ავტორი:

როგორი შემოდგომა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და რა ცვლილებებს უმზადებს "წითელი პლანეტა" პუტინს, ტრამპსა და სააკაშვილს

როგორი შემოდგომა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და რა ცვლილებებს უმზადებს "წითელი პლანეტა" პუტინს, ტრამპსა და სააკაშვილს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი შემოდგომაზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებებისა და მოვლენების შესახებ წერს:

"2020 წლის 10 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მარსი უკუსვლითი ხდება, მაგრამ რეტროგრადული ვერძის ნიშანში კარგა ხანია აღარ ყოფილა. ბოლოს 1988-ში ჰქონია ადგილი, იმის წინა ჯერზე იყო 1973 წ., იმის წინ - 1941 წელს.

რას შეიძლება ველოდოთ მას მერე, რაც 10 სექტემბერს, წითელი პლანეტა დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას - მოულოდნელ ცვლილებებს, რომელთა გამო მოგვიწევს ახალი გაუტკეპნავი გზებით სიარული, თუ ძველი მოვლენების ექო დაბრუნდება?

2 თვის განმავლობაში ომის პლანეტა მარსი ხელახლა გაივლის ადრე დაპყრობილ ტერიტორიებს. რა დარჩა მას აქ, რისი გაკეთება დაავიწყდა? ან იქნებ რაღაც ისეთი აქვს აღმოსაჩენი, რაც მაში დაფარული იყო ან გასაიდუმლოებული? ჩვენ ახლა გავდივართ პერიოდს, როდესაც მარსი ვერძიდან კონფლიქტურ ასპექტებს ქმნის თხის რქაში მყოფ სამ " მძიმეწონიან მოთამაშესთან’" - პლუტონთან, სატურნთან და იუპიტერთან. ვერძიცა და თხის რქაც ე.წ. კარდინალური ნიშნებია, ანუ სწორედ მათ მოაქვთ კარდინალური ცვლილებები ცხოვრებაში. დავაკვირდეთ - ვერძი ასახავს შედარებით ახალგაზრდა, უმწიფარ ასაკს, თხის რქა კი - ზრდასრულს, ხანდაზულს, დაღვინებულს. მათ შორის კვადრატურა გვიჩვენებს, კონფლიქტს ერთის მხრის ახლისა ძველთან და დრომოჭმულთან, მეორეს მხრივ კი უმწიფრობას, არამზაობას ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის საკითხში.

ვერძის ნიშანში მარსი ღებულობს იმპულსს, რომ თავის თავზე აიღოს ბედის სადავეები, შექმნას, უფრო შესაფერისი ახალი გზა, სატურნი კი მას შეზღუდვებს უწესებს და ცდილობს უკან დაახევინოს, მიაბას ისევ ძველ, ჩვეულ რეჟიმს. რაგორც ხედავთ, მარსი დაუნდობელ ბრძოლაში იქნება ჩართული... თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რა გველოდება პერსპექტივაში:

  • უკომპრომისო მიდგომები; პროტესტები, ბრძოლა სტრუქტურის წინააღმდეგ, დაუმორჩილებლობა ხელისუფლების მიმართ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა, ძალის გამოყენება, რეგიონალური ან გლობალური კონფლიქტები. სამხედრო ჩარევები.
  • გამბედაობის გამოჩენა, რათა გავწყვიტოთ ჩვენი განვითარების შემაფერხებელი კავშირები - განქორწინებები, თავისუფლების მოპოვება;
  • პროფესიული ცვლილებები და ახალი მიმართულების გამოჩენა.
  • მიწისძვრები, კატასტროფები და ხანძრები.

როდის იქნება პიკის პერიოდები?

როდესაც მარსი რეტროგრადული გახდება აგვისტოს ბოლოს და მერე, როდესაც იგი ოქტომბრის შუა რიცხვებში მზესთან მოვა ოპოზიციაში. და ასევე ნოემბრის შუა რიცხვებში , როცა კვადრატურა ზუსტი გახდება და მთელ დაგუბებულ ძალებს გამოათავისუფლებს. ამ დროს შესაძლოა ყურადღების ცერტრში მოექცნენ ხელისუფლებაში მყოფი, ძალაუფლებების მქონე ის პირები, ვისაც თვითონ აქვთ ანალოგიური მარსისა და სატურნის ასპექტები პირად რუკებში. მათ შეიძლება თავად მიმართონ ძალის გამოყენებას, ან პირიქით, სხვა ადამიანების აგრესიისა და ბრაზის სამიზნე გახდნენ. მაგალითად, ეს შესაძლოა ეხებოდეს დონალდ ტრამპს , - მისი პირადი რუკის სატურნს ჯერ კიდევ აგვისტოში აკვადრატებდა ტრანზიტული მარსი, შემდგომ ჯერ სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის პირველ რიცხვებში შეახსენებს თავს, მერე დეკემბის ბოლოში, თუმცა წლის ბოლოს ტრანზიტული ასპექტი უკვე დაშლილი იქნება და მხოლოდ ექოს მოუტანს იმ ამბებისა, რაც შემოდგომაზე ექნება...

ასევე საინტერესოა, რომ ოქტომბრის ბოლოს ეს ტრანზიტი გავლებას იქონიებს პუტინზეც , რადგან ამ დროს ტრანზიტული მარსი მის სატურნს ჩაუდგება ოპოზიციაში, თუმცა შესაძლოა არც არაფერი მოხდეს, ვინაიდან, როგორც ამბობენ, მისი დაბადების თარიღი შეცვლილიაო... ვფიქრობ, ეს ასპექტი შესაძლოა შეეხოს სააკაშვილსაც , ვინაიდან მას აქვს სატურნისა და მარსის რეცეპცია, და მას ალბათ გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს. ანალოგიურად, ამ ორი პლანეტის რეცეპცია აღენიშნება ინგლისის დედოფალ ელისაბედსაც . შესაძლოა მის მიმართ გამოთქმული სერიოზული პროტესტები მოვისმინოთ. უსათუოდ იქონიებს გავლენას ალექსანდრე ლუკაშენოზეც , თუმცა გაცილებით იოლი ფორმებით, რადგან მის პირად რუკაში მარსსა და სატურნს ჰარმონიული ასპექტი აკავშირებთ".

ჩვენ, უბრალო ხალხს რა გველის?

ვისაც მარსი რეტროგრადული გყავთ, აქტიურობის და წარმატების პერიოდი დაგეწყებათ, ყოველშემთხვევაში, ამის შანსები მაღალი იქნება. გაუმართლებთ სატურნისა და მარსის ჰარმონიული ასპექტის პატრონებსაც, შედარებით იოლად გადაიტანენ ამ რთულ დროს, ვისაც ნეგატიური გაქვთ, აბა რა გითხრათ, რით გაგამხნევოთ? ეცადეთ ნაკლებად აუხირდეთ უფროსებს, უფროსობას, კანონი დაიცავით, წესებს ნუ დაარღვევთ. სატურნს კანონმორჩილები უყვარს. კიდევ რასაკვირველია არის მარსისა და პლუტონის არანაკლებ მნიშვნელოვანი და რთული კვადრატიც, რომელმაც ძველი და დრომოჭმული უნდა დაანგრიოს, რომ ცვლილებების შესაძლებლობა გამოჩნდეს. მოკლედ იოლი შემოდგომა არ იქნება. არც არავინ დაგვპირებია.

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

ვისზე იმოქმედებს ფსიქოლოგების, ბერების, მეთევზეებისა და შემოქმედი ადამიანების სავსემთავრეობა, რომელიც ამაღამაა