ავტორი:

როგორი მეგობრობა შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

როგორი მეგობრობა შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

მეგობრობის და ზოგადად, მეგობრების შერჩევის თემა ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში ერთობ მნიშვნელოვანი რამაა. თუმცა საიმისოდ, რომ არჩევანში არ შევცდეთ, ან ჩვენს მეგობრებთან უფრო გაგვიადვილდეს ურთიერთობა სასურველია, გავითვალისწინოთ ამა თუ იმ კონკრეტული მეგობრის ზოდიაქოს ნიშანი. იმიტომ რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სხვადასხვანაირი მეგობრობა შეუძლიათ.

ასე მაგალითად, ვერძი ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს მაშინაც კი, როცა თქვენ აშკარად მტყუანი იქნებით. ამასთან, იმავეს მოელის თქვენგანაც.

კურო საიმედო საყრდენი იქნება თქვენთვის მატერიალური კუთხით. ნაკლი ის აქვს, რომ საშინლად ჯიუტი და პერიოდულად ზანტია.

ტყუპი მხიარული და მრავალმხრივია, აქვს ნიჭი ხასიათი გამოგიკეთოთ. თუმცა მასზე დაყრდნობა შეუძლებელია. პერიოდულად გამოირჩევა უპასუხისმგებლობით.

კირჩხიბი დედასავით იზრუნებს თქვენზე. დაგაპურებთ და მოგივლით. მაგრამ ახასიათებს ზედმეტი "მოწებება" და მისი ზრუნვა ხშირად სულის ხუთვას ემსგავსება.

ლომი წარმატებით გაზიარებთ სტილისა და ელეგანტურობის გაკვეთილებს, ყოველთვის დაგიცავთ და მხარში ამოგიდგებათ. ნაკლი ის აქვს, რომ ვერ აიტანს, თუკი საზოგადოებაში მასზე უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებთ.

ქალწული პრაგმატული, ჭკვიანი და მზრუნველია. ყოველთვის მოგცემთ საჭირო რჩევებს. მისი ნაკლი გადამეტებული კრიტიკაა, რაც ხშირად გაგაღიზიანებთ.

სასწორი რომანტიკული და მოსიყვარულეა. კარგი მსმენელი და კომპანიონია. ნაკლი ის აქვს, რომ მუდმივად უჭირს გადაწყვეტილების მიღება და როცა აჩქარებთ ჯიუტობს ხოლმე.

მორიელი რთული ხასიათისაა, მაგრამ იცის ერთგულების ფასი. ნაკლი ის აქვს, რომ საშინლად ენამწარეა და არც მიყენებულ წყენას ივიწყებს.

მშვილდოსანი გულუხვი, კეთილი და მხიარულია. შეუძლია თქვენს დასახმარებლად საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალოს. მისი ნაკლი ზედმეტი პირდაპირობაა, რასაც ხშირად უთვლიან უტაქტობაში.

თხის რქა მოზომილი, წინდახედული და საიმედო, მისი იმედი ყველაფერში შეიძლება გქონდეთ. ნაკლი ის აქვს, რომ პერიოდულად იცის გაჯიუტება.

მერწყული ნამდვილი მეგობარია. გონიერი და საინტერესო მოსაუბრე. თუმცა ნაკლიც აქვს - ზედმეტი ექსტრავაგანტურობა და ეგოიზმი.

თევზები თქვენი მესაიდუმლეა. მას ანდობენ ხოლმე ყველაზე სამარცხვინო საიდუმლოებებსაც კი. ნაკლი ის აქვს, რომ დაბნეულია და თუ არ გააფრთხილებთ, შესაძლოა, თქვენი საიდუმლო სადმე წამოსცდეს.