როგორი მეუღლე გარგუნათ იღბალმა, გაიცანით მამაკაცები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი მეუღლე გარგუნათ იღბალმა, გაიცანით მამაკაცები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

“ყველა კაცი ერთნაირია“ - არასწორი ფორმულირებაა. ყველა კაცი თავისებურია და მათ ასტროლოგიურად დავახასიათებთ, რადგან იცოდეთ, რა გელოდებათ მათ გვერდით:

ვერძი


ტემპერამენტიანი, ფიცხი და ინფანტილური კაცია. სწრაფად აალდება, სწრაფადვე ქრება. ამიტომ იღებს რა სასურველს რეალობად, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში ხშირად უცრუვდება იმედი. პირველი ნიშანი ვერძის მხრიდან იმისა, რომ მან, თქვენი ურთიერთობის უფრო სერიოზულ დონეზე გადაყვანა ჩაიფიქრა, მისი საეჭვო სიმშვიდე და მეგობრებთან ერთად ხმაურიან გართობაზე უარის თქმა იქნება. გარდა ამისა, იგი აუცილებლად დაინტერესდება, საბინაო საკითხებით და სამსახურში დაწინაურების პრობლემასაც აქტიურად გადაჭრის. შეყვარებულ ვერძს ხომ თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა, ერთი-ორად უმაღლდება. ამიტომ ნუ გაგანაწყენებთ, ის თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იგი უფრო მეტ დროს სამსახურში ატარებს ვიდრე თქვენთან, ამას ხომ ის თქვენი სამომავლო, კომფორტული თანაცხოვრებისთვის აკეთებს.


კურო


ჯიუტი, ინერტული, მაგრამ უჩვეულოდ გულსათუთია. ლამის დაბადებიდანვე ნათლად აქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს მისთვის იდეალური ოჯახის მოდელი. შესაბამისად ზუსტად იცის ისიც, კონკრეტულად როგორი ქალი სჭირდება ცხოვრების მეგზურად. ამიტომ თუ ეს კონკრეტული ქალი სწორედ თქვენ აღმოჩნდით და არა ვინმე სხვა, კურო ყოველგვარი რევერანსების გარეშე გთხოვთ გულსა და ხელს. მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანზე ქორწინებას გადაწყვეტს, კუროს ემოციური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად იცვლება. იგი უფრო მოქნილი და ენერგიული ხდება. ამასთან ერთად, მასში ეგოიზმის დონეც მოიმატებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი თქვენგან გამუდმებით ყურადღებას, მოფერებას და თაყვანისცემას მოითხოვს, ისე თითქოს თქვენ კი არა ის იყოს მომავალი პატარძალი.


ტყუპი


თავქარიანი, აქტიური და ძალზე ცვალებადი კაცია. მუდამ მზადაა ნებისმიერ შარს გადაეყაროს, თუმცა ცივი გონება ხშირად ეხმარება განსაცდელიდან თავის დაძვრენაში. მთლად კარგად არ ესმის ქალური კაპრიზების, მაგრამ ოსტატურად შეუძლია მანდილოსნის გულისკენ მიმავალი გზა, ბასრი ენის საშუალებით მონახოს. ქორწინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნამდე ათასჯერ აწონ-დაწონის მოსალოდნელი კავშირის მინუსებსა და პლუსებს, საოჯახო რუტინა მაინც მალე ღლის. თუმცა თუ მაინც მიიღო გადაწყვეტილება დაქორწინების თაობაზე, პირველი თავად დაიწყებს აქტიურ საუბარს ამ თემაზე საყვარელ ადამიანთან. ამასთან ერთად, არც ის უნდა გაგიკვირდეთ თუ მან რაიმე საქმის ერთობლივად კეთება შემოგთავაზათ ან მოულოდნელად პედანტური და ფრთხილი გახდა ფულის მიმართ, რომლის წარმომავლობას და მიმართულებას აქამდე დიდად არც კი აკონტროლებდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მასში როგორც იქნა გაიღვიძა სურვილმა, იყოს ვინმესთვის საჭირო - რაც მომავალი ქორწინების უტყუარი საბუთია.


კირჩხიბი


გარეგნულად მშვიდი, შინაგანად ემოციური და სიტყვაძუნწი კაცია. სინამდვილეში უზომოდ რომანტიკული და სენტიმენტალურია, მაგრამ ამას ოსტატურად მალავს. მისი გაგება საკმაოდ რთულია, ახასიათებს ეჭვიანობა და ხასიათის ხშირი ცვალებადობა. თუმცა შეყვარებულობისას, შეუძლია საყვარელი ადამიანის ტალღაზე „მოიმართოს“ და იფიქროს უფრო გულით, ვიდრე გონებით. მისი მხრიდან, საქორწინო სამზადისის გამოსააშკარავებლად დააკვირდით, როგორაა განწყობილი იგი თქვენი ნაცნობ-მეგობრების მიმართ. თუ მან ამ უკანასკნელთა „გადარჩევა“ და ხშირი გაკრიტიკება დაიწყო, იცოდეთ - მისი რჩეული ხართ, მაგრამ თქვენს მომავალ ოჯახში ე.წ. შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს შინ იშვიათად შემოუშვებს.


ლომი


თავდაჯერებული, ამაყი და ენერგიულია. უყვარს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირად იღებს პასუხისმგებლობას არამარტო თავის, სხვების ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზეც. თუკი ოჯახის შექმნა სერიოზულად გადაწყვიტა, მისი მაღალ საზოგადოებაში გართობის სიყვარული მომენტალურად მოიკლებს და იგი საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარებას მოახმარს მთელ თავისუფალ დროს. მისი მეფური ყურადღება, სამეგობრო წრესაც საგრძნობლად დააკლდება, რადგან მომავალი სასიძო აქტიურად იქნება გართული, საცხოვრებლის კომფორტულად მოწყობის ან თაფლობის თვის ორგანიზების საკითხებით.


ქალწული


პრაქტიკული, რეალისტი და ფრთხილი კაცია. ეს სიფრთხილე, მისი მხრიდან საპირისპირო სქესთან მიმართებაშიც ვრცელდება. ცხოვრების მომავალ მეგზურს, მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების და „რენტგენზე გაშუქების“ შემდეგ ირჩევს. თუმცა, თუკი მან ქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა, ცოტა ხნით მისთვის დამახასიათებელ ქრონიკულ „ვორკოჰოლიზმს“, თავგადასავლების სიყვარულით ჩაანაცვლებს და თქვენთან ერთად, მეტი დროის გატარებას შეეცდება. თუმცა მისგან მუდმივად რომანტიკულ ჟესტებს ნუ დაელოდებით. ამით შეიძლება საუკუნოდ გადააფიქრებინოთ კიდეც მას თქვენი ცოლად მოყვანა.


სასწორი


რბილი, გალანტური და დიპლომატი ადამიანია. უყვარს ლამაზად ცხოვრება, გემოვნებით ჩაცმა-დახურვა და მანდილოსნების საზოგადოება. მიუხედავად ხასიათის სირბილისა, საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი წარმოდგენისაა, მაგრამ თუ მან თავის ღირსად ჩაგთვალათ და თქვენთან ცხოვრების დაკავშირება გადაწყვიტა, იგი აქტიურად გამოიჩენს დაინტერესებას თქვენი გარემოცვის შესასწავლად და შეეცდება მათ რიცხვს მის მიერ რეკომენდებული ერთი-ორი პატივსაცემი ადამიანიც შემოუმატოს. მოკლედ მისი ქცევა იქნება ისეთი, თითქოს იგი თქვენზე ანგარებით ქორწინებისთვის ემზადება, თუმცა რეალურად ეს მისთვის სიყვარულით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ქორწინება სასწორისთვის პირველ რიგში, მეუღლის დახმარებით ამაღლებულ სოციალურ სტატუსს ნიშნავს და ამის შემდეგ ყოველივე დანარჩენს, რასაც ზოგადად, ორი ადამიანის ურთიერთობა ითვალისწინებს.


მორიელი


შინაგანად მყარი, თუმცა გარეგნულად პლასტიკური და მოქნილი ადამიანია. პრაქტიკული, მიზანსწრაფული და შორსმჭვრეტელია. იცის ფულის ყადრი, თუმცა ხანდახან სიძუნწეც დარევს ხოლმე ხელს. ეჭვიანი და ემოციური ნატურაა. უყვარს ფარული გზებით მოქმედება, ამიტომ მასთან ურთიერთობისას, იმას კი არ ენდოთ, თუ რას გელაპარაკებათ, დააკვირდეთ როგორ იქცევა. ქორწინებისკენ მიმავალი ნაბიჯების პირველი იდენტიფიკატორი, მისი მხრიდან პარტნიორულ ურთიერთობებზე, თავისუფალი შეხედულებების დემონსტრირება იქნება, ამიტომ რაც უფრო მოუხშირებს ფრაზებს: „ოჯახი საჩემო არ არის“, „რა დროს ოჯახია!“, იცოდეთ, იგი სწორედ ოჯახის შესაქმნელად ემზადება თქვენთან ერთად.


mshvildosani_meugle


მშვილდოსანი


ე.წ. მრავალცოლიანობისკენ მიდრეკილთა კატეგორიას განეკუთვნება. ადვილად უყვარდება, მაგრამ ასევე ადვილად შეუძლია აზრი შეიცვალოს პარტნიორზე და აღმოაჩინოს, რომ „ეს ის არ არის ვინც მას ეგონა“. თავდაჯერებული, მხიარული და აქტიურია. აფასებს პირად თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ქორწინების და ოჯახის მიმართ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ამიტომ მისთვის საყვარელ ქალზე დაქორწინების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მარტივი მისაღებია. ხშირად ეს მისგან დამოუკიდებლად, შექმნილ გარემოებათა გავლენის შედეგადაც შეიძლება მოხდეს. (მაგალითად პარტნიორის დაუგეგმავი ორსულობა). აქედან გამომდინარე, ზუსტად პროგნოზირება თუ როდის, როგორ და რა სიტუაციაში შემოგთავაზებთ ხელსა და გულს, პრაქტიკულად შეუძლებელია.


თხის რქა


რეალისტი, მეთოდური და შრომისმოყვარე ადამიანია. როგორც წესი, მარტოობა დიდად არ აწუხებს, იმიტომ რომ, საკუთარი თავის გართობა თვითონაც მშვენივრად შეუძლია. თუმცა თუ ვინმე შეუყვარდა, პარტნიორის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო სიმპათიურად გამოიყურება. ოჯახის შექმნას ისე უყურებს, როგორც საკუთარ მრავალრიცხოვან მიღწევებს შორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიღწევას, ამიტომაც ცხოვრების მეგზურის შერჩევაზე დიდ დროს ხარჯავს. აქედან გამომდინარე, თუ მან თქვენზე დაქორწინება გადაწყვიტა, სავარაუდოდ მისი ყველა „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარეთ. დაქორწინებამდე იგი აქტიურად დაკავდება საბინაო-საყოფაცხოვრებო საკითხების ორგანიზებით და შიგადაშიგ თავს უფლებას მისცემს, თხისრქული პირქუშობაც დაივიწყოს, რათა თქვენი სამეგობრო-საახლობლო წრის სიმპათია დაიმსახუროს.


მერწყული


ორიგინალური, არაპროგნოზირებადი და კომუნიკაბელურია. თუმცა ადამიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ გრძნობების გამოხატვის საკითხში საკმაოდ „გრილი“ და თავშეკავებული იყოს. ხშირ შემთხვევაში იგი საკუთარი თავისუფლების „ტყვეა“, ამიტომ ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შორის, დაქორწინებას ყველაზე ნაკლებად ჩქარობს. თუმცა თუკი ვინმე მართლა შეუყვარდა, ქორწინების მიმართ მზადყოფნას, მიხვდებით ამ უკანასკნელის სურვილით, მოიქცეს ისე, როგორც ზოგადად, ნორმალური ადამიანები იქცევიან, შეეცდება იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე.


თევზები


ემოციური, სენტიმენტალური და მეგობრულია. თუმცა, ამასთან ერთად, სიჯიუტე და არათანმიმდევრულობაც ახასიათებს. ხშირად ლამაზ მომავალზე ფიქრი, რეალობის აღქმას აკარგვინებს და მისი ერთი შეხედვით პატარ-პატარა სისუსტეები, ვეებერთელა მავნე ჩვევებში გადაიზრდებიან ხოლმე. ცხოვრების მეგზურად, ძლიერი ხასიათის და მყარი პრინციპების მქონე ქალი ესაჭიროება. რომანტიკული ხასიათის გამო, ადვილად პოულობს გზას სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულისკენ. თუმცა რა უდევს თავად მას გულში რეალურად, ამის ამოცნობა საკმაოდ რთული ამბავია. ერთადერთი, რაც მისი მხრიდან მომავალი ქორწინებისკენ მზადყოფნაზე მიგვანიშნებს, შედარებით მეტი პუნქტუალურობა და ცხოვრებისთვის საღი თვალით ყურების სურვილი იქნება. რასაც სავარაუდოდ მალევე მოჰყვება მენდელსონის მარში.