როგორი სიბერე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

როგორი სიბერე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან.

ყველაზე მეტად ახალგაზრდული სულით, ოპტიმიზმითა და შემართებით ცეცხლის ნიშნები გამოირჩევიან. ვერძები , ლომები და მშვილდოსნები არასოდეს ეპუებიან წლების მატებას. ყოველთვის ცდილობენ დინამიკურად, სავსე ცხოვრების რიტმით იცხოვრონ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. თუმცა მათთვის დამახასიათებელი მოუსვენრობა და რისკის სიყვარული, ხშირად ხდება სხვადასხვა ტრამვისა და მოტეხილობის მიზეზი. ამიტომ ცეცხლის ნიშნები ძირითადად მხოლოდ ამ შემთხვევის გამო ეჯაჭვებიან სახლს, წამლებს და ლოგინს.

რაც შეეხებათ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს: ტყუპს , სასწორებსა და მერწყულებს , მათშიც საკმარისზე მეტადაა ახალგაზრდული შემართება და აზარტი. თუმცა, ყველაზე ინფანტილური ჰაერებს შორის, მაინც ტყუპია. ამიტომ ეს ხალხი ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს "დიდი ბავშვის" ხასიათს და მანერებს. ის კი არა, "მარადმწვანე სტუდენტების" სიაშიც ყველაზე ხშირად ტყუპი გვხვდება. მერწყულები ასაკის მატებასთან ერთად უფრო "ცელქდებიან". სასწორი ცდილობს, ხშირად ესტუმროს ესთეტიკ-ცენტრებს ან შინაურულ პირობებში გაინებივროს თავს სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურით.

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს კუროს , ქალწულსა და თხის რქას , როგორც წესი, ასაკი მომხიბვლელობას მატება. თხის რქები ბავშვობის ასაკში "პატარა მოხუცები" არიან, წლების მატებასთან ერთად კი სიჯანსაღითა და ახალგაზრდული შემართებით გამოირჩევიან. კუროების პრობლემა, როგორც წესი, გემრიელი ჭამა-სმის სიყვარულია. ამიტომ ასაკთან ერთად წონაც ემატებათ. მოქნილობა კი - აკლდებათ. გირჩევთ, კვების ჯანსაღი რაციონი და დღის სწორი რეჟიმი ახალგაზრდობიდანვე შეურჩიოთ საკუთარ თავს. დაბადებიდან კრიტიკული ქალწული ასაკში უფრო მეტად კრიტიკული და მეწვრილმანე ხდება. უჩნდება სურვილი, განმარტოებით იცხოვროს, მოერიდოს ხმაურიან ატმოსფეროს, დღეები სიმშვიდეში გაატაროს, ცხოველებთან ერთად.

დაბოლოს, წყლის სტიქიის წარმომადგენლები კირჩხიბი , თევზები და მორიელი ხშირად სტრესის და გადამეტებული ემოციური ბუნების გამო "ახერხებენ", რომ ხანშიშესულ ასაკამდე ათასგვარი სახის ქრონიკული დაავადება აიკიდონ ან უბრალოდ, საფუძვლიანად მოიშალონ ნერვული სისტემა. ამიტომ სიბერის ნაადრევი კვალი, ბევრი მათგანის გარეგნობას გაცილებით ადრე ასვამს დაღს ვიდრე ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს. უნდა ისწავლოთ “გაშვება“, წყენის არ დაგროვება და სხვისი პრობლემებით არ ცხოვრება. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებაში სეირნობას, ჰობის და წყლის პროცედურებს, რათა მშვიდი სიბერე გქონდეთ.