჯვას ძვირად ღირებულ ნივთებზე.

მაისი - რომანტიკის დროა. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

ივნისი - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.

ივლისი - შეიძლება შუბლით შეეჯახოთ პრობლემებს. იყავით ღირსეული.

აგვისტო - შანსი მოგეცემათ გაიჩინოთ ახალი მეგობრები.

სექტემბერი - ცვლილებები გელით სამსახურში, პირად ურთიერთობებში და ოჯახში.

ოქტომბერი - ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ სამსახურსა და სიყვარულში.

ნოემბერი - ეკონომია გმართებთ, მაგრამ არა ჯანმრთელობაზე.

დეკემბერი - სტაბილური, ბედნიერი პერიოდი დაგიდგათ. შესრულებული საქმეებისთვის დაჯილდოვდებით.

როგორი იქნება 2020 გველის წელიწადში დაბადებულთათვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვი

როგორი იქნება 2020 მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

"დღეს 16:30-ზე მზე გადის მიდფოინთს " - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი