ავტორი:

როგორი იქნება 2023 წლის ბოლო კვირა?..

როგორი იქნება 2023 წლის ბოლო კვირა?..

როგორი იქნება და როგორ დაგვამახსოვრდება წლის ბოლო კვირა? შევძლებთ მშვიდად მოვემზადოთ დღესასწაულისთვის თუ საახალწლო აურზაურის ეპიცენტრში აღმოვჩნდებით? ერთად განვიხილოთ:

25 დეკემბერი — ორშაბათი

ვნებიანი ვენერა მორიელშია მოიმატებს შთაგონება, რომანტიზმი, შეყვარება. პაემნები და შეხვედრები დაუვიწყარი იქნება, მაგრამ! იყავით ფხიზლად, ნუ გადავარდებით ილუზიებში. მთვარე ტყუპიდან უპირისპირდება მარსს, ბევრს ვსაუბრობთ: ჯერ ვამბობთ, მერე ვფიქრობთ.

26 დეკემბერი — სამშაბათი

19:20 საათამდე, ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია უსიამოვნო საუბრები, სიახლეები და ზარები. 19:20 საათის შემდეგ ყველაფერი სწორია, ლოგიკურია, ემოციები კონტროლის ექვემდებარება. გამოვლინდება ძლიერი ინტუიცია და სიტუაციის სწორი შეფასება. საქმიანი შეხვედრები მხოლოდ საღამოს დანიშნეთ.

27 დეკემბერი — ოთხშაბათი

მზე თხის რქაში კარგ ასპექტს აკეთებს იუპიტერთან. გვმატებს კეთილშობილებას, პერსპექტივას, პატიოსნებას, ბედნიერებას. იმოქმედეთ დაკვირვებულად, ნუ აჰყვებით ილუზიებს. გააქტიურებულია ილუზიები და არასწორი მსოფლმხედველობა. ამავე დღეს ველოდებით სავსემთვარეობას (04:34 საათზე) კირჩხიბის მეხუთე გრადუსში.

28 დეკემბერი — ხუთშაბათი

მარსის ზუსტი კვადრატი ნეპტუნთან გამოიწვევს აკვიატებას, ილუზიებს, გაუგებრობას, გარემოებების გაუთვალისწინებლობას, ნევროზებსა და ტრავმის რისკს. ვართ ფრთხილად და ვმოქმედებთ ინტუიციაზე დაყრდნობით.

29 დეკემბერი — პარასკევი

მთვარე ლომიდან უპირისპირდება იუპიტერს, გაზრდილია ეგოიზმი, მოიმატებს ამბიციურობა და მედიდურობა. აკონტროლეთ ემოციები, ვცდილობთ ვიყოთ უფრო მოკრძალებულები და არ მივიღოთ მონაწილეობა კონფლიქტებში. გარდა ამისა, გვაქვს მთვარის კვადრატი ურანთან, რაც გამოიწვევს ემოციურობას და დაძაბულობას. ვცდილობთ, რაც შეიძლება მშვიდად გადავლახოთ ეს რთული დღე.

30 დეკემბერი — შაბათი

17:00 საათამდე გრძელდება მთვარის კვადრატი ურანთან. მომატებულია უკონტროლო ემოციები, ეგოცენტრიზმი. ვაკონტროლებთ საკუთარ თავს და ვცდილობთ ვიყოთ ყურადღებიანი სხვების მიმართ. 18:00 საათის შემდეგ კარგია პაემანი, კომუნიკაცია, შოპინგი. მაგრამ იმატებს დაძაბულობა პარტნიორულ ურთიერთობებში.

31 დეკემბერი — კვირა

მშვიდად ვემზადებით ახალი წლის შემობრძანებისთვის. 16:00 საათამდე მთვარე უკურსოა, იყავით დაკვირვებული, შეამოწმეთ პროდუქტები, სათამაშოები, საჩუქრები. მოალამაზეთ სახლი, მოერიდეთ კონფლიქტებს პარტნიორებთან, მოგვარეT საყოფაცხოვრებო პრობლემები. საახალწლო სუფრასთან იყავით დიპლომატიურები პარტნიორებთან.

ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ, ჩაიფიქრეთ სურვილები და ბედნიერი იქნებით!