როგორი საჩუქარი გაახარებს ზოდიაქოს ნიშნებს?

როგორი საჩუქარი გაახარებს ზოდიაქოს ნიშნებს?

თუ ყველა საჩუქარი ჯერ არ შეგიძენიათ და ფიქრობთ, ვის რა აჩუქოთ, ჩვენ პატარა მინიშნებას გთავაზობთ. თანაც, ორ დღეში შობაა, მერე ძველით ახალი წელი, ნათლისღება, ჩინური ახალი წელი და ა.შ. დღესასწაულები მთელი წლის განმავლობაშია, შეინახეთ ეს სტატია, რათა გაახაროთ ახლობლები ისეთი საჩუქრებით, რაც მათ ყოველთვის აღაფრთოვანებთ.

თუ ადამიანის მზის ნიშანი იცით კარგია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, თუ იცით, სად მდებარეობს მისი ვენერა. მაშ ასე, რა გაახარებს ადამიანს, თუ მისი მზე ან ვენერა მდებარეობს:

ვერძში: მისთვის სასიამოვნო იქნება საჩუქრის მიღება, რომელიც დაკავშირებულია სპორტთან, აქტივობასთან ან გარეგნობის გაუმჯობესებასთან. მაგალითად, ფიტნეს სამაჯური, ვიზიტი კოსმეტოლოგთან ან სპორტული დარბაზის წევრობა. შეგიძლიათ სავარჯიშო აქსესუარიც მიართვათ.

კუროში: ისინი სიამოვნებით მიიღებენ ფულს, მაგრამ ეს უნდა იყოს ლამაზ, ძვირად ღირებულ საფულეში ჩალაგებული კუპიურა. მოეწონება მაღალი ხარისხის თეთრეულის ან ბრენდის მაღაზიის სერტიფიკატი.

ტყუპში: ისინი მოხარული იქნებიან, თუ თქვენი საჩუქარი დაეხმარებათ ისწავლონ რაიმე საინტერესო ან ახალი გაჯეტი, წიგნი ან ექსკურსია.

კირჩხიბში: მათ უყვართ ყველაფერი, რაც სახლში მყუდრო და რომანტიკულ ატმოსფეროს შექმნის. ფოტოჩარჩო, ლამაზი სერვისი, საოჯახო საბანი ან თეთრეული.

ლომში: მათ უყვართ დღესასწაულები: მოეწონებათ შოუს ბილეთი, თამაშის ქვესტი და ასევე აღფრთოვანებული იქნებიან პერსონალური საჩუქრით: ფინჯანი ან მაისური მათი ფოტოთი, სამკაულები პერსონალური გრავირებით, ფოტოსესია პირადი ალბომისთვის.

ქალწულში: მადლობელი იქნება თუ მიართმევთ ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკურ საშუალებების ნაკრებს, სერტიფიკატს სპა-სალონისთვის, აქსესუარს მათი კატისთვის ან ქოთნის ორქიდეას.

სასწორში: მათ უყვართ ყველაფერი ლამაზი და დახვეწილი. გაახარებთ ბროლის ჭიქებით, თეატრის ბილეთით ან სილამაზის სალონის სერტიფიკატით.

მორიელში: იტაცებს ყველაფერი მისტიკური და სექსუალური. ქვესტში მონაწილების ბილეთი, სერტიფიკატი ქალის თეთრეულის მაღაზიაში, თილისმა ფულის მოსაზიდად.

მშვილდოსანში: ყოველთვის მზადაა ჰორიზონტის გაფართოებისთვის. მიართვით პირადი ზრდის კურსი, ტური უჩვეულო მარშრუტით, ფოტოკამერა მიღწევების დასაფიქსირებლად.

თხის რქაში: უყვართ ყველაფერი, რაც ხაზს უსვამს მათ სტატუსს და ეხმარება დაგეგმონ დრო და სივრცე: მიართვით ძვირად ღირებული, მოდური დღიური, საათები, ტყავის ჩანთა.

მერწყულში: გაახარებთ ნებისმიერი ტექნიკური სიახლე, ახალი გაჯეტები ან მისი აქსესუარები, ასტროლოგთან კონსულტაცია, ორიგინალური ელექტრონივთი. აგრეთვე, უჩვეულო სასწავლო კურსი დაფინანსებით.

თევზებში: რომანტიკულსა და ელეგანტურს გაახარებთ კარგი სუნამოთი, სერტიფიკატით სპა/იოგასთვის, კონცერტის/წვეულების ბილეთით.