ავტორი:

როგორი იქნება თქვენი აქტიურობა და ჯანმრთელობა სექტემბერში

როგორი იქნება თქვენი აქტიურობა და ჯანმრთელობა სექტემბერში

მარსი - ჩვენი ენერგიისა და აქტიურობის პლანეტა ახლა სასწორშია და დარჩება 12 დეკემბრამდე. მოიმატებს კონკურენტულობა, ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და არაა გამორიცხული დაპირისპირება, კამათი, ბაქიბუქობა. ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი აგრესია და ენერგია, მიმართეთ ეს უკანასკნელი მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან (საქმიან და სასიყვარულო), იყავით მომართული კავშირის გაუმჯობესებაზე. იყავით ზომიერი ფიზიკური აქტიურობის დროს.

ვერძი

მარსი გადავიდა თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. აქ ყოფნის დროს ის ხშირად იწვევს სკანდალებს მეგობრებსა და მეუღლეებს შორის. პლანეტის ენერგიის სწორად გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ ბევრს, რაც იყო დაგეგმილი, იქნება ეს თქვენი სამუშაო თუ სპორტი, შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. გირჩევთ, სექტემბერში დაიცვათ ჯანსაღი დიეტის პრინციპები. უფრო ხშირად დაკავდეთ სპორტით, რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას. დილით სირბილი და ჯანსაღი კვება არის ის, რაც გჭირდებათ. გამწმენდი დიეტა დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.

კურო

მარსი თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის სექტორში გადავიდა. საუკეთესო დროა ცუდი ჩვევებისგან თავის დასაღწევად, წონის დასაკლებად ან რეგულარულად რაიმე სახის ფიზიკური ვარჯიშის დასაწყებად. მთავარია, ეს ამოცანა საკუთარ თავს დაუსახოთ, მარსი კი დაგეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ამასთან, სამსახურშიც და სახლშიც, მოსალოდნელია ტრავმები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

ტყუპი

მარსი გადავიდა თქვენი სიამოვნების, თამაშის, გართობისა და ბავშვების სექტორში. მოგინდებათ ფიზიკურად გააქტიურება. მოგინდებათ თქვენი გაწვრთნილი სხეულით ტკბობა. სიამოვნებით ითამაშებთ გუნდურ თამაშებს ბავშვებთან ერთად. შაბათ-კვირას ველოსიპედით მოგზაურობაში ან ლაშქრობაში გაატარებთ. თუმცა, გირჩევთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, არა მხოლოდ სპორტის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც – ტრავმის ალბათობა იზრდება.

კირჩხიბი

მარსი თქვენი მშობლების სახლისა და ოჯახის სექტორში გადავიდა. ამ თვეში უკიდურესად მიისწრაფვით პირადი თავისუფლებისაკენ, რამაც შეიძლება ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ჩხუბი გამოიწვიოს. არ უნდა დახარჯოთ ენერგია კონფლიქტებზე, უმჯობესია ის სპორტდარბაზში დახარჯოთ. ან დილით დაიწყეთ სირბილი. სექტემბერში დიდი დრო უნდა დაუთმოთ თქვენს ოჯახს და შვილებს, შესაძლოა ჩართოთ ისინი სპორტში. ახლა განსაკუთრებით ეფექტური იქნება სპორტდარბაზში სიარული და წონის დაკლება დიეტის პარალელურად.

ლომი

მარსი თქვენი ახლო ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორშია. თუ გსურთ იყოთ ფხიზლად და ჯანმრთელად მთელი თვის განმავლობაში, შეეცადეთ არ უგულებელყოთ არცერთი ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და მარცვლეულით – არაფერია საუზმეზე ფაფაზე ჯანსაღი. გირჩევთ, მიმართოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების უმარტივეს გზებს. არ დაარღვიოთ რეჟიმი და გამოიყენოთ კარგი ამინდი სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. თუ საკმარის გამძლეობას გამოიჩენთ, უმოკლეს დროში მიაღწევთ წარმატებას.

ქალწული

მარსი თქვენი ფულისა და ქონების სექტორში გადავიდა. თქვენს სპორტულ საქმიანობას შეიძლება გარკვეული ინვესტიციები დასჭირდეს. მაგალითად, მოგიწევთ ახალი თხილამურების ყიდვა ან ფიტნეს ცენტრის წევრობის საფასურის გადახდა. რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას, ახლა კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებით. ამ დროს არ უნდა ისწრაფოდეთ მყისიერი შედეგისკენ. გახსოვდეთ, რომ ეფექტის მისაღწევად საჭიროა დრო და რეგულარული ვარჯიში.

სასწორი

მარსი თქვენს ნიშანშია და მოგანიჭებთ მეომრულ სულსა და გამარჯვების წყურვილს. ახლა საკმაოდ ბევრის საშუალება გაქვთ, ჯანმრთელობა კარგი გაქვთ. ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში საუკეთესო საქმიანობაა კონკურენციისთვის გაძლება. სექტემბრი კარგი თვეა იქნება მიზნის დასახვისა და სასურველის მისაღწევად. ოღონდ შეეცადეთ არ გადააჭარბოთ საკუთარ თავს და ზედმეტად არ გარისკოთ. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ სექტემბერი ტრავმული თვეა.

მორიელი

მარსი გადავიდა თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. ეს რთული პოზიციაა პლანეტისთვის, ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. ნუ ჩაერთვები ფიზიკურ აქტივობაში. შეიძლება სრულიად განსხვავებული ხასიათის დაზიანებები მიიღოთ. თუმცა, მარტივი ვარჯიშების და სუნთქვის პრაქტიკის შესრულება არ გეკრძალებათ.

მშვილდოსანი

მარსი გადავიდა თქვენი სოციალური ცხოვრების სექტორში. შესაძლოა, ახლა რომელიმე მეგობარი დაარწმუნოთ, რომ რაიმე ახალი ფიზიკური აქტივობა შეასრულოთ ერთად. ექსპერიმენტი საინტერესო გამოდგება. ზოგადად, ამ თვეში სასიამოვნო კომპანიაში ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა კარგი იქნება. შეიძლება მოგინდეთ დაკავდეთ გუნდური სპორტის სახეობით ან შეჯიბრებაში მონაწილეობით. კარგ ამინდში მეგობრები ბუნებაში გასასეირნებლად დაპატიჟეთ.

თხის რქა

მარსი, რომელიც დაკავშირებულია ძალისმიერ სპორტთან და თავდაცვასთან, გადავიდა თქვენი წარმატებისა და ამბიციების სექტორში. მისი გავლენით მოგებაზე იქნებით ორიენტირებულნი, თუ რამე ნამდვილად გსურთ, მიზნისკენ სვლაში ხელს არაფერი შეგიშლით. ყველა დაბრკოლებას გადალახავთ, იქნება ეს პროფესიული საქმიანობა თუ სპორტი. ბევრი მოისურვებთ სპორტდარბაზის ან საცურაო აუზის აბონემენტის შეძენას. არც დილაობით სირბილზე იტყვით უარს. ზოგიერთი კი გადაწყვეტთ, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. მთავარია, არ გაჩერდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდეს თქვენი ახალი სასარგებლო ჩვევა.

მერწყული

მარსი გადავიდა თქვენი თავგადასავლის, სწავლისა და მოგზაურობის სექტორში. შესაძლოა, ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ თვეში დაკავდეს ეგზოტიკური აქტივობით, საბრძოლო ხელოვნების შესწავლით. სექტემბერში ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. და ეცადეთ, ნაკლებად გამოხატოთ უკმაყოფილება თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.

თევზები

მარსი გადავიდა თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ნიშნის ბევრ წარმომადგენელს სურს გამოსცადოს საკუთარი ძალები სპორტის ზოგიერთი სახეობაში, ძირითადად, ექსტრემალურში. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ყურადღებით დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ამ თვეში საგრძნობლად იზრდება სხვადასხვა სახის ტრავმების ალბათობა. არ დაკავდეთ რაიმე სახიფათო სპორტით, რომელშიც საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ. ასევე, ახლა, წონის დაკლების მცდელობისას, არ უნდა დაჯდეთ რაიმე სახის ექსტრემალურ დიეტაზე.